Saturday, December 23, 2017

პაწაწინა იადონი და ვარდის კონა



აქამდე სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. მერე, ერთ დღეს გადაწყვიტა, ჩვენთან მოსულიყო და უსასრულო ბედიერება მოენიჭებინა. ეს 11 დეკემბერს მოხდა. 

როცა ვუმღერი, ხმა მიწყდება. ჩემს ცნობიერებას ისევ ახსოვს ის დრო, ყველა სიმღერას რომ მას ვუნახავდი და წარმოვიდგენდი, როგორ მომისმენდა. ალბათ, გამივლის.

ის დრო უჩვეულოდ მეჩვენება, როცა მუცელში მყავდა. უჩვეულოდ და ტკბილად. როგორც შესანახად მობარებულ დიდ განძს, ისე ვატარებდი და რომ ეთქვათ, მეტხანსაც მეყოლებოდა. უჩვეულო ისაა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი ისე ცხადად, როგორც ახლა და სხვაგვარად მიყვარდა.

ჩვენი საწოლი ოთახის ფანჯრიდან ქალაქის სკვერი ჩანს, სადღესასწაულო ნათურებით მორთული. ღამეები სანდრასავით მშვიდი და მყუდროა. ოთახში თბილა, დეკემბრის ღამეს საშობაო ნათურები ანათებენ. ჩემი გოგო მშვიდად სუნთქავს ჩემს გვერდით.

დღეს ალექსანდრას მამა რეზო გაბრიაძის მოთხრობებს უკითხავდა ძველ ქუთაისზე და შობის სასწაულებზე. თითქოს იმაზე დიდი სასწაული არსებობდეს, ვიდრე თვითონაა.

ნოემბერი. მოლოდინში.




10 comments:

  1. ბედნიერება პატარა სასწაულს ❤️❤️❤️ბევრი ლამაზი ახალი წელი მას ������ და ბევრი სიხარულის სიმღერა თქვენს ოჯახს

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ირი! ბედნიერი დღესასწაულები გქონოდეს!

      Delete
  2. თინა.... რა ლამაზი ხარ... რა პოსტი დადე.... �������� მე რა ვქნა, სუ ცრემლები მდის... სიტყვები არ მაქვს კიარა, არ მინდა ვთქვა.. ვერ ვამბობ.. იმდენად ბუნებრივია ეს სიყვარული, ეს ცხოვრება-რეალობა, შენ და ლაშამ რომ შექმენით. ესაა ბედნიერება და მართლა მადლობერი ვარ ღვთის, რომ არც თუ შორიდან ვუყურებ და ვტკბები ამ ყველაზე რეალური ზღაპრით. ����

    ReplyDelete
  3. გენაცვალე შენ! გილოცავ ამ დიდ ბედნიერებას! ვიცი, რომ ხარ ამის ღირსი ნამდვილად უფრო მეტად ვიდრე ბევრი სხვა. შენი შვილი ნამდვილად იქნება სხვანაირი სიხარულის, სიყვარულის და სინათლის მატარებელი ამქვეყნად, ისევე, როგორც შენ. მიყვარხარ, ღმერთს მადლობას ვწირავ შენდამი ასეთი საჩუქრის მოძღვნისთვის. იხარეთ და იბედნიერეთ თქვენს ტკბილ ბუდეში. ჩემი მოლოცვა გადაეცი შენს პატარა ბეღურას ამ ცივ ზამთარში რომ შემოგეყუჟა ფრთისქვეშ, დარწმუნებული ვარ, გაიგებს. გკოცნით ბევრს !!! <3 <3 <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ვიკითხე და ვიტირე <3

      Delete
  4. რა მაგარია, თინა, გილოცავ, გილოცავ! ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს პაწაწინა გოგოს <3


    პ.ს მელიების ნახატი რა საყვარლობაა <3

    ReplyDelete
  5. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ <3

    ReplyDelete