Saturday, May 10, 2014

ფოტოამბები





ჩვენს ოფისს უკანა ეზოს მხრიდან სკოლა ესაზღვრება. იმ დღეს ფანჯრის მწმენდავების დანახვაზე ბავშვები ძალიან გახალისდნენ. პატარა გოგოები ღია ფანჯრებს მოაწყდნენ: "კაცი!" "კა-ცი!" "გამარჯობათ!" "როგორ ბრძანდებით?" "ჩვენი სკოლის ფანჯრებიც გაწმინდეთ, რა!" 



თამარა ბებო ყოველდღე პარკში სეირნობს. იქ ყველა გაიცნო და დაიმეგობრა. იმ დღეს მე და ლაშა მოულოდნელად დავადექით თავზე. გაუხარდა, გველაპარაკა, იწუწუნა, თავი მიბრუისო. მერე ბაღის კიდემდე გაგვაცილა... იქაურმა მოსეირნეებმა მისი მოყოლილიდან გვიცნეს და გამოგველაპარაკნენ.


შაბათ-კვირის ხეტიალების დროს დაფიქსირებული სილამაზეები...



დილით სამსახურში მოსულ თანამშრომლებს ფრანგული სიურპრიზი-საუზმე დახვდათ: არომატული ყავა და თბილ-თბილი შოკოლადიანი კრუასანები. მაგიდებთან დირექტორები იდგნენ და ყველა შემოსულს საუზმით უმასპინძლდებოდნენ. უცებ შეიქმნა ჟრიამული: ძალიან გახალისდნენ და ნეტა ყოველდღე ასე იყოსო, ამბობდნენ.

2 comments:

  1. - Call up Hyman and tell him I want it wall to wall with John Daniels.
    - Don't you mean Jack Daniels?
    - He may be Jack to you son, but when you've known him as long as I have... : )

    ReplyDelete