Friday, January 30, 2015

Escuchando el Silencio

წავალთ ხოლმე ახლო სოფლებში და ვუსმენთ სიჩუმეს.
სიჩუმეს.
ქარის მხარეს გადახრილ ტოტებს.
გაყინულს და დაჭირხლულს.
ნისლს.
ნისლში გაფერმკრთალებულ მთების კონტურებს.
იმ დღის სიმღერას.
ერთმანეთს.


მექორწილეები ფოტოებს იღებდნენ. ველოსიპედით მოსეირნეებს სქელი ხელთათმანები ეცვათ. ჰორიზონტი გავდა მონალიზას პორტრეტის უკანა ფონს.


მეგონა, ამ კორდებზე რეზო ინანიშვილის მოთხრობის ბალანჩამოძენძილ, გამხდარ მელას უნდა ჩამოევლო.


Grey is the new black! მიყვარს ნაცრისფერი, ყველა ფერს ეხამება.


ხეებზე დაყრილ ჭირხლს ქარი ჰაერში ატრიალებდა და ეზოებიდან კვამლის სუნი მოჰქონდა. 


ის ფილმი მახსენდება, The Holiday. ასეთ ნისლში და თეთრ ტოტებში რომ დახეტიალობს და ცდილობს, ერთი ცრემლი მაინც გადმოუვარდეს. მოკლე კადრია, სამწუხაროდ. ამ დროს, ის მეორე უკვე კარგად გალღვა და გასხივოსნდა. 

ვცადე ოდნავ მუქი ტონალური კრემი, ბრონზერი, კანისფერი (nude) პომადა და მწვანე თვალის ლაინერი.


ცოტაოდენი ზაფხული ძველ თბილისში


ჩემი საყვარელი ედელვაისი-გულსაკიდი, გერმანიის სამხრეთიდან. @N.B.

ლაშა - კამერის უკან. ყველგან. ჩემთან.

13 comments:

  1. კი, ნაცრისფერი ყველა ფერს ეხამება, როგორ გიხდება წითელი მანიკური და ოდნავ მუქი ტონალური კრემი!
    რა ლამაზია, ნისლში გახვეული გზა და ირგვლივ გადათეთრებული ხეები.
    რა კარგია ასეთი დღე, განტვირთვისთვის და დასვენებისთვი, ახლო სოფელში და ქარისაგან გადახრილ ტოტებს შორის სიარული.
    და მერე რა სიამოვნება ამ ყველაფრის წაკითხვა , ფოტოების ნახვა , ბევრი დადებითი მუხტის მიღება, ცხოვრების უფრო საინტერესო მხარეებიდან დანახვა.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნისლი მართლა რაღაც "გზავნილებს" შეიცავს, ასე მგონია.
      მერე იცი რა ცუდი იყო ქალაქის საცობებში დაბრუნება? :)
      მადლობა, ირი! ყოველდღე მუქს ალბათ მაინც ვერ ვიხმარ. ზამთარში კარგია მრავალფეროვნებისთვის მოსინჯვა. კარგი ტექსტურა კი აქვს. ლაქს ჰქვია malaga wine.
      შენსკენ შემოვიხედავ ხოლმე, ხომ არაფერი გამომრჩა-თქო. მომენატრა შენი პოსტების წაკითხვა.
      კარგი შაბათ-კვირა! :*

      Delete
    2. :) შენც კარგი უქმეები თინი

      Delete
  2. მეც მიყვარს ნაცრსიფერი, სიჩუმე და თინას ბლოგი <3

    ReplyDelete
  3. არაჩვეულებრივი წყვილი ხართ, აი ასე, ერთად რომ დადიხართ სიჩუმის მოსასმენად და ერთმანეთის <3

    ReplyDelete
  4. ra suratebia! shen carmoidgine, ik sadgac grmad kvecnobiershi mec is melakuda gamaxsenda :-) da kvevit rom cavikitxe micerili, iseti shegrdzneba mkonda rom enis cverze ragac medo da shen gamotkvi :-) shen xom ici mze rogor mikvars ;-) magram aset dgeebsac rogori xibli akvs! bunebis mier tetrad mortuli xeebi, idumali nisli da tkven, orni...mainc ra tkbilia cxovreba rom aseti momentebit gvasachukrebs xolme adamianebs.
    male shens kurebzets dabinavdebian edelvaisebi ;-) da me cinascar vxarob amit, Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ზუსტად ამის თქმა მინდოდა ამ პოსტით.
      მადლობის, ასეთი დღეებისთვის, ერთმანეთი რომ გვყავს ჩვენ ყველას და ასეთ სილამაზეში ვართ (ცალკე არა, შიგნით), იმისთვის.
      ამ დღეს ერთი ლეგენდა ადამიანი გავიცანით და ამითაც ვხარობდით, კი გითხარი...
      ჰოდა, ვაფაილებ ასე პოზიტივებს. ვკონავ და ვინახავ. :)
      მეც მიხარია წინასწარ ის. :) :*

      Delete
  5. გული ამიჩუყდა. რაღაცნაირად....

    ReplyDelete