Wednesday, January 9, 2013

(Super)natural

როცა ბიგ-ბენდების ჩანაწერებს ვუყურებ, აღფრთოვანებისგან სულ ცრემლი მომდის. ამის ცოტათი მრცხვენია კიდეც. კლასიკური მუსიკისგან ნაანდერძევი აკადემიზმი და სვინგის სიცელქე ერთად, მმმმმ.... ისეთი რამეა! როცა მუსიკოსები სოლოს შესრულებისას ფეხზე დგებიან, ეს მთლად მანადგურებს. ვუყურებ, როგორ აცვიათ, ერთიანად რომ პრიალებენ, როგორი დამოკიდებულებით უკრავენ, ჩვეულებრივი ადამიანები რომ არიან და თან რომ ზეადამიანურის, არაჩვეულებრივის შექმნაში მონაწილეობენ. წარმოვიდგენ ხოლმე ამ მუსიკოსების ოჯახის წევრებს, ცოლებს, დედებს, შვილებს, რადიომიმღებებთან ან ტელევიზორებთან. ალბათ, მათაც ერეოდათ ცრემლი,  სიამაყის და სიყვარულის.

6 comments:

  1. ვიზიარებ თქვენს გულაჩუყებას!

    ReplyDelete
    Replies
    1. :) :) :) შეაყვარე,რა, შენს შვილებს ჯაზი :) მითუმეტეს, ჯაზის ქალაქში ცხოვრობთ! :)

      Delete
  2. რამდენჯერ მიფიქრია ასეთი ადამიანების ოჯახის წევრებზე – არიან ამაყები? ერევათ ცრემლი სიხარულისგან? უწყობენ ხელს მუშაობაში და ა. შ.
    საოცარი გრძნობაა, როცა ხელოვნებას მაყურებელი/მსმენელი ცრემლამდე მიჰყავხარ...

    ReplyDelete
  3. ქეთი, როცა რომელიმე ადამიანის საქციელით არც ისე მოხიბლული ვარ, ვიხსენებ, რომ ის მის დედას და ა.შ. უყვარს. მერე სხვა მხრიდან ვხედავ ხოლმე იმ ადამიანს. :)))

    ReplyDelete