Saturday, October 11, 2014

Regards Croisés. Paris - Tbilissi.

დღეს ეროვნულ გალერეაში ფრანგი ქართველი მოქანდაკის - დარეჯან ბერეკაშვილის და ქართველი მხატვრის - ლევან ჭოღოშვილის გამოფენა გაიხსნა. ჩემი სამსახური გამოფენის პარტნიორია. პროექტმა საშუალება მომცა, არტისტები პირადად გამეცნო და მათთან ერთად მემუშავა. ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა, თუ როგორი უბრალო და თავმდაბალი ადამიანები არიან.


არ ვიცი, სხვა ერების წარმომადგენლები ასე მძაფრად, იდეალისტურად და ტკივილიანად თუ აღიქვამენ სამშობლოს სიყვარულს, როგორც ქართველები. ამაღელვებელი იყო ამ ორი შემოქმედის უსაზღვრო ნიჭიერება, მათ მიერ ყველაფერი ქართულის ლოლიავი, ქართული სინამდვილის ასე დახვეწილად გადმოცემა და ყველაზე მეტად ის ამბები, რასაც მათი სხვადასხვა დროს შესრულებული ნაწარმოებები ჰყვებიან. 


დარეჯან ბერეკაშვილი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. პარიზში დაიბადა. იქ ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, ბაბუაჩემის სამშობლოში ჩამოვედიო. მის ქანდაკებებს ჰქვია: "ნაბადი", "მწყემსი", "ვაჟა", "შოთა", "იაზონი", "მოსეირნე", "წყვილი", "ოჯახი", "მოცეკვავე"... მაოცებს, როგორ შეიძლება, პატარა ბრინჯაოს ქანდაკება ამდენს ამბობდეს. მწყემსის ფიგურა მაღალი და აწოწილია, საქართველოს მთებივით. თითქოს იქედან მარტო თავის ფარას კი არა, მთელ ქვეყანას გადაჰყურებს. ცერებზე შემდგარი მოცეკვავე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ამბებს ჰყვება, როგორ შრომობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, იცავდნენ სამშობლოს. მადლიერი ვარ, რომ მისი არტისტული აზროვნება მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს დატრიალებდა. 

მგონი გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, საქართველოს ყველაზე სწორად მაშინ დაინახავ, როცა მის საზღვრებს გასცდებიო. ჩემი აზრითაც, ყველაზე საინტერესო გლობალური პერსპექტივიდან დანახული საქართველოა.

ლევან ჭოღოშვილი მისთვის დამახასიათებელ, შერეულ ტექნიკას იყენებს. როგორც ფიქრის მდინარებაში ერთად ჩნდება სახეები, ფიგურები, ფერები, ისე ერთად, ჰარმონიულად გვაჩვენებს საქართველოს ახლო წარსულს. ვუყურებდი თავადაზნაურთა სახეებს და მინდოდა, ახლაც ისეთ საქართველოში მეცხოვრა, ისეთი ადამიანებისთვის მეყურებინა, ჩიხტიკოპიანი ქალებისთვის, სათნოსახიანი პატრიარქებისთვის, წითელჩოხიანი, წვრილულვაშიანი და დატალღულთმიანი კაცებისთვის, მრისხანესახიანი მხედრებისთვის... და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც წითლების შემოჭრამდე იყო.

დღეს ხელოვნების კრიტიკოსმა თქვა, ლევანი და დარეჯანი თავიანთი შემოქმედებით საქართველოს იცავენო. ერთი პარიზში დგას სადარაჯოზე, მეორე - თბილისშიო. ბოლო ოცი წელია, საქართველოს ცხოვრებას ფერით და ფიგურით წერენ. ექსპოზიცია მძაფრ ემოციას იწვევს - ეს ნაწარმოებები ერთმანეთს ავსებს, თითქოს არტისტები ერთმანეთის წინადადებებს ამთავრებენ.





ერთ ტილოს ერქვა: "ლადიკო ნიჟარაძის გამარჯვება მილანში." დღეს ხელოვანებმა თბილისში გაიმარჯვეს, - იმ ცენზურაზე, ვინც ნაწარმოებების გამოფენას უკრძალავდა, იმ წითლებზე, რომლებმაც მათი საყვარელი ქვეყანა ინდუსტრიალიზაციის ნიღბის ქვეშ დაიპყრეს და იმ ძალაზე, რომელიც საქართველოს ბევრს ვერაფერს დააკლებს იმიტომ, რომ მას ზუსტად ასეთი არტისტები იცავენ.



ფოტოებისთვის მადლობა ფიქრიას.

9 comments:

  1. chemtvisac dzalian emociuri ikneboda es gamopena...rogor mixaria rom arseboben aseti adamianebi. namushevrebi-nichis zeimia,sakartvelos sikvarulit gajgentili, madloba Tin

    ReplyDelete
    Replies
    1. merci, ma cherie! :) ;) erti suli mqonda, rodis gagiziarebdi shtabechdilebebs. :)

      Delete
  2. რა კარგი ფერებია, გავგიჟდი! პირველად გავიგე ორივეს შესახებ, სამწუხაროდ, მაგრამ მთავარია, რომ გავიგე : ) მადლობა თინიტა შენ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. 28-მდე იქნება გამოფენა :) მადლობა პირიქით, რომ ჩემი მოწონება გაიზიარე. მართლა დიდი ხელოვანები არიან.

      Delete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. საინტერესო გამოფენა იქნებოდა.
    რომ წავიკითხე და ვნახე ეს ფოტოები ვიგრძენი , რომ ეროვნულობის განცდა ძალიან მომაკლდა ამ ბოლოს, დაგადავყევი სოციალურ, ეკონომიურ, სამართლებრივ და სხვა საკითხებს.
    და კიდე, ფოტოზე ძალიან ლამაზად გამოიყურები თინათინ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, მართლაც ასეა... გვინდა თუ არა, ეს საკითხები იპყრობენ ჩვენს გონებას... ჰოდა, ხელოვნება გვაბრუნებს სწორ გზაზე :)
      დიდი მადლობა, ირი! :)

      Delete
  5. თიკო, ვინ, თუ არა, შენ, ასევე უფრთხილდები და ალამაზებ გარემოს და საკმაოდ დიდი ამპლიტუდით აგზავნი მზრუნველ, დამცავ ტალღებს. მინდა, ყოველთვის ახლოს იყო.♥️

    ReplyDelete