Thursday, January 2, 2014

Northern Landscape


ახლა ზუსტად ის დროა, არდადეგები რომ გვქონდა და უფროსები ჯადოსნურ ზღაპრებს გვიყვებოდნენ შორეულ მხარეებზე. ახლა მინდა, ლარისასავით თეთრი ღუნღულა შალი მეხუროს, ბევრს დავდიოდე სიცივისგან ცხვირგაწითლებული და ასეთ პეიზაჟს ვხედავდე. დიდხანს ვივლიდი და ვუყურებდი ეკლესიის გუმბათებს, ტყვიისფერ ცას, საავდრო ღრუბლებს, გაშიშვლებულ ტოტებს ქარში, ცაში აჭრილ ფრინველთა გუნდს, თეთრ კვამლს, მდინარის ტალღებს, სავაჭრო გემებს და ყვითელ ქუჩის ფანრებს. ასე მგონია, სიცივესაც არაფრად ჩავაგდებდი.  :) 

მადლობა ლაშას ვიდეოსთვის. 

კარგი ახალი წელი გვქონოდეს, ბევრი სილამაზე გვენახოს, გულში დღესასწაული გაგრძელებულიყოს! 

8 comments:

  1. koveltvis momconda chrdiloeti, tavis simkacrit da ferebit. es filmi karga xania, ar minaxavs, unda gavixseno. simgera ki maxsovda.

    ReplyDelete
  2. :) მართლა ლამაზია.

    ReplyDelete
  3. ცივი, მაგრამ ლამაზი პეიზაჟებია

    თიკო, გილოცავ და ბედნიერ წელს გისურვებთ შენ და ლაშას! :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ქეთი, შენთან ერთად! :)

      Delete
  4. თინი, საუკეთესო ახალი წლის დადგომას გისურვებ, მართლაც რომ თეთრი ღუნღულა შალის ამინდებია.

    ReplyDelete
    Replies
    1. შენთვისაც საუკეთესო წელი ყოფილიყოს, ირი! :* <3

      Delete
  5. ძალიან მიყვარხარ შენ მე <3
    სულ ბედნიერება, სიხარული, თავგადასავლები მინდა გისურვო. თამამად შემიძლია გითხრა, რომ ჩემი შენაძენი ხარ. ძვირფასი შენაძენი <3

    ReplyDelete
    Replies
    1. That's exactly how I feel about you, honey! <3 <3
      თბილი და საყვარელი რომ ხარ.

      Delete