Saturday, November 19, 2022

რა არის ჩემს გულში


სანდრა შაბათ დღეს განსაკუთრებით ელის. იცის, მაგრამ წინა დღით მაინც კითხულობს, ხვალ სად მივდივართო. შაბათობით ხელოვნების სტუდიაში შემეცნებითი გაკვეთილები აქვს. ამოუწურავ ფერად სამყაროსთან ზიარება სიხარულით და შთაგონებით ავსებს. კითხვაზე, რა უნდა გამოვიდეს, არტისტიო, მპასუხობს.

დღეს სტუდიაში სტუმრები დახვნენ.
 


როგორც შემდეგ გვიამბეს, ბავშვებმა მიიღეს დავალება, დაეხატათ, რა იყო მათ გულში.

ეს სანდრას ნამუშევარია. გულში ვარდისფრად ჩახატა ღიმილი, ყვავილი, წამწამები (განსაკუთრებით მოსწონს, როცა წამწამებზე ტუში მისვია და ყოველთვის აღნიშნავს. როგორც ჩანს, მისთვის ჩემი სიმბოლოა.) მერე კი ამ ყველაფერს იისფერი საბურველი შემოახვია.





ამის შემდეგ, ადვილი მისახვედრია, რა არის ჩემს გულში, რას გრძნობს დედა, რომლის შვილიც გულსა და გონებაში ასეთ ჰარმონიას ატარებს, დავალებას ასე იგებს და ასეთი სიმბოლოებით გადმოსცემს მისთვის ყველაზე ძვირფასს.



ლაითბოქსზე ქვიშით ხატვა






მუშაობა არტთერაპევტთან

2 comments:

  1. ქვიშაზე თითუნებით მთლად სასწაული ნახატი გამოუვიდა 💜 სერიოზული, ბედნიერია და მთლიანად ჩართული საქმიანობაში 🥰 შენს გულში ღელვაა და უსაზღვრო სიყვარული, თიკო. 💕

    ReplyDelete
    Replies
    1. როცა მივაკითხეთ, შემოგვეგება, ეგ ნახატიც მაჩვენა, შენ ხარო. მანდაც წამწამები მიუხატავს :)))

      Delete