Showing posts with label მუსიკა. Show all posts
Showing posts with label მუსიკა. Show all posts

Sunday, August 20, 2023

Tuesday, January 3, 2023

ზამთრის დღეები, მუსიკას ადევნებული ფიქრი

ახალ წელს ძველი რომანსების მღერით ვიწყებ. ხმის რეჟისორი - ლაშა, ფოტოების უმეტესობაც მისია. 



Friday, October 21, 2016

მგონი, ისევ მესმის

"ვარსკვლავების გამჭვირვალე შუქში, მგონი, ისევ ვხედავ მას, 
 ღამის ნიავში გრძელი ვუალით მიდის."

Want to add a little magic to your daily life?  როგორი სტანდარტული სარეკლამო ფრაზაა. 

ეს მეჯიქ მართლა სულ ახლოს გვაქვს, ხელის გაწვდენაზე.  ვერ ვპოულობ სიტყვებს იმ განცდის გადმოსაცემად, რომელსაც ხელოვნებასთან მორიგი სიახლოვე მანიჭებს.  მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ  როცა გინდა, კარს  გააღებ და უკვე იქ ხარ. 

ასეთმა  piece-ებმა თვითონ იციან, როდის მოვიდნენ ჩვენთან. ეს piece  იმ უთვლადის, მუდმივის ერთი ნაჭრის გამოსახატად იდეალური სიტყვაა.  თქვენც ინებეთ ეს ნაჭერი!

ლაშას გადაცემა არიის, ოპერის და შემსრულებლების შესახებ ინფორმაციით:


"ო, ჯადოსნურო ღამევ,
ღვთაებრივო აღტაცებავ,
ძვირფასო მოგონებავ, გიჟურო ეიფორიავ და ტკბილო ოცნებავ!"

კრიტიკოსები წერენ, რომ ბოლო ორი ფრაზა ბენიამინო ჯილიმ მიამატა, "ღვთაებრივი აღტაცების" გასახანგრძლივებლად. სხვა მომღერლებმაც სიხარულით დაამატეს თავიანთ ვერსიებში.

ამ ნაჭერს თან გატანთ შემოდგომაში. 

Monday, September 26, 2016

Chovendo Na Roseira




- Chovendo Na Roseira  "აწვიმს ვარდის  ბუჩქს"  ბოლო პერიოდის აღმოჩენაა. ელის რეჟინა მღერის ტომ ჟობიმის სიმღერას. ალბომსაც "Elis and Tom"  ჰქვია.  ისე თავისუფლად, სწორი აქცენტებით და ზუსტად მღერის, გეგონება, რომ ეს წუთია, სტუდიაში შემოვიდა და  ნოტის ფურცელი მისცეს. ისიც დადგა და გადმოსცა ის, რაც პირველად იგრძნო.  მსუბუქი ვალსია, საკმაოდ რთული გადასვლებით და არაპროგნოზირებადი მელოდიის ხაზით.  როცა პირველად მოვისმინე და ტექსტის თარგმანი მოვიძიე, ვიფიქრე, რომ წვიმა ვარდის ბუჩქზე ძალიან კარგი პოეტური სახეა:  ვარდის ბუჩქი  თავის ფერით და სურნელებით და ახალი, სუფთა წვიმის წვეთები, სილამაზის გასაორკეცებლად. მელოდიაში მაჟორული და მინორული ტაქტები ერთმანეთს ენაცვლება და ზუსტად ხატავს პეიზაჟს: ვარდისფერ ყვავილის ფურცლებს და  ნაცრისფერ ცას. ამ დროს ტომ ჟობიმი კეთილი დირიჟორია, სილამაზის მეხოტბე, რომელიც  წვიმის რიტმს აყოლებს  სიტყვებს: ეს ლუიზას, ეს პაულინიოს, ეს ჟოაოს, ეს არავის.  ვარდის ფურცლები ქარს მიაქვს. თან მიჰყვება ჩემი ფიქრები წმინდა სიყვარულზე. წვიმა ასველებს ვარდის ბუჩქს, ასველებს სამყაროს, ავსებს მდინარეებს, აკრიალებს ცას...  რბილი წვიმაა, პორტუგალიური სიტყვასავით (chuva).



- იტალიაში სხვა ტრადიციებს შორის შემორჩენილია ე.წ. "აროტინოს", (l'arrotino) ანუ დანების მლესავის ჩვეულება. დილაობით ეზოებში ჩამოივლის ხოლმე  ველო, ან ზუზუნა ფურგონი, რომლიდანაც რუპორით გაჰყვირიან:  "მოვიდა დანების მლესავი. ქალებო! მოვიდა დანების მლესავი და ქოლგების შემკეთებელი. ვლესავთ დანებს, მაკრატლებს, აბრეშუმის საჭრელ მაკრატლებს, პროშუტოს დასაჭრელ დანებს.  შევაკეთებთ ქოლგებს,  გაზქურებს. გვაქვს გაზქურის ყველა სათადარიგო ნაწილი. თუ გაზი აპარებს, თუ სამზარეულო გაკვამლულია, ჩვენ შევაკეთებთ.  ვმუშაობთ სწრაფად."  ერთი სიტყვაც რომ არ გესმოდეს, ხმის ტონი  სუფთა სამხრეთულია, ჩვენი საყვარელი ნეორეალიზმის პერიოდის ფილმებიდან: ფამილარული და ოდნავ ზედაპირული, გადაჭარბებისადმი ტოლერანტული, ისეთი, საერთო ხარხარი რომ უნდა მოჰყვეს.  უსმენ და ელოდები, როდის მიაძახებს ვინმე: შე ასეთო და ისეთო, კვირაა, მაცალე ძილი!  არ ძინავთ დიასახლისებს. მათ სამზარეულოებში ყველაფერი ძველია, მაგრამ ტკბილი, ემოციურად მიმჯაჭველი. წინსაფარი ოჯახის რომელიმე უფროსი ქალის შეკერილია. თმას აღარ იღებავენ: შავგრემან სახეზე ჭაღარა უხდებათ. ყოველდღე იმ  ძველ სამზარეულოში, ათასჯერ ნახეხ ტაფებსა და ქვაბებში ნაირ-ნაირებს ამზადებენ, სურვილით, მოუღლელად. მათთან მისულ აროტინოს ნივრის სუნი დახვდება: კერძის მომზადებისას ერთ კბილ ნიორს ტაფაზე  ჯერ დააგდებენ, შემდეგ მალევე უკან იღებენ, არომატი კი რჩება.