სადღესასწაულო სეზონი ნაძვისხის შუქების, ციმციმა სანთლების და თოვლის მოლოდინისაა.
კიდევ სილამაზის.
აუცილებლად.
Clarins ძვირფასმა მაიკომ შემაყვარა, წლების წინ, როცა თბილისის უნივერმაღი არსებობდა და "ლუტეციას" მაღაზია მის პირველ სართულზე იყო, ჩემს მაშინდელ სამსახურთან ახლოს. ახლაც, ყოველი ვიზიტისას მაიკოს ვეკითხები, რა სიახლეების შესახებ შეიტყო Clarins-ის ბოლო ტრენინგზე პარიზში. მიყვება ლაბორატორიებზე, კვლევების შედეგებზე, ნოვატორულ მიდგომებზე, ექსპერიმენტებზე...
მისი მონათხრობიდან ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ Clarins კომპანიაა, რომელიც ქალებს უსმენს. დიალოგის ეს კულტურა ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა. კომპანიის ექსპერტები ყურადღებით უსმენენ პროდუქტის ტესტირებაში მონაწილე ქალების პირად გამოცდილებას, შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს. ადრე ბიზნეს-სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ წარმატებული კომპანიის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა R&D (research and development)კვლევა და განვითარება. სწორედ R&D მეცნიერთა გუნდია, რომელიც წლებია მუშაობს ჩვენი ცხოვრების უფრო მეტად გალამაზებაზე.

source: Pinterest
გასული საუკუნის 50-იან წლებში კომპანიის დამაარსებელმა ჟაკ კლარანსმა განაცხადა, რომ კეთილდღეობა და ბედნიერება განუხრელად უკავშირდებოდა სილამაზეს. მისი ცნობილი გამონათქვამი, "დიახ, თქვენი ლამაზები ხართ!" დღესაც აქტუალურია, რადგან კომპანია გაცილებით დიდი მასშტაბებით, თუმცა იმავე ფილოსოფიით მუშაობს - მსოფლიოს ქალებს (სხვათაშორის, მამაკაცებსაც) კანის მოვლის უსაფრთხო, ნატურალურ და მაღალეფექტურ საშუალებებს სთავაზობს. ჩემი გამოცდილებით, პროდუქტი ასრულებს ყველა დანაპირებს, რაც ანოტაციაშია მოცემული.