წელს სულ მზის ჩასვლებს ვიღებდი და მათ ფონზე პატარა კანოეებს.
სიტყვა serenity ასეთ საღამოებს ყველაზე კარგად აღწერდა.
ყოველ ზაფხულს მახსენდება სოფლის ღამეები და ჩემი შიში რაღაც უცნობი, სწრაფად მოძრავი არარეალური ცხოველებისადმი, რომლებიც, ჩემი მაშინდელი რწმენით, ღამით გამოდიოდნენ და ჩვენს ეზოში დაჰქროდნენ. ბებო ტუალეტის საქმეს "გარეგასვლას" ეძახდა. დაძინების წინ ბავშვებს გვეკითხებოდა, გარეგასვლა ხომ არ გინდათო. ღამის სიბნელე და გრილი ჰაერი ასეთ "გარეგასვლებთან" ასოცირდებოდა. ამ დროს სიგრილისგან და იმ იდუმალი ცხოველების შიშისგან მაჟრჟოლებდა, რომლებთანაც ბნელი სივრცე და რამდენიმე წუთი მყოფდა. ამ შიშს ერთი წილი ცნობისმოყვარეობაც ახლდა, რაც ძალიან მიმზიდველი იყო. დასვენების დროს ეს შეგრძნება ხშირად მიახლდებოდა და აქ დაწერაც ამიტომ მომინდა.
კიდევ ერთი ეპიზოდი იყო, რომელიც წინა ჩასვლაზე სიურპრიზად შევირგე: ბათუმის წყნარ ქუჩაზე მდებარე მუსიკალური მაღაზია, რომლის შესახებაც ლაშამ იცოდა და ფირფიტების ინტერესის გამო მოძებნა. ცხელი შუადღე იყო, ქუჩაზე აქა-იქ დადიოდნენ დამსვენებლები. მაღაზიაში ბრაზილიელი მომღერლების ფირფიტები ჰქონდათ. ზოგს აქციის სტიკერი ჰქონდა გამოყოლილი, ზოგს ვიღაცისადმი მიძღვნის ხელით მიწერილი ტექსტი. თითქოს ის არ მეყოფოდა, რომ მეოცე საუკუნის მუსიკა პლანეტის ამ ნაწილიდან ჩვენთან ფიზიკურად ჩამოიტანეს და უცნობი ადამიანების ცხოვრების პატარა ეპიზოდებიც მიაყოლეს. პოეზია, პერფორმანსი, ლირიზმი და მწველი განცდები იქვე დატრიალდა, გაიშალა და ჰაერში დადგა. წელს ეს მაღაზია ვერ მოვინახულეთ, თუმცა რაც მაშინ მოხდა და აქ გადმოვიტანე, დიდი რამაა.
აი, ზღვის ფსკერამდე ჩადიხარ და ამოგაქვს ხოლმე მარგალიტები, საუკეთესო მოგონებები რომ აქვთ შენახული. 💙💛💦
ReplyDeleteawwwww!!!
Delete