ნათელა, დიანა, თამარი |
გენაცვალა ბებია - გენაცვალოს ბებია
გკოცნი, გეხვევი და გემუდარები - ასე ამბობს სატელეფონო საუბრის ბოლოს;
იზაკუსკე? - ისაუზმე?
ერიანი სახე აქვს - სასიამოვნო იერი აქვს
იძგიბება - თვალებს ქაჩავს;
უნირო და უსაქციელო - ასე ამბობს, როცა ვინმეს ქცევა არ მოსწონს;
ნაირიანად მოდი, კამათელო - ამბობს ნარდის თამაშის დროს;
უღირსი - უნახავს რომ გაგხდის, ისეთი; საქები სიტყვაა;
რიზინა - რეზინა
ჩუმი მაკეთებელი - საოჯახო საქმის მცოდნე და ჩუმად მკეთებელი ქალი;
რიკვილები - რიკულები
მუნჩქი - მოუხდენელი ადამიანი
ჟრუნი - ჟღალი, ჭრელი
ებრიელი - ებრაელი
ბრეწაული - ბროწეული
ხპო - ხბო
სხვათაშორის ნუ აკეთებ საქმეს - ამბობს, როცა ვინმე უგულოდ და უხალისოდ მუშაობს;
ალღვანელები - ავღანელები
ჩხუპი - ჩხუბი, ომი
კაჩაღი - ყაჩაღი
რამდი - სანამ
დაჯედი - დაჯექი
არალი - არ არის
ციგანო შენ - ამბობს, როცა ბავშვს უჯავრდება;
ჟულიეტა - ჯულიეტა
ენუქიძე - (კახა) ბენდუქიძე
ქარდამაძე -(გიორგი) თარგამაძე
გრიგოლ გრიგოლავა - იგორ გიორგაძე
გადიტანე - გადაიღე (კერძი, სუფრაზე)
ახლა მთავარი სიურპრიზი:
ბებო და გოგი ჭუმბაძე შარშან დედას დაბადების დღეზე:
ბებო ვიდეომოკითხვას უგზავნის თავის შვილიშვილს, ჩემს დეიდაშვილს - მაიკოს მოსკოვში:
ბებოს საფირმო სიმღერა "საპოვნელა".
haha, bebos eqsikoni yo maseti
ReplyDeleteimereli beiba gyavs?.
kiii :))) klasikuri imerelia.
Deletehehe.
ReplyDeletebebiachemsac Tamara erqva. klasikuri, dzirdzveli imereli kali iko.
axla gamaxsenda,sakurtxistvis aketebda xolme patara xachapurebs "kokori", ai pacacunebi iyvnen. xoda chven bavsvebs ufro didi gvindoda da tavs ase imartlebda. micvalebulebs "trubit' chasdit sakurtxi saiqioshio, da didi kokori rom gavakete trubashi ver gaeteva da micvaebuls ar miuvao :)
რა კარგად მოუფიქრებია! :))))
Deleteმეც ძალიან მიყვარდა საკურთხის კოკრები!
საოცარი ბებიაა !! :) <3
ReplyDeleteლექსიკა თითქმის ნაცნობია :)
იმერეთის ჩვენს კუთხეში , ოკრიბაში,სოფელ კურსებში ხშირად სიტყვის ბოლოს ამატებენს "ყენს" :)) აი მაგალითად.
-გამოიარეთ-გამოაირეთყენ.
-აგაკრავთ-აგაკრავთყენ.
-გადაუძახეთ-გოდუძახეთყენ :))
განსაკუთრებით უხდება ეს "ყენ" უწმაწურ სიტყვებს :)
ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, ერთი სული მაქვს როდის მოვახერხებ და გადავალ იქეთ საცხოვრებლად!
კი, მეც გამიგია ყენ-ზე დამთავრებული სიტყვები :))) და "ლარიენ" იციან კიდევ იმერეთში.
Deleteმართლა ძალიან ტკბილია ჩვენი მხარე. მოკითხვა ლაშასგან! :)
რა კარგი ბებო გყავს თინი , რა საყვარლად იცინის , მასთან ერთად მეც ვიცინე, სიცილი რა გადამდებია .
ReplyDeleteმადლობა, ირი! :) მიხარია, თუ გაგამხიარულეთ! :) გადავცემ ბებოს. :*
DeleteA grandma is a great mix between wisdom and sweetness :)
ReplyDeleteso true <3 <3 <3
Deleteძალიან საყვარელი ბებო გყავს თავისი ლექსიკონითურთ :) <3
ReplyDelete:) :)
Delete"ენუქიძე" რაღაც სიმბოლურად დამიწერია :( ამაზე თვითონაც გაეცინებოდა ალბათ საწყალს.