Monday, July 7, 2014

My Home Gym

ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა და მსიამოვნებდა, მეგობრებთან ერთად შეიფინგზე ჯერ კიდევ მაშინ დავდიოდი, სანამ თბილისში სავარჯიშო დარბაზები მომრავლდებოდა. სიყვარულით ვიხსენებ ჩემს ინსტრუქტორს - ლორას, რომელმაც ვარჯიშის კულტურასთან ერთად სტეპი შემაყვარა. ვარჯიშის დროს ლორა ჩვენგან ზურგით იდგა. როცა წავიზარმაცებდი და რომელიმე მოძრაობას გავახალტურებდი, მესამე თვალით მხედავდა და მთელ დარბაზში დასჭექდა: "თიიიიკააა!" მუსიკას ხშირად ცვლიდა, მაგრამ მაშინდელი ტრეკების უმეტესობა ახლაც მახსოვს და ყურში ჩამესმის.

ნიდერლანდებში სატრენაჟორო დარბაზში დავდიოდი, (ქსელი plaza sportiva) რასაც კვირაში ერთხელ სტეპის მეცადინეობას ვამატებდი. იქაც გადასარევი ინსტრუქტორი მყავდა - ელიზე. პირდაპირ დაფრინავდა სტეპზე. 

ამასწინათ გამახსენდა, როგორ მიყვარს სტეპზე ვარჯიში და ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ აქამდე ვერ მოვიფიქრე მისი ყიდვა. ახლა ჩემი სახლის ჯიმს სტეპიც შეემატა. ღია სავარჯიშო-სალაშქრო ფეხსაცმელი ვიყიდე - ზაფხულში დახურულ სპორტულ ფეხსაცმელში მცხელა და თან აქტიური მოძრაობა პედიკურს მინადგურებს. (huge deal haha) ბედნიერი ვარ, როცა აჩქარებული გულისცემა ნელ-ნელა წყნარდება, იუთუბის ვიდეოდან ინსტრუქტორი მამხნევებს, კარგია და ასე გააგრძელეო, ვსვამ ცივ წყალს, ტანსაცმლის შიგნიდან კი ოფლის წურწურს ვგრძნობ. ვარჯიშის შემდეგ უკვე აღარ მაწუხებს სინდისი და მშვიდად შემიძლია, ტახტზე ვიკოტრიალო, რომელიმე გოგოურ ფილმს ვუყურო, დილით კი მხნედ გავიღვიძო, ყველა კუნთი ვიგრძნო და დღე ჯინჯერის ლიმონიან-თაფლიანი ნაყენით დავიწყო. 

LET'S GO!!!




12 comments:

  1. აუ ნეტა შემეძლოს რეგულარულად ვაიძულო თავი ვივარჯიშო

    ReplyDelete
    Replies
    1. ფეხით დადიხარ სამაგიეროდ, თანაც ჰაერზე, ვოტ! :)

      Delete
  2. ai tsavikitxe da mec shememata motivatsia. xom da vickeb dgeidan! sindisi rom ar gatsuxebs is ra kargi grdznobaa ara? shenc gisurveb Tin, carmatebit gaagrdzelo sheni sportuli sakmianoba. da kidev es arapers shuashia ak,magram sheni pedikiuri momcons dzalian ;-) Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. darling, you cycle on a regular basis! :) so... :)

      hahaha pedi forever :)))) thanks!!! :))))

      Delete
  3. ოთხი წელი ვვარჯიშობდი პრაიმფიტნესში, მერე ერთი სეზონი დავრბოდი ხოლმე კვირაში ორჯერ. ბოლო ორი წელია, ინტენსიურად აღარ ვვარჯიშობ და სულ ვაპირებ. შინ მეზარება, რეჟიმს ვერ ვიცავ. თუმცა, კი ვცდილობ, ფეხით ბევრი ვიარო... ჰოდა ახლა ისე მომინდა გაგრძელება. რა კარგია, რომ მოტივირებული ხარ და შინ ახერხებ ვარჯიშს:)

    ReplyDelete
    Replies
    1. siaruli bareor varjishs jobia :) ki, aris aseti periodic, roca ubralod ar ginda...

      Delete
  4. ooo, eg xo tin, uh iseti kuntebi makvs kvemot rooom ;-) pedikiuri dges ganviaxle, egec shen momikvane madaze :-) torem ak sad gamovachen, cvims am dgeebshi da aprilis amindebia. gkocni, Nanuka

    ReplyDelete
  5. რა კარგია ვარჯიში და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მე არ ვარჯიშობ და ფეხით კი მგონი მართლა ბევრს დავდივარ , ვგიჯდები ფეხით სიარულზე.

    ReplyDelete
  6. nice, keep fit. :)

    Chun Ju

    ReplyDelete
    Replies
    1. Heeeey, Sista Chun Ju ! lean and sporty lady ... :)

      Delete