ზაფხულობით ბებია ლეღვის ჯემს ადუღებდა ხოლმე. ეზოში ცეცხლზე შემოდგამდა, მაგიური რიტუალივით გაავსებდა ეზოს გამაბრუებელი სუნით. უკმევდა სიცოცხლეს, შვილიშვილებს, ოჯახის სისავსეს. დიდი მოხუფული ქილით ჩამოჰქონდა ზამთარში. ჯემი სქელი იყო (თვითონ "სკელს" ამბობდა) და ეს კიდევ ერთ ჯადოსნურ თვისებად მიმაჩნდა. ახლა ამ ჯემის მხოლოდ გახსენება შემიძლია, საკუთარი თავის სიღრმიდან გამოხმობა. კვამლის სუნი დაჰკრავდა და დღემდე მგონია, რომ რაც ყველაზე ძვირფასი და გემრიელია, ყველაფერს კვამლის სუნი უნდა ჰქონდეს.
როცა ეს ვიდეო გადავიღე (სანდრასთან ერთად ვაჟაზე მორიგი სეირნობისას), მეგონა, ამ სცენასაც სიღრმიდან ვუყურებდი, ზუსტად იმ დროიდან, ცხოვრებაზე რომ საერთოდ არაფერი ვიცოდი და მარტო შეგრძნებებით, დაკვირვებით და დანახვის სურვილით ვცხოვრობდი. ზაფხულის ღამის დადგომისას ასეთი ყვითელი შუქი და ნიავი მომწონდა.
წლევანდელი ზაფხულის სიტკბო ასე მოვხუფე:
ლეღვის ჯემი მინდა კარაქიან პურზე გადასმული. Elle est parfaite!
ReplyDeleteძველი ახალი სახლის ვერანდაზე... ხედით... რას იტყვი?
Deleteნაირამ მუზეუმში წაიკითხა ეს პოსტი და ცრემლები წამოსცვივდა.
ReplyDeleteმე სახლს ჩავეხუტე შენს ფოტოზე, ღამის ბრჭყვიალა შუქების და პალმების ფონზე რომ მოჩანს.
🙏🌹🤗♥️💝
Deleteლეღვის ჯემი არასდროს მყვარებია, თუმცა ბავშვობისას სახლში სულ გვქონდა (ეზოში გვედგა დიდი ლეღვის ხე) და ახლა ძალიან მომინდა, მეც კარაქიან პურზე გადავუსვამდი ზევიდან <3
ReplyDelete:) :* :*
Delete