Wednesday, March 18, 2015

ლურჯი ქედი, ჩრდილოეთი კაროლინა


"ჩემი ცხოვრება სულაც არა ჰგავს პოეტისას, როგორადაც წარმომედგინა, როცა პირველად დავიწყე ლექსების წერა. ვცხოვრობ ერთ მაღალმთიან ქალაქში, სადაც არც ღია კაფეებია და არც ლიტერატურული ან საზოგადო ცხოვრება ჩქეფს. ვასწავლი სტუდენტებს, რომლებიც არა მგონია, ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი პოეზიით. მყავს მეუღლე, ისიც ლიტერატურას ასწავლის... მყავს 13 წლის ქალიშვილი, რომელმაც თავისი პირველი ლექსები ადრეულ ასაკში დაწერა, ახლა კი პოეზიაზე ფიქრიც არ უნდა. ჩემი ცხოვრება ჩემს ოჯახებს დასტრიალებს. ორივეს, აქ და სამხრეთ ჯორჯიაში, სადაც დავიბადე." 

ეს წინასიტყვაობა ბორენა ჯაჭვლიანმა ქეთრინ ბაიერის ლექსების მისეულ თარგმანებს დაურთო, რომლებიც ლიტერატურულ ჟურნალში დაბეჭდა; არ მახსოვს, რომელში და რომელ წელს. ლექსები მაშინ ბლოკნოტში გადავწერე და დღემდე ვინახავ. 

ცოტა ხნის წინ ქეთრინის ბლოგი ვიპოვე. Here, Where I am (აქ, სადაც ვარ) ასე ჰქვია. 
დღევანდელ პოსტში "კვანსაბა" ლექსებს გვაცნობს. როგორც ჩანს, აფრიკულ დღესასწაულს - კვანზეს  უკავშირდება. სტრიქონში შვიდი სიტყვა, ლექსში - შვიდი სტრიქონი. 


 March 18

Spring is almost here. I can smell
it in the wind. See my dog's 
nose twitch! He sniffs the valley air
and dreams the red fox we saw
last spring runs again along the ridge
where green gets ready to leaf out
and we get ready to sing praise!

წესების დაცვა ვცადე და აი, რა გამომივიდა:

გაზაფხული დადგა, თითქმის. ქარს უკვე მისი სურნელი 
დააქვს. ნახე, როგორ იჭმუხნის ცხვირს ჩემი ძაღლი!
ხეობის ცინცხალ ჰაერს ყნოსავს და თან ნატრობს,
იმ ჟღალმა მელამ, შარშან გაზაფხულზე რომ დავინახეთ,
ისევ გაირბინოს ქედზე. იქ სიმწვანე ძალას იკრებს
და ფოთლების გასაშლელად ემზადება. მოდი, ჩვენც გავივსოთ
ახალი სხივებით და ქების საგალობელი გავგზავნოთ ცაში!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  -

ჩემი ძველი ბლოკნოტიდან:






"და სამყაროც თავად იყო ჩემი სიმღერა
მე ვიზრდებოდი მარცვლის სხეულში
და ჩვენ ვმღეროდით." 
ჩვენ ყველას ერთი სიმღერა, ერთი სადიდებელი გვაქვს: ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, აქეთა ჯორჯიაში...რა კარგია, რომ ასეა.

გამორჩეულ პოეტს, ქეთის, ასე საჯაროდ ვთხოვ "კვანსაბა" ლექსი გვაჩუქოს. 

ქეთის ლოდინში ცოტას კიდევ გავივლი ქეთრინ ბაიერის ხორბლის ყანაში და ლურჯი ქედიდან* გადავიხედავ. 

*Blue Ridge, North Carolina. პოეტის საცხოვრებელი ადგილი.

5 comments:

  1. საინტერესოა, ქეთრინი თუ იცნობდა ძალიან მაგარ მუსიკოსს, მარკ ლინკუსს, რომელიც თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები (2010 წლამდე) ჰეისვილში (ჩრდ. კაროლინა) ცხოვრობდა. იგი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ტომ უეიტსი, ფიჯეი ჰარვი, „რედიოჰედი“, დევიდ ლინჩი (რომელიც რეჟისორიცაა) და სხვები. კაროლინაში ჰქონდა საკუთარი სტუდია Static King Studio, სადაც სტუმრობდნენ კიდეც სხვადასხვა მუსიკოსები... მის პროექტს Sparklehorse ერქვა. :)) https://www.youtube.com/watch?v=hdwguqi4ncw

    ReplyDelete
    Replies
    1. მიუ! :)
      როგორ მოუხდა ამ პოსტს!
      Sparklehorse იმ პერიოდს მაგონებს, ახალი გაცნობილი რომ მყავდი!
      მიუ! :)

      Delete
  2. გაზაფხულის სიმღერა!

    ReplyDelete
  3. თიკო, ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულიბ ყველა შენს ნააზრევს. აკადემიური, ენამახვილუირი, ორიგინალური და რაც ყველაზე მეტედ მომწონს, რეალისტურია ყველა. ასე გგონია შენც იქ ხარ სადღაც შორი-ახლოს ან კიდე უკეთესი, თავად მონაწილეობ ყველაფერში.
    გამაოგნებლად დეტალურად გახსოვს წარსულის წვრილმანებიც კი, რაც ძალიან ალამაზებს შენს ნაამბობს. მადლობა.

    ReplyDelete