ჩემი დეიდაშვილი - თეა და მე თანატოლები ვართ. როცა სოხუმიდან არდადეგებზე ქუთაისში ჩამოდიოდა, ხშირად ვთამაშობდით ერთად. დალის ბიბლიოთეკაში, იატაკზე მოვაწყობდით "სახლს". ჩვენთვის ვსულელობდით: ხან ინდოეთში ვმოგზაურობდით და ხან დავდიოდით, ვითომ ბინა უნდა გვექირავა. ადრე მშობლებმა იცოდნენ, როცა სტუმრები ჰყავდათ, ბავშვს დააყენებდნენ და ლექსებს ათქმევინებდნენ, ან ამღერებდნენ. თეა ერთ სიმღერას მღეროდა ხშირად; მონდომებით, ყელმოღერებული, ცხვირში სულ გაგუდული იყო: "ლაჟვარდ ცაზე დაფარფატებს მთვარე, (....) დაიძინეთ, პატარებო, კმარა! არ იქნება ომი, არა, არა!"
სოხუმში დედ-მამასთან ერთად კოპწია ბინაში ცხოვრობდა, "ნოვი რაიონში". სულ ახალი კორპუსები და კაფეები იყო მის უბანში. ცეკვაზე დადიოდა, ზღვაზე - არა. ერთხელ დიდი ნათლობა გადაიხადეს. მთელი დელეგაცია ჩავედით. მახსოვს ძველი, დალხინებული ცხოვრების ხიბლი, ინტერნაციონალური საზოგადოება და მუსიკოსების ჯგუფი, რომელიც რუსულ და აფხაზურ სიმღერებს ასრულებდა.
თეას დედა, დოდო, ნათესავებს შორის ყველაზე მხიარული და სიცოცხლისმოყვარე იყო, განსაკუთრებით თბილი და მოსიყვარულე. როცა ჩვენთან მოვიდოდა, სახლი ხანგრძლივი და ხმამაღალი სიცილით, ბევრი მუსიკით და სითბოთი ივსებოდა. მიყვარდა მის გვერდით ყოფნა. როცა ვუსმენდი, ცხოვრება იოლი მეჩვენებოდა... არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა, ძალიან პატარა ვიყავი, ერთ მუსიკალურ თამაშს რომ მასწავლიდა: "где же, где же наши ручки". მოხდენილი იყო, მაღალი, ლამაზი ფეხები ჰქონდა. სილამაზით თეა დაიმგვანა. მოცეკვავის ფიგურით, თვალების ფორმით, ფერით და სახის მოყვანილობით თეას ლია ელიავას ვამსგავსებდით.
როცა ომი დაიწყო, ქუთაისში გადასახლდნენ. თეას მამა თბილისში მუშაობდა და დედა–შვილი იქაც ხშირად იყვნენ. დოდოს ოჯახი ("ძირითადი ოჯახი", როგორც იმერეთში ვიტყვით) ქუთაისშია, მაგრამ ეს ფაქტორი მათთვის დევნილობას არ აადვილებდა. 90–იანები იყო...
ორიოდე წლის წინ, 27 აპრილს თეას დავურეკე, აბა, იუბილარი ვინ არის–მეთქი. შემაწყვეტინა: თიკო, დედაჩემი აღარ არისო...
თეას დედა, დოდო, ნათესავებს შორის ყველაზე მხიარული და სიცოცხლისმოყვარე იყო, განსაკუთრებით თბილი და მოსიყვარულე. როცა ჩვენთან მოვიდოდა, სახლი ხანგრძლივი და ხმამაღალი სიცილით, ბევრი მუსიკით და სითბოთი ივსებოდა. მიყვარდა მის გვერდით ყოფნა. როცა ვუსმენდი, ცხოვრება იოლი მეჩვენებოდა... არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა, ძალიან პატარა ვიყავი, ერთ მუსიკალურ თამაშს რომ მასწავლიდა: "где же, где же наши ручки". მოხდენილი იყო, მაღალი, ლამაზი ფეხები ჰქონდა. სილამაზით თეა დაიმგვანა. მოცეკვავის ფიგურით, თვალების ფორმით, ფერით და სახის მოყვანილობით თეას ლია ელიავას ვამსგავსებდით.
თეა |
მერე თეა გათხოვდა. რუსეთში ცხოვრობდა ქმართან ერთად. ვეღარ ვნახულობდი, მაგრამ მიხაროდა, რომ მისთვის გაჭირვება დამთავრდა და საკუთარი ოჯახი ჰყავდა. რამდენიმე წლის შემდეგ თეას ქმარი დაიღუპა. შვილთან - ელასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. რუსეთში ცხოვრების წლებზე ბევრი არაფერი ვიცი; დიდი მწუხარება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობისას რაღაც ბარიერს (თუ, არ ვიცი, რას) მიქმნის.
არ ვიცი, რომელი უფრო აუტანელი ტკივილია: სახლიდან რომ გამოგაგდებენ, და ვერავინ გეტყვის, ოდესმე კიდევ ნახავ თუ არა, ქმარი რომ გიკვდება და პატარასთან ერთად რჩები, თუ მამა რომ ცუდად გყავს და მასაც კარგავ. თეას მამას, შოთიკოს, Phil Collins-ს ვეძახდით. (სოხუმში 80–იანებში სულ მის სიმღერებს ვუსმენდით) სამძიმარზე რომ მივედით, ჩემს წინ თეა კიდევ უფრო გამხდარი, სულ შავებში ჩაცმული და უმწეო იდგა. მისი მამა სხვის სახლში, სხვის საწოლში გარდაიცვალა. საბურთალოზე, გეპეის საერთო საცხოვრებლიდან გაასვენეს. იმ ქუჩაზე, არკასთან გავლა დღესაც არ მიყვარს.
ორიოდე წლის წინ, 27 აპრილს თეას დავურეკე, აბა, იუბილარი ვინ არის–მეთქი. შემაწყვეტინა: თიკო, დედაჩემი აღარ არისო...
თეას კლასნიკებზე უდევს მისი ფოტო, ხელები გაშლილი აქვს, დალის დიდ ოთახში ცეკვავს. ის ოთახი სულ გაბრდღვიალებული იყო, როიალი – სულ თავახდილი. როცა თეას ფოტოებს ვათვალიერებ, ამ ხელგაშლილ ფოტოს სწრაფად ვფურცლავ.
დედა-შვილი |
ელა |
თეა და ელა ქუთაისში ცხოვრობენ. თეა მუშაობს, ელა სწავლობს. ტიპური თინეიჯერია: მობილურით სარკის წინ იღებს ფოტოებს, იცის, როგორ გაიკეთოს მოდური ვარცხნილობა, ისიც იცის, რომ ძალიან ლამაზია. ალბათ, მოსწონს რიანა და ბიონსე. სავარაუდოდ, ის სიმღერა არ გაუგონია, მთვარეზე და ომზე. ჰოდა, კარგია.
იმდენად სენტიმენტალურია შენი დოკუმენტი, გადავწყვიტე რაღაც გასამხიარულებელი ანეგდოტი გამეხსენებია ომზე. მაგრამ ისეთი რამ გამახსენდა ამ ტექსტთან თანხვედრაში არანაირად არ არის. უბრალოდ , თუ არ გაგეცინება, გაიღიმე მაინც:
ReplyDeleteგურულმა ქალმა გადასძახა მეზობლის ქალს
- ეთერია, ამ დილას შენი სახლიდან ექიმი კაცი რომ გამევიდა, ავად ხარ, ცაა?
-შენი სახლიდან ყოველ დილას გენერლის კაცი რო გამოდის, ომი დეწყო თუ?
ერთხელ, თუ გახსოვს, აივანზე რომ ვისხედით და ერთი ჩვენი მეგობარი თავის სევდიან ისტორიას ჰყვებოდა (ებაუთ ლავ), შენ რომ უცებ თქვი ბავშვურად, წელს სულ არ არიან ციცინათელებიო.
Deleteრა უცნაურია, დღეს ვფიქრობდი აფხაზეთზე ზუსტად. დროა, რაღაც შეიცვალოს–მეთქი. ზუსტად არ ვიცი, რა, მაგრამ უნდა შეიცვალოს და აღარასოდეს იყოს ომი :| ზოგი მილიონს შოულობს ომიდან და ზოგი – ყველაფერს კარგავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს, ადამიანურად, მშვიდ ცხოვრებას.
ReplyDeleteიმდენი რამის დაწერა მინდა, ძალიან ძალიან სევდიანი და ტრაგიკული პოსტია, მაგრამ ელას სურათი რომ დევს ბოლოს, ლამაზი და სიცოცხლით სავსე მოზარდის, იმედი გიჩნდება ადამიანს, რომ ცხოვრება მაინც ლამაზი და პოზიტიურია, ან იქნება მომავალში.
(რა ლამაზფეხებაა თეა პირველ სურათში და როგორი ლამაზი ფორმის თვალები აქვს თავის შვილთან ერთად რომაა)
მადლობა, სოფი... ეს ნაწერი არ ეყოფა, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა, ამ მწარე ფიქრებისთვის თავი მომეყარა... ჩემი ახლობლები, ის ლამაზი, ზღაპრული მხარე... კარგია, ჩვენი კეთილი სურვილები და ენერგია თავს მოიყრის და თეას და ელას გაეგზავნება! :)
Deleteასეთი ადამიანური, თბილი და ნამდვილი ისტორიები მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ სევდაც შეიძლება ბევრი იყოს მათში. მართლაც ლია ელიავას წააგავს თეა. ბედნიერებას ვუსურვებ დედა–შვილს.
ReplyDeleteდიდი მადლობა, ქეთი ... უკვე გადავეცი ორივეს! :) :*
Delete:(((((
ReplyDelete