Sunday, November 11, 2012

ქალბატონ დონარას გარდერობი

ჩვენი ოჯახის ახლობელი დონარა რესპექტაბელური ქალბატონია. პროფესიით ლინგვისტია. ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ჰქონდა. ახლა აღარ მუშაობს, თუმცა მაინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა. თავის დროზე მერილინ მონროს ადარებდნენ. მართლა ჰგავდა. ყველა მეგობარი მერილინის სუვენირებს ჩუქნის. აქვს ბევრი წიგნი, ფოტო, პოსტერი. ახლაც ყოველდღე შეუდარებლად გამოიყურება. როცა ვხვდები, დაუფარავად ვათვალიერებ და სპონტანურ კომენტარებს ვაკეთებ ყველაფერზე: ფეხსაცმლიდან დაწყებული, ფერების შეხამებით და შარფის ან ქუდის დეტალით დამთავრებული.  მისი სტილი იმდენად მომწონს, არ შეიძლებოდა, არ დამეწერა. ჩემი შეთავაზება ჯერ არასერიოზულად მიიღო. მერე, როცა მისი სათუთად დალაგებული ტანსაცმელი ხუთ წუთში დიდ ქაოსად იქცა, ცოტა წაიბუზღუნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით და დიდსულოვნად მაჩვენა საკუთარი გარდერობი. 

ასეთია ახლა.
ასეთი იყო "მერილინობის" დროს.


ზურმუხტისფერი მისი ყველაზე საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად  უხდება.


მან სხვებზე ადრე აღმოაჩინა floral dress.


იგივე შეიძლება ითქვას sequin-ზე.

ერთგან ასეთი აცვია Samantha-ს SATC-ში.

timeless.


ამ კაბის ფერები სურათზე არ ჩანს. ტვიდის პიჯაკიც საოცრად ეხამება.

ამის მსგავსი კარამელისფერი ქუდი ადრე მე მაჩუქა. საერთოდ, თუ რაიმე მოვუწონე, ადგება და მჩუქნის, ამიტომ ახლა აღარაფერს ვუქებ :)

ამ სეზონის ღუნღულა მანტო




მუდამ აქტუალური ელეგანტური შავი კაბა



ქლაჩები

ინტერიერის დეტალები, ასეთივე timeless და კლასიკური:

პორტრეტის ფოტოასლი ჭურჭლის კარადაში








სარკის დეტალი

ჭერის სანათი, დეტალი.

საღამოობით, ტელევიზორის წინ.

მყუდროდ მოკალათების ადგილი.




სახელდახელოდ პატარა ინტერვიუც ჩავწერე, a la Garance Dore/Scott Schuman. 

  • ვინ შთაგაგონათ ბავშვობაში?
ვნახე მხატვრული ფილმი „ჩემი ოცნების ქალიშვილი“, გერმანელი მსახიობის, მარიკა როკის მონაწილეობით. არაჩვეულებრივი სხეული ჰქონდა. იყო ბალერინა, ვოკალისტი და მსახიობი. მას ვბაძავდი მანერებით, ჩაცმის სტილით. მარტო მე არა, ყველა ჩემი თანატოლი გოგონა მას ბაძავდა.

  • ვისმა სტილმა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?

შანელი, მერილინ მონრო, ნატო ვაჩნაძე, მერი შერვაშიძე, მარლენ დიტრიხი. მომწონს კლასიკური სისადავე. ვმეგობრობდი მედეა ჯაფარიძესთან, დოდო ჭიჭინაძესთან. ბევრჯერ მინახავს საშინაოდ ჩაცმულები. მაშინაც საოცრად ლამაზები იყვნენ.

  • ოჯახურმა გარემომ როგორი ზეგავლენა იქონია თქვენი სტილის ჩამოყალიბებაზე?

დეიდა ზღვისპირეთში ცხოვრობდა. ძალიან ლამაზი ქალი იყო, შესანიშნავი ფიგურა ჰქონდა. სადად, მკაცრად და გემოვნებით იცვამდა. ჩემგან განსხვავებით, მაკიაჟს არ იყენებდა. მასთან სტუმრად ჩასვლა ჩემთვის გარდერობის განახლებას ნიშნავდა. ჩემთვის ხშირად ყიდულობდა კაბებს, ჩექმებს, პალტოებს, ქურქებს. ზღვისპირა ქალაქებში, მოგეხსენებათ, ყოველთვის განსხვავებული სამომხმარებლო საქონელი იყიდება... მეც, თბილისში ჩამოსული, ჩემი ახალი სამოსით ვიწონებდი თავს.

  • როგორ ჩაცმულობაში გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

    თავს კარგად ვგრძნობ, როცა მაცვია თავისუფალი თარგის, კლასიკური კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი. ახლა ძირითადად შეკერილ კაბებს ვიცვამ. მყავს საყვარელი მკერავი, რომელმაც იცის ჩემი სხეულის თავისებურებები და ჩემი გემოვნება. შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვარ.

    • მოგზაურობა გიყვართ?

    ოცდაათამდე ქვეყანაში ვყოფილვარ. ჩემს სამოგზაურო რუკაზეა: საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, მაშინდელი იუგოსლავიის ქვეყნები, ფინეთი... პოტსდამი და დუბროვნიკი მახსოვს ყველაზე ცხადად. მოგზაურობისას ყოველთვის ვიძენდი გამორჩეულ სამოსს. ყველაზე კარგად ჩაცმული ხალხი მახსოვს საფრანგეთსა და პოლონეთში. იტალიელები ჩვენსავით სულ შავებით დადიან.

    • სილამაზის რომელი პროცედურა გიყვართ ყველაზე მეტად?

    თმის მოვლა, მანიკიური. ბუნებრივად ქერა, სქელი თმა მქონდა. ერთხელ, ქიმიური დახვევა ავიჩემე, იმ პერიოდში ქიმიურის ბუმი იყო. ჩემი სტილისტი მეხვეწა, არ გინდაო, მაგრამ არ დავუჯერე. ჩემს ახალ ვარცხნილობას მშობლები მძაფრი პროტესტით შეხვდნენ. ვერც მე შევეგუე. არ ვიცოდი, რა მექნა დახვეული თმისთვის, არც მიხდებოდა, ვერც ვივარცხნიდი... მეორე დღესვე  წავედი და ბიჭურად შევიკრიჭე.

    • საყვარელი სუნამო?

    „მაგრიფი."

    • თქვენ და სიყვარული.
    ერთმოყვარე ვარ. 
    • შეიცვალა თუ არა თქვენი გემოვნება ან სტილი დროსთან ერთად?

    მაცვია ის, რაც ყოველთვის მოდაშია. მოკლევადიან ტრენდებს არ ვყვები.


     ამ ჩანთაზე ვგიჟდები!

     რომელი ერთი აღვნიშნო: ვარცხნილობა, ჩაცმულობა, მანიკური...


    8 comments:

    1. ra lamazi qalia da rogori gemovnebit aqvs saxlic mowyobili, ai namdvil classic vintage-s rom davuzaxebdi.

      Tina, madloba, rom dawere qalbaton Donaraze da ici ra? zalian originaluri iqneboda, tu periodulad msgavs qalbatonebs gagvacnobdi. qartul blogosferos namdvilad aklia aseti siaxle.

      (bodishi latinuri shriftistvis, ucxo kompiutertan vzivar ori wutit da ver movitmine, kometari ar dametovebina)

      ReplyDelete
    2. დიდი მადლობა, სოფი! მეც ასე ჩავიფიქრე, ოღონდ წინასწარ პირობის მოცემა ცოტა მეშინია ხოლმე :)მადლობა სითბოსთვის, ლათინური შრიფტიდანაც რომ მოდის. :)Have a good week!

      ReplyDelete
    3. ძალიან ლამაზია ქალბატონი დონარა. ამ პოსტმა სიმყუდროვის შეგრძნება გამიჩინა, რაც შეიძლება შენ იგრძენი მასთან სტუმრობისას.
      სოფის აზრს მეც ვუერთდები – ეს რაღაც სიახლე იქნება, თუ ხანდახან კონკრეტული ადამიანების სტილზე დაწერდი, მასებისთვის არაცნობილ, მაგრამ გამორჩეულ პიროვნებებზე.
      დიდი მადლობა!

      ReplyDelete
      Replies
      1. :) გავაგრძელებ ციკლს! მადლობა. დონარასაც გადავცემ თქვენს კომპლიმენტებს :) მართალია, ძველი კარგი დროება დამიდგება ხოლმე თვალწინ, როცა მასთან ვარ. ნეთბუქი აქვს პაწაწინა, დამახსოვრებული აქვს სელებრითი გოსიფის, საინფორმაციო სააგენტოების და ქსოვის საიტები! :) მეილის და ა.შ. პაროლები პატარა ბლოკნოტში აქვს ამოწერილი. ხომ საყვარელია? :)))

        Delete
    4. მართლა ძალიან საყვარელია! :))

      ReplyDelete
      Replies
      1. ახალი ფოტოები დავამატე :)

        Delete
    5. dzaaaaalian magari kali!

      ReplyDelete