Saturday, December 6, 2014

Scarf International

თუ ევროპის ჩრდილოეთით ცხოვრობ და ყოველდღე ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ატარებ ველოსიპედს, შარფი მოდური აქსესუარი კი არა, უბრალოდ აუცილებლობაა. მეც სტუდენტობის დროს დამეწყო შარფების მანია. თუ მაინცდამაინც ზაფხული და პაპანაქება არაა, ყოველთვის შარფი მიკეთია. ცივ სეზონზე მთლად ვნეტარებ: ყოველდღე სხვადასხვას ვუხამებ ჩაცმულობას. ჩემი შარფების უჯრა ხან აირევა, ხან დალაგდება. ჩემა მეგობრებმა იციან ჩემი შარფებისადმი სიყვარულის შესახებ და ხშირად მჩუქნიან. ახლა ჩემს ინტერნაციონალურ შარფებს გაგაცნობთ. წესიერების გამო, მხოლოდ რამდენიმეს.

ზაზას ნაჩუქარი. ირანიდან.


თამუნას ნაჩუქარი. შვეიცარიიდან.
ეს შარფი ლაშამ მიყიდა თბილისში, ინდონეზიელი ქალების მოქსოვილია.

ლაშას ნაჩუქარი. სტამბულის გრანდ ბაზარში მიყიდა. ესეც ლაშას ნაჩუქარია, ოღონდ თბილისში.
მაედოტის ნაჩუქარი, ეთიოპიიდან.
მარიკას, ანუ кареглазая-ს ნაჩუქარი. თბილისი.
Marlene-ის ნაჩუქარი. აშშ.
ჩემი სტუდენტური შარფი, ნიდერლანდებიდან.
მანანიკოს ნაჩუქარი. თბილისი. 
ლულუს ნაჩუქარი. აშშ.

ვფიქრობ, ყველაზე უბრალო კაბა ან მაისური შარფთან, ვარცხნილობასთან და საყურეებთან ერთად უკვე ანსამბლია. თანაც, შარფი სუნამოს სუნს დიდხანს "იმახსოვრებს" და კარგია მასში ცხვირის ჩარგვა... ახლა ვასუნდარა მეტყვის, რა ყოვარული პოსტი დაგიწერიაო.

რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი ?

20 comments:

  1. უზომოდ მიყვარს შარფები და ჩემი საყვარელი აქსესუარიც შარფია:)
    შენს შარფებზე კი გადავირიე – ძალიან ლამაზი ორნამენტებით და ფერებით გამოირჩევა ყველა, განსაკუთრებით ირანული, ინდონეზიური, თურქული...

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთიიი! შარფების კლუბი დავაარსოთ :)))
      მეც მიყვარს ეს აზიური სითბო და ფერები იციან მართლაც სასწაული.

      Delete
  2. Ketis vuertdebi, iarnuli da indoneziuri, uh, uh ra aris! Italian mgoni ar iko da me unda shemovamato shens kolekcias ;-) Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. Nanuka, rogorme! :) shengan maklia sachuqrebi da... :) :*

      Delete
  3. შენი ნაჩუქარი შარფი ჩემი კოლექციის ტოპ-3-ში შედის.. თან რავარი შარფი - შენი ნაქონი! ჩემი ყველა მოგზაურობის აუცილებელი აქსესუარია, ნებისმიერ სეზონზე! ამიტომ, 2012 წლის მერე, თუკი სადმე ვარ ნამყოფი, ყველგანაა ნამყოფი ისიც :-) პასპორტი კიდე შესაცვლელი მაქვს უკვე! ბანჩუკა :-)

    ReplyDelete
    Replies
    1. საყვარელო!!!!!!
      :* :*
      როგორ მიხარია.
      კიდევ ბევრი ზღაპრული ადგილი გენახოს, ძვირფასო! :)

      Delete
  4. თინი ძალიან ლამაზებია, მეც მიყვარს სუნამოს სუნით გაჟღენთილ შარფში თავის ჩარგვა.
    ჩემი საყვარელი აქსესუარი კი უფრო საყურეა და ერთი პერიოდი, ისე აღმოჩნდა, რომ სულ ნაჩუქარი საყურეებით გაივსო ზარდახშა , ჰოდა ერთ ბედნიერებას ისიც დაემატა, რომ თითოეულ მათგანს, ჩემი მეგობრების სახელები ქვიათ.

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაა, რა კარგია!
      "ვითა პეპელა"... არა? :)
      გვაჩვენე, რა! :)

      Delete
    2. კარგი თინი, გპირდები გაჩვენებ :))

      Delete
  5. ვაიიჰ, შარფები ჩემი სუსტი წერტილი! ძალიან ლამაზი იყო ყველა, გასაკუთრებით ნიდერლანდებიდან გამოგზანილი <3

    ReplyDelete
    Replies
    1. :*
      მადლობა! :) როგორ მომწონს შენი არტისტული სახელი! :)

      Delete
  6. ყველა ლამაზია :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ნინა! :)

      Delete
    2. http://irianno.blogspot.com/2014/12/blog-post_11.html ირის საყურეები :)

      Delete
  7. თიკო, მეც ისე მიყვარს შარფები, ერთი უჯრა მაქვს სავსე. შენი სარფები ულამაზესია <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ლიკა! :) მადლობა, გენაცვალე. შენებიც გამოფინე :)

      Delete
    2. ჩემები შენებთან შედარებით გამოსაჩენი არ არის :)))

      Delete
  8. ძალიან ლამაზი შარფებია, საოცარი ფერებით <3 მე რაღაც ვერ ვირგებ რატომღაც, არადა, როგორც აქსესუარი, ძალიან ალამაზებს გარეგნობას, და ასევე ძალიან მოსახერხებელია ზამთარში გასათბობად : ))

    ReplyDelete
    Replies
    1. ადრე მეც ასე ვფიქრობდი, "არეულ-დარეულია"-თქო :)))))))) ძალიან სადა ჩაცმულობასაც კი რაღაც "ვიდს" აძლევს.

      Delete