ადრე დედამ წიგნი მაჩუქა რემბრანდტზე, გამოჩენილი ადამიანების სერიიდან. იქ ეწერა, ტყვიისფერ ცას ხატავდაო. ალბათ ასეთი იყო.
წლების წინ ვბრაზდებოდი, როცა ზღვაზე დასვენების დროს წვიმა შეგვესწრებოდა. ნანუკამ მითხრა, ასეთი ამინდიც შეგიყვარდებაო. მართალი იყო.
ჩვენი სასტუმროს აივნიდან ვუყურებდით მთაზე აღმართულ დიდ ჯვარს. ვცხოვრობდით იქ, სადაც პირველ საუკუნეში პირველად იქადაგეს ქრისტიანობა. ვინც იქადაგა, იმის სახელობის ქუჩაზე. What more can you ask for?
ლაშა დანანებით ამბობს, უკრაინული ენა ძალიან ახლოსაა ძველსლავურთან და გაცილებით ლამაზად ჟღერს, ვიდრე რუსული, უბრალოდ ნაკლებად გავრცელებულიაო. Прощай, мій ангелок.ამ სიტყვებს ვიმეორებდით უკანა გზაზე. კონცერტი გვიან დაიწყო, მაგრამ ლოდინად ღირდა. ჩვენი და უკრაინის ამბების შემდეგ მათი მოსმენა ძალიან ემოციური იყო.
ჩვენს სასტუმროში პატარა ბიჭი იყო, მათე; ცისფერთვალა, ქერა, ხვეული თმით. რესტორანში დედამისს ხელჩაკიდებული შემოჰყავდა. ხელს ვუქნევდი, მერე ისიც ამიწევდა თავის პატარა ხელს. დედასთვის უთქვამს, ერთი გოგო მიცინისო.
ზაფხულის სეზონი მთლიანად მივუძღვენი ამერიკულ ლიტერატურას. არ მბეზრდება, ვიკითხო პერსონაჟების თვითანალიზზე, იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პატიების და ბოდიშის მოხდის უნარს, პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობის სწავლას... და კიდევ დეტალები; დეტალების ესთეტიკა.
Bleu aqua - ასე ჰქვია ჩემს ახალ ლაქს, მარტო ნამზეურს რომ უხდება.
აგი იყოს იმიზა, სამასხრო რომაა.
ამ დღეს ბევრი ვისეირნეთ ჩვენს პრომენადაზე. ვამბობდით, რომ კარგი იქნება ზამთარში ჩამოსვლა, რომელიმე ნაცრისფერ და ქარიან დღეს. აჭედილი ბუნგალოების და ცარიელი სანაპიროს ნახვა.
დასვენების შემდეგ მგონია, რომ ზაფხულიც უნდა დამთავრდეს. კიდევ დღეების აღქმა აღარ მაქვს. რადგან მე ვისვენებ, ვეღარ ვხვდები, სხვა ამ დროს რას აკეთებს, კვირის დღეა თუ უქმე. სანამ ვინმეს დავურეკავ, ვფიქრობ, ახლა რა დროა და წესით რას უნდა აკეთებდეს.
უკან რომ მოვდიოდით, მანქანაში ხარაგაულელი ბაბუების სიმღერას ვუსმენდით. ამ სიმღერაზე ანი და გიუნა მახსენდებოდა და კიდევ ფრანები, ნაპირზე რომ აფრიალებდნენ.
როგორ მიყვარს შენი ჩეხოვისეული, ლაკონური და ამავდროულად ბევრისმთქმელი მონათხრობი. მეც მიყვარს აჭარა ძალიან. განსაკუთრებული სიხასხასე, რბილი და ალერსიანი ჰავა, იქაური, განსაკუთრებული კილო-კავი, გზა ვიდრე აჭარამდე და უკან, ზღვა, რომელიც ადამიანივით მიყვარს და ყოველი შეხვედრისას ვესალმები და განშორებისას ვემშვიდობები. ასაკში, წვიმაც შემიყვარდა მართლა და ასე მგონია ერთგვარი ამისუნთქვაც კია ყოველდღიურობიდან. მოკლეთ, დიდი მადლობა ამ წუთებისთვის შენ. ასე მგონია ვიმოგზაურე ახლიდან.
"ამ დღეს ბევრი ვისეირნეთ ჩვენს პრომენადაზე. ვამბობდით, რომ კარგი იქნება ზამთარში ჩამოსვლა, რომელიმე ნაცრისფერ და ქარიან დღეს. აჭედილი ბუნგალოების და ცარიელი სანაპიროს ნახვა." aq ukve pikia momlodine mkitxvelistvis... xelebs rom gulze shemoichdob da momentalur sulier komports abudeb gulshi. daglili,.. mainc guliani gmertebi-shen da lasha...arc daezarebat da zamtarshi martla gadmoxadaven sayvarel adgilebs...
<3 <3 <3 იმ ბაბუებზე კიდევ სიუჟეტი ვნახე, როგორ მღერიან ჭონას, აღდგომის ღამეს, იმ სილამაზეში. ჯერ მოგუდულად იწყებენ, რომ მასპინძელი არ გააღვიძონ. რა ხალხია და რა გარემო! მერე მასპინძელი გამოდის და კალათში ძღვენს უწყობს. იცი რა მიყვარს - კერამიკის დოქში როა დაცვარული ღვინო და დოქს თავზე რომ ახურავს დახვეული სიმინდის ნაქუჩალა :*
შენ შემოგევლე!!! რამდენ რამეს ატევ ხოლმე სულ უბრალო სიტყვებში.. My special.. BEYOND special :-*
ReplyDeleteright back at you!!!! :*
Deleteროგორ მიყვარს შენი ჩეხოვისეული, ლაკონური და ამავდროულად ბევრისმთქმელი მონათხრობი.
ReplyDeleteმეც მიყვარს აჭარა ძალიან. განსაკუთრებული სიხასხასე, რბილი და ალერსიანი ჰავა, იქაური, განსაკუთრებული კილო-კავი, გზა ვიდრე აჭარამდე და უკან, ზღვა, რომელიც ადამიანივით მიყვარს და ყოველი შეხვედრისას ვესალმები და განშორებისას ვემშვიდობები. ასაკში, წვიმაც შემიყვარდა მართლა და ასე მგონია ერთგვარი ამისუნთქვაც კია ყოველდღიურობიდან.
მოკლეთ, დიდი მადლობა ამ წუთებისთვის შენ. ასე მგონია ვიმოგზაურე ახლიდან.
love you! :*
Delete"ამ დღეს ბევრი ვისეირნეთ ჩვენს პრომენადაზე. ვამბობდით, რომ კარგი იქნება ზამთარში ჩამოსვლა, რომელიმე ნაცრისფერ და ქარიან დღეს. აჭედილი ბუნგალოების და ცარიელი სანაპიროს ნახვა." aq ukve pikia momlodine mkitxvelistvis... xelebs rom gulze shemoichdob da momentalur sulier komports abudeb gulshi. daglili,.. mainc guliani gmertebi-shen da lasha...arc daezarebat da zamtarshi martla gadmoxadaven sayvarel adgilebs...
ReplyDelete:* ახალი ოცნება გამიჩნდა, ჩემო ელენე... დილით ეზოში გამოსვლა და ლიმონის და მანდარინის ხეების შემოფეთება :) და მათი სურნელის შესუნთქვა.
Deleteვგიჟდები მე ამ გოგოზე <3
ReplyDelete<3 <3 <3
Deleteიმ ბაბუებზე კიდევ სიუჟეტი ვნახე, როგორ მღერიან ჭონას, აღდგომის ღამეს, იმ სილამაზეში. ჯერ მოგუდულად იწყებენ, რომ მასპინძელი არ გააღვიძონ. რა ხალხია და რა გარემო! მერე მასპინძელი გამოდის და კალათში ძღვენს უწყობს. იცი რა მიყვარს - კერამიკის დოქში როა დაცვარული ღვინო და დოქს თავზე რომ ახურავს დახვეული სიმინდის ნაქუჩალა :*