ათი წლის წინ მაღაზიებში მულტიმედია-დისკები გამოჩნდა: ვაჟას, გალაკტიონის, ლადო ასათიანის ლექსები და ფოლკლორის ნიმუშები, ფოტოებით და აუდიო-ვიდეო ფაილებით. გალაკტიონის დისკი მაშინვე ვიყიდე და ის რამდენიმე დღე აღტაცებული დავდიოდი. იმ სერიიდან, "ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის", გამოცემული სხვა დისკები ლაშას აღმოაჩნდა, ზოგი თავად ეყიდა, ზოგიც გამომცემელს ეჩუქნა. რაც ასაკი მემატება, ასეთი აღმოჩენები მით უფრო მაღელვებს. მადლიერი ვარ, რომ ამხელა განძის თანაზიარი გავხდით. დისკები შეიცავს ჩვენი მგოსნების ლექსებს ფოტოფაილების სახით, მათ თანამედროვეთა მოგონებებს, ფოტომასალას, ხელნაწერებს და აუდიოფაილებს. ჩვენი საყვარელი მსახიობები კითხულობენ ხალხურ ლექსებს, ვაჟას, ლადოს, გალაკტიონს. გურამ საღარაძე, ეროსი, თენგიზ არჩვაძე, სერგო ზაქარიაძე... რამხელა ბედნიერებაა, როცა ერთი დიდი ადამიანის დანატოვარ განძს მეორე დიდი ადამიანი თავის ხმით კითხულობს, გინახავს და გჩუქნის. დისკებზე მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერებიცაა შეტანილი.
გალაკტიონის ერთი ლექსი ავტვირთე, მარლენ ეგუტია კითხულობს. აქ გთავაზობთ.
ათი წლის წინ, როცა ის დისკი ვიყიდე, ერთმა-ორმა ჩემი ასაკის ადამიანმა გულწრფელი გაკვირვება გამოხატა. ვერ გაიგეს, რატომ ვიყიდე და რატომ მიხაროდა. მე პირიქით, მათი რეაქცია მიკვირდა; მეგონა, რადგან ერთი თაობა ვიყავით, ერთნაირად უნდა გვეფიქრა.
"შენ რაღას იტყვი, ყანა?"
რა კარგია, რომ ასეთი დისკების გამოცემა, მით უმეტეს 10 წლის წინ, მოაფიქრდათ. რაც მეტი რამ გაციფრდება და ხელმისაწვდომი გახდება მსურველებისთვის, მით უკეთესი..
ReplyDeleteრა კარგი რამეა, თიკო, მადლობა, რომ ატვირთე. ძვირფასი დისკებია ძალიან.
ReplyDeleteმეც სულ მიკვირს, როცა ჩემი ასაკის ადამიანები და ზოგჯერ უფროსებიც ვერ იგებენ ჩემს ინტერესებს. მაგალითად, როცა ვამბობ, როგორ მიყვარდა ყოველთვის "ვეფხისტყაოსანი" და სიამოვნებით ვსწავლობდი და ჩემი გმირები იყვნენ მისი პერსონაჟები.
არ ვიცი, თუ გითხარი უკვე, იმ დღეს ვფიქრობდი, რომ მეთქვა :) თურმე შენს გამოჩენამდე როგორი უფერული და მშრალი იყო ქართული ბლოგოსფერო. განსაკუთრებული ხარ.
ქეთი, ნამდვილად ასეა. მომავალი თაობებისთვის...
ReplyDeleteსოფი, მიხარია, საერთოს რომ აღმოვაჩენთ ხოლმე. დიდი მადლობა, so are you! შენ ვიდეოებს წავაწყდი და subscribed.
მეც ვერ გავიგე რატომ იყიდე და რად გინდოდა.
ReplyDeleteehehehe, lordy lord :)
Delete