ოქტომბერი მოვიდა და ბლოგიც გავაცოცხლე. მრცხვენოდა, მიტოვებული რომ მქონდა. ადრინდელზე ნაკლებად არ მიყვარს, გასაზიარებელიც ბევრი მაქვს, უბრალოდ, ყოველდღიურობის რიტმმა ჩამითრია.
ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები გაოცებულს მტოვებს, გაოცებულს ჩვენი შეგუებით. სოციალურ უსამართლობას, ცუდ ეკოლოგიურ პირობებს, დაუდევრობას, რაც მუდმივად სიცოცხლის საფრთხეს ქმნის - ყველაფერს ვეგუებით. ალბათ, შედეგის იმედი არ გვაქვს და იმიტომ, არც სოლიდარობით ცვლილების მოხდენის. ეს პროცესი იმას გავს, გზაზე რომ მიდიხარ და ეს გზა თანდათან ვიწროვდება, ბნელდება, ზემოთ ასახედიც იფარება და არც წინ ჩანს არაფერი.
ნატალია ჰყვებოდა თავის საყვარელ სერიალზე, Friends. მე ბოლო დროს Sex and the City-ის მირანდას სიტყვები მახსენდება, ქერის რომ ეუბნება: Barney-ის ახალი კაბა მაცვია და თან პლასტმასის ჭურჭლიდან ვჭამო. ამ სერიალის შემდეგ იმდენი წელი გავიდა და საშველი მაინც არ არის: შესვენების შეზღუდული დრო, ხალხით გადატვირთული ლანჩის ადგილები, მუდმივი სტრესი, პლასტმასა, ხანგრძლივი სამუშაო საათები, ჩვენთვის უცნობი ქიმიური ნაერთებით დამზადებული ყოველდღიური მოხმარების საგნები, განსაკუთრებით ისინი, უშუალოდ ჩვენს კანს რომ ეხება... აქაც შეგუება და მარწუხები... უშინაარსო, ერთჯერადი ნივთების გარემოცვა. სადღაც ხომ იხუვლებს ერთად?!
ამასწინათ ვფიქრობდი, რომ ფეისბუქს და ინსტაგრამს კოლექტიურად merchandise უნდა გადაერქვას. მექანიკურად და ინერციით ყოველდღე ვხსნი, სინამდვილეში კი უამრავი კომპანიის სავაჭრო შეთავაზებას ვეცნობი უნებურად. ისინი თავიანთ მიზანს ასრულებენ, ინფორმაცია ჩვენამდე მოაქვთ, მე კი რეალურად ამ ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილი მჭირდება. ეს ვიცი და მაინც ვნებდები მათ თვალისმომჭრელ ფოტოებს, ვანაგვიანებ გონებას, მბეზრდება და მაინც იმავეს ვაკეთებ.
Hygge ცხოვრების სტილის კონცეფციაა, დანიური და ნორვეგიული წარმოშობის, რომელიც ყოველდღიურად უსაფრთხოების, თანაბრობის, მთლიანობის და ყველაზე მეტად კი მყუდროების და სიმშვიდის სასიამოვნო და ღირებულ განცდას ნიშნავს. Hygge მომენტის შეგრძნობას, მისით ტკბობას და ამ მიზნისკენ მიმართულ ქმედებებს გულისხმობს. ერთ სტატიაში ეწერა, რომ ბევრმა კომპანიამ ეს ცნება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, პლედების, წინდების და სანთლების გასაყიდად გამოიყენა (ისევ merchandise!) პოპულარობა კი გასაკვირი არაა: სტრესით და არაადამიანური სტანდარტებით გადაღლილმა ადამიანებმა სიხარულით აიტაცეს და ახალი მისწრაფებების სიის სათავეში მოაქციეს.
ნორვეგიაზე Hygge სულისკვეთებით სავსე ეს სიმღერა გამახსენდა, სიმშვიდის და იდილიის ჰიმნი: ჩრდილიან ქუჩებზე წყვილი ველოსიპედით სეირნობს. ველოსიპედი ერთი დღით იქირავეს. გოგო წინ ზის, ბიჭი მართავს. გოგოს ქარი თმას უწეწავს. ბიჭს თმა სახეზე ეცემა და გზის დანახვას უშლის. ქალაქში გაყვანილ არხზე წვერიან კაცს ხედავენ პატარა კანოეთი, რომელიც კაიმანის კუნძულებიდან ჩამოსულს გავს.
Hygge ჩემს მეგობარ თინასაც გამოუცდია ბავშვობაში: მიყვებოდა, როგორ გადაიყვანეს დედამისი სამუშაოდ ქუთაისთან ახლოს, სოფელ კურსების სკოლაში. დედამ თინაც იმ სკოლაში გადაიყვანა. დილაობით ერთად მიდიოდნენ მატარებლის სადგურში, იქედან - კურსებში. საღამოს - უკან, ქუთაისში. თინას დღემდე ცოცხლად აქვს შენახული ყოველდღე მატარებლით მგზავრობის ემოცია. მისთვის ზეიმი იყო მატარებლიდან იმერეთის ხედების ნახვა, ამას ნამდვილ საჩუქრად და მისთვის გამართულ წარმოდგენად მიიჩნევდა.
ქუთაისი ლამაზი იქნება ამ შემოდგომას. სანდრას ჯერ არ უნახავს, მაგრამ როცა თავისი ენით „ლოკოკიას“ ამბობს, სულ მგონია, რომ ქუთაისურად უქცევს, მაგალითად, როგორც "დამალობიას", „საფიჩხიას“ ან „საღორიას“ იტყოდა.
ანი მწერდა ელას იმ სიმღერაზე, The Man I Love და გამახსენდა 12 წლის წინანდელი ამბავი. ახალი ჩასული ვიყავი ჰოლანდიაში და ჩემს გერმანელ დაქალთან, ნიკოლთან ერთად მივსეირნობდი ქუჩაში. მაშინაც შემოდგომა იყო, უკვე ბნელდებოდა. სახლისკენ მივდიოდით, როცა გვერდიდან the man I love-ის მელოდია მომესმა, ელასი არა, სხვა ინტერპრეტაციით. მივბრუნდი და მთლიანად ვიყიდე ხუთდისკიანი ალბომი Jazz for Special Moments. სახლამდე სულ ამ მელოდიას ვღიღინებდი, თან თითქოს ღრუბლებზე ვაბიჯებდი. ნიკოლი ხელკავით მომყვებოდა და ჩემს მეოცნებეობაზე ეღიმებოდა. მერე მითხრა, მაგ ალბომს თუ მათხოვებ, მამაჩემს მოვასმენინებ და თუ მოეწონება, ვუყიდიო.
უკვე ნამეტანი მომდის იმის თქმა, როგორ მიყვარს შემოდგომა, თავის ყველა გამოვლინებით. ამ დღეებში გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით ვსეირნობთ ადრე დაღამებულ პარკებში, ლამპიონების ყვითელ შუქზე.

თინი როგორ მომენატრე... მეც უსირცხვილოდ მაქვს მიტოვებული ბლოგიც, სხვა ამეებიც და ვინმეებიც... დომხალია ჩემს ყოველდღიურობაში და ფიქრებში, მე კიდევ სოციალურ ქსელებში იცი რა მადარდებს ძალიან ლამაზად რომ ჩანს ადამიანებიც ცხოვრება არადა რამდენი გაჭირვება იმალება უკან ვინ იცის, ენა კი უძვლოა...
ReplyDeleteმეც მენატრება ეგ სერიალი, ის დრო მენატრება რომ ვუყურებდი, ის განცდები, მაშინდელი ვერა მენატრება ხშირად...
სანდრა მალე გაიზარდა, შეიზლება მე მეჩვენება ეს ძალიან სისიწრაფე მაგრამ არა მგონია მარტო მე ვიყო, უკვე რამხელა გოგოა და აუცილებლად ნახავს ქუთაისს და აუცილებლად შეუვრადება მჯერა, გაბრიაძის მოთხრობებს იმ დროს უკითხავდით რავი, ხალხი ისე კვდება აზრზე არაა ვინაა და რა დაწერა, ქალაქის სიყვარული, შეგრძნებები, ემოციები ფურცლებზე გააცოცხლა...
შემოდგომის მზიანი დღეები განა როგორ არ უნდა გიყვარდეს მაგრამ თუ წვიმს და ნაცრისფერია ყველაფერი მკვდარი დავდივარ...
გკოცნი...
მეც მომენატრე, შენც, შენი ბლოგიც, შენი ამბებიც.
ReplyDeleteკიდევ უფრო დაჩქარდა ჩვენი რიტმი და არ გვაძლევს საშუალებას, სიღრმეებში გავყუჩდეთ! :)
აი, მაგ ნაცრისფერი დღეები უფრო წყნარია და მეტ სიმყუდროვეს შეიცავს. წვიმიანშიც მიყვარს ფუსფუსი, სამსახურში მოსვლისას ქოლგის დაკეცვა და თან ადგილ-ადგილ გარინდება... ცოტა დროს რომ მოპარავ საქმეებს, ან რამეს წაიკითხავ, ან მოუსმენ...
სანდრა ამ ორ თვეში ძალიან შეიცვალა, უკვე ტიკტიკებს და ყველაფერზე აძრომა უყვარს. ასევე უყვარს, როცა უყვები ამბებს, თუნდაც მისი ნაცნობი სიმღერის, ზღაპრის ან მულტფილმის შინაარსს. ისეთი სახით მისმენს და მიყურებს, ეს ყველაფრად მიღირს!
ერთი სული მაქვს მეც, მთელ ამ ამბებს როდის გავაცნობ, რაც შენ დაწერე. <3
შემოდგომაზე მეც განუსაზღვრელად ბევრი შემიძლია ვწერო, ისე მიყვარს და აღმაფრთოვანებს. ყველაზე ლამაზ სეზონად მიმაჩნია <3
ReplyDeleteსხვათაშორის, ამ დღეებში ვფიქრობდი სექსი დიდ ქალაქში მომენატრა და გადამეორების დრო მოვიდა :)
როგორ მიხარია შენი ახალი პოსტი, უკვე ორჯერ წავიკითხე!
<3 <3
DeleteSATC movie (1) ში როა კადრი: შემოდგომა და წვიმა, სქელი წითელი შარფი და კარის ჩაკეტვა.
შენი სოფლის სურათები!!!!
Sex and the City-დან შემოდგომაზე იცი რა მახსენდება? კერი ამბობს ერთ სერიაში: “There is a time of year in New York when, even before the first leaf falls, you can feel the seasons click. The air is crisp, the summer is gone. And for the first night in a long time, you need a blanket on your bed.” და კადრიც ჩანს, როგორ გამოიღებს პლედს კარადიდან. <3
Deleteშემოდგომაზე კიდევ შენი პოსტები მახსენდება სულ, თინა. რაღაცნაირია, ზუსტად ვგრძნობ როგორ გიყვარს შენც შემოდგომა :) <3
"შემოდგომაზე კიდევ შენი პოსტები მახსენდება სულ, თინა. რაღაცნაირია, ზუსტად ვგრძნობ როგორ გიყვარს შენც შემოდგომა :)" <3 darling !!!! <3 <3 <3
Deleteმეც ისე მიყვარს ეგ ეპიზოდი! what's shaking, kid? it's fall. i thought it was still indian summer. then i guess i should take off my moccasins. :)
ბოლოც მაგარია, სამანტა რომ ამბობს ბავშვზე: that's what the world needs. another man. :D
აუ, ვსიო, რივოჩი უნდა დავიწყო! (მგონი სერიალებში ყველაზე ბევრჯერ SATC მაქვს ნანახი, Friends-ის მერე)
Delete„გვიანი შემოდგომის დღე იდგა, ჩუმი, მკრთალი, ბევრჯერ გარეცხილ მიტკალს ჰგავდა.
ReplyDeleteნიავმა კურკანტელის ტოტს მესკიელა ჩიტი მოწყვიტა და ჩალის კარავში უკუღმა შეაფრინა. ჩალის ღეროდან თაგვმა თავი გამოყო, ამინდს ყური დაუგდო ულვაშით, წვიმა მოესმა და ისევ ღეროში ყოფნა არჩია. ხიდან პატარა კურკანტელი ჩამოვარდა, ზრდილობიანად.
წამოწვიმა კიდეც, გამოზომილად.
ქვა და ფოთოლი სისველემ ააპრიალა".
რეზო გაბრიაძის ეს ტექსტია ჩემთვის შემოდგომის ჰიმნი და სადიდებელი :)