Thursday, January 1, 2015

დეკემბრის ქრონიკა

დეკემბერმა საოცარი სისწრაფით გაირბინა... ბევრი სასიამოვნო მოვლენით იყო დატვირთული. ეს დღეები ვისვენებ და ტელეფონის არქივს ვალაგებ.

კონცეპტუალური გამოფენა-ინსტალაცია ბავშვებისთვის და არა მხოლოდ: დათო ჯანიაშვილის "ქართულ-ფრანგული ანდაზები" მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე, ჩვენი სპონსორობით.
ყოველწლიური კორპორაციული ღონისძიება, წელს თემით "საშობაო კარუსელი". ევროპული საშობაო ბაზრობის ელემენტები: ბამბის ნაყინი, ბელგიური ვაფლები, ფრანგული კრეპები, ვაშლი კარამელში, პოპკორნი, გლინტვეინი, კლოუნები, ჟონგლიორები, მოცეკვავეები, სასულე ორკესტრი, ძველი ვალსები... სცენაზე თეიკო და თიკა ფაცაცია. ფოტო ფიქრიასი.
წელს ჩემს შავ კაბას წითელი აქსესუარები დავამატე: სქელი და ფუშფუშა წითელი პაჩკა ქვედაბოლო და კარმენის ვარდი. მაქმანის ხელთათმანები ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ფოტო გია აბდალაძის.
ასეთ გათოშილ საღამოებში ვსეირნობთ ხოლმე. ფოტოზე ლაშაა, ცნობისთვის :) :)

"მაკნატუნა" ჩემთვის სადღესასწაულო სეზონის განსახიერებაა: განათებული სახლი, მბრწყინავი ნაძვისხე, ბევრი საჩუქარი, ჟრიამული, ჯადოსნური მუსიკა, ფიგურები, ცეკვა... თავიდან ბოლომდე ვეფლობი ამ შუქების ჰარმონიაში.


ჩემი ნათლული, ანა ლილია, თავად ბალერინა, მონუსხული უყურებდა "მაკნატუნას". მერე ბალერინებთან ფოტოებიც გადაიღო.



ჩემი დიანიტა და მისი მეუღლე პიერი ხელისმოწერის დღეს. ბედნიერები იყავით სულ, სულ, სულ!
ჩემს დედიკოსთან. ეს ნაძვისხე მამამ იყიდა, როცა მე დავიბადე. ვერტუშკა მოჰყვება და საყვარლად ტრიალებს. ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ ბევრი იმდროინდელი სათამაშო შემოგვრჩა. 
ამ დღეებში ბევრი საყვარელი ადამიანი ვნახე. მიღებული საჩუქრებისგანაც ეიფორიაში ვარ. მახარებს ისიც, რომ სადღესასწაულო სეზონი ჯერ არ დამთავრებულა...

ეს საოცარი საჩუქარი ანა ლილიამ ჩემთვის ჟენევაში შეარჩია. ამ სილამაზით გილოცავთ შობას და ახალ წელს! 

6 comments:

  1. როგორ მიყვარს შენი ფერადი პოსტები <3

    ReplyDelete
  2. სადღესასწაულო განწყობით სავსე პოსტია, მიყვარს შენი ასე თავმოყრილი ამბები:)
    და დიანიტას ბედნიერება გამიხარდა ძალიან – ვულოცავ საუკეთესო სურვილებით :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ქეთი! :) ძვირფასი დღესასწაულები გქონოდეს! :)
      სიამოვნებით გადავცემ დიანიტას შენს მოკითხვას :)

      Delete
  3. Thank you darling for sharing happiness!!!! It is mi Dianita :) Besos y abrazos!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. Dianita Chiquita B (for bride) L F D :)))) the rest you know.

      Delete