Sunday, August 17, 2014

This Month's Instagram


ხედი საირმისა; იქ შემოდგომა იყო, ნაწვიმარი ტყე და ანას ამბები. ანა დამოუკიდებელი ახალგაზრდა ქალია, ისეთი პერიოდი აქვს, პროფესიის არჩევანზე რომ ფიქრობენ, ბრწყინვალე გონების პატრონი, შრომისმოყვარე, კარგად აღზრდილი, თან ბავშვურად საყვარელი და ლამაზი.
ხედი ჩვენი სასტუმროს აივნიდან. ჩვენი და კახას აივნებს პატარა ტიხარი ჰყოფდა. დილით ერთმანეთს შევძახებდით და საუზმეზე ჩავდიოდით.
ასე ღამდებოდა საირმეში. მთვარე ნელა, მაგრამ გაბედულად ამობრდღვიალდებოდა მთის წვერიდან. 
უძველესი ქალაქი - ვანი. ხედი ახვლედიანების გორიდან.
საუკუნოვანი მუხა ვანის მუზეუმის ეზოში. გიდმა რამდენიმე რკო გვაჩუქა. ვნახეთ უძველესი კოლხური კულტურის უიშვიათესი ნიმუშები. ნებისმიერ სხვა ქვეყანას რომ ასეთი სიმდიდრე ჰქონდეს, გააპიარებდა კი არა, ტვინს წაიღებდა. თავს მოაბეზრებდა მთელ მსოფლიოს. ვანის ნაქალაქარს ახლა რამდენიმე უცხოელი ტურისტი თუ აკითხავს. ჩვენი გიდი უერთგულესი ადამიანია, ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყვა, დამშვიდობებისას ლაშამ გვარი ჰკითხა და გაბუნია აღმოჩნდა.
სახელოვანი ვანის პამიდორი. წვიმაში გალუმპულები ერთ პატარა სასაუზმეში შევედით. ორ წამში, ძალიან ჩვეულებრივად მოგვართვეს უგემრიელესი რამეები, თან ისე, ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. გემო ყველისა, სალათის საკმაზებისა, მჭადისა და ხორციანი კერძისა. ფანჯრიდან წვიმა და ხედი ეკლესიისა.
რა უცნაურია, ხეები ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ. გალას ეზოში დგას საუკუნოვანი ცაცხვი, რომლიც ძირშიც დედებს თავიანთი პატარები გამოჰყავდათ, მერე კი იმართებოდა ლექსების კითხვა, სიმღერა და ცეკვა. ეს იასამნის ბუჩქი ზუსტად იმ ფანჯრის წინ დგას, რომელთანაც გალაკტიონს თავისი სამუშაო მაგიდა ედგა. გაღების თხოვნა ვერ გავბედე, თორემ ტოტები ოთახში შემოვიდოდა. "ქარი არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს."
ტაბიძეების ოდა. მისი წინაპრების, სასულიერო პირების გამოყოლილი მადლი, სამოთხის ფერები და ჰარმონია. გრილოდა, მერე სოფლის გზაზე წვიმამ მოგვისწრო. ვხედავდით მოვლილ, სუფთა ეზოებს, სიმინდის ყანებს, საზამთროს და ნესვის ნათესებს, მამები შვილებთან ერთად ურმით მოდიოდნენ ყანებიდან, გზაზე სწრაფად გადაგვირბინეს ბატებმა.
ზუსტად ის იყო: "ეზოში ჰყეფდა ბამბურა მურა, ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო, ვაზის ბარდებში სცურავდა სურა, შენც ბანცალებდი, ბურულო ცაო. ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას, ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა, ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას და აბლაბუდას კრებს ბობორიკა."
მისი სახლის ხის კედლებს ჩუმად ვეფერე ხელით. გიდის მომერიდა, თორემ ვილოცებდი კიდეც. არაჩვეულებრივი ქალი იყო, როგორც ყველა იქ დამხვდური, კეთილისმსურველი და თავისი საქმის მოყვარული, სტუმარზე თან გადამყოლი და ენთუზიაზმით მომუშავე, კოხტა და დახვეწილმანერებიანი.
სამოთხის გაგრძელება. ამ ხეივნის შემდეგ იწყება მეფის ჭალა. რიონის წყნარ ტალღებზე გალა და ტიციანი მთვარიან ღამეებში ნავით სეირნობდნენ. თან ჰქონდათ ხელადა ღვინო და პოეზია.  ის დღე, იმერეთში მოგზაურობის, იყო გვირგვინი ამ წლის შვებულების. კი, კი. 
the happy me


ქალი თინა კვარიათის სანაპიროზედ. ნეტა თბილისში ამდენი დრო მქონდეს კითხვისთვის. სანამ სულ არ დაბნელდებოდა, სრული სიამოვნებით ვკითხულობდი. ზღვის ნიავი წიგნის გვერდებს ფურცლავდა. სრული იდილია.

ჩვენი სასტუმროს ეზოში გაშენებული მანდარინის და ლიმონის ბაღი. როცა შუადღეზე ზღვიდან ვბრუნდებოდით, სიცხის ნაცვლად ეს ჩამობურული ბაღი უნდა გაგვევლო. blessing.

მზის ჩასვლა.

ლაშა სადილის მოლოდინში.

ჩემი ცნობისმოყვარე ქმარი აფიქსირებს სარფის თურქეთის მხარეს.

ერთი მეტიჩრული ფოტო გზიდან.

7 comments:

  1. აუ, რა კარგი ფოტოებია ^^

    ReplyDelete
  2. თიკო, რა საოცარი შვებულება გაგიტარებია! სასტიკად შესაშური :) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 ცოტაცა, ცოტაცა და ... :) :*

      Delete
  3. გუშინ მეჩქარებოდა და მოკლე კომენტარი დავწერე - იმის თქმაც მინდოდა, რომ საირმე მეც ძალიან მომეწონა, გაზაფხულზე ვიყავი. უბრალოდ საშინელი ნომერი შემხვდა, პირველ სართულზე და ჩემი ხედი ხეების ფესვები იყო, დილით კი სამზარეულოდან გამომავალი ხორციანი მაკარონის სურნელი მაღვიძებდა :)) მოკლედ, სასტუმრო არაფრად ვარგოდა, გარემო კი ულამაზესია.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხორციანი მაკარონი 'პაფლოტსკი' - კურორტის კლასიკური მენიუ :))))
      ტყის ჰაერი რა გემრიელი და მსუყეა, არა?
      რაც არ უნდა კომფორტი იყოს, ბოლოს მაინც ჩემი საწოლი და აბაზანა მენატრება :)))

      Delete
  4. oh Tin, saocari potoebia...sitkvebi ar makvs. carmovidgine rom mec ik vikavi, galaktionis saxlis xis kedlebs vexebodi, cxenebtan miaxloebas vcdilobdi, mindoda uket shemetvalierebina, magram tan meshinoda cotati :-) mere vanis pomidoric vigeme, tkis haeric chavisuntke, zgvisac...cignis purclebis shrialic momesma, mzis natelma sxivebmac momchra tvali. lashasac chavxede potoaparatshi, bolos da bolos mec mainteresebda rogor gamoikureba sarpis is mxare :-) mere shenc shegake, radgan saocrad momcons is sheni bolo poto- tmebit satvaliturt :-) madloba rom gagviziare, Nanuka

    ReplyDelete