- ე.წ. kitten heels, მოკლე და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი (იხ. Шапокляк)
- ბუზის, ხოჭოს ან სხვა მწერის ფორმის ბროში;
- ძალიან გრძელი ფრჩხილები;
- ზამთრის თეთრი ჩექმა, ხელოვნური თეთრი ბეწვი;
- სტილეტოები წინ დიდი პლატფორმით და მაღალი, წვრილი ქუსლით (იხ. ამსტერდამის და პარიზის სექსშოფები);
- თვლებით გაწყობილი ამერიკული სტილის კეპი;
- ნებისმიერი ტანსაცმელი, ან ქუდი, ფრთაგაშლილი ფრინველის ან ფრთიანი სამეფო გვირგვინის გამოსახულებით;
- უფერო გლოსით ალაპლაპებული ტუჩები;
- რწმენა, რომ ყავისფერი რუჟი, მუქკონტურიანი პომადა და შეუღებავი თვალები მაკიაჟია;
- და რომ გრძელი და შუაზე გადაყოფილი "ჩოლკა" და დანარჩენი თმა - უკან აწეული, ვარცხნილობაა (საუკეთესოა ზედა პუნქტთან კომბინაციაში);
- მინი, დეკოლტე და უგრძესი თმა ერთად (იხ. სამხრეთამერიკული სერიალები და პუნქტი მეხუთე)
- ლეოპარდის პრინტიანი ლიფი გამჭვირვალე ბლუზის ქვეშ;
- ლეგგინგზები მოკლე სვიტრზე ან ქურთუკზე; (oh-la-la! camel toe.)
- "ვიქტორიას სიქრეთის" სტილის რბილი შარვალი, გავაზე წარწერით "angel", შარვლის ტოტები ჩატანებული UGG-ებში (pfff, so cliche!), ხელში ბირკინის ჩანთა, to-go ყავა და ტელეფონი; თმა უწესრიგოდ შეკრული, დასიებული თვალების დასაფარად - დიდი სათვალე;
- ყველაფერთან შეხამებული ბალერინა ფლეტები, ნაივური ელემენტებით (წვრილი ყვავილები, ბანტები);
Tuesday, December 10, 2013
სტილის "ო, არა!" Fashion Faux Pas That Bug Me
ჩემი "ო, არა!" ჩამონათვალით, რასაკვირველია, არ გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, რომლებსაც საკუთარი სტილის ძიებაში რომელიმე კომპონენტი მოუსინჯავთ, მოსწონებიათ და უტარებიათ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
თინი :)))) კარგად გამაცინე :)))) სულ ვფიქრობ ხოლმე как додумались это купить :)))))
ReplyDeleteshenebic miamate sias :)))
Deletecavikitxe da bolos tvalcin Britney Spears damidga :D
ReplyDelete:)))) exactly
Deleteერთხელ აგარაკზე წავედი, პირველ ფოტოზე რომ გაქვს, ეგეთი მეცვა ფეხზე და თურმე ცივა იქ და არ გამაფრთხილეს. ამოვიცვი წინდები, რა მექნა და ამ პოსტს რომ შევხედე, ჩემი თავი გამახსენდა :)))
ReplyDelete:))))))))))) რა საყვარელი ხარ!
ReplyDeleteეგ ფოტო ჟანრის კლასიკაა და იმიტომ დავდე, უფრო კაცებს ეხება... და თუ რომელი ეროვნების კაცებს, ამას აქ არ დავწერ. და თუ რატომ არ დავწერ, ..... :)))))))
ამას დავუმატებდი ჩემს "ჰელოუ კიტის" გოგოებს, ასე ვეძახი, დადიან ხშირად აქ: ან ძალიან შავი თმით, ან ძალიან ყვითელი, სულ "იაფფასიანი" ვარდისფერი რაღაცები აცვიათ, ვარდისფერი ჩანთა, თმაშიც ერთი–ორი ღერი ვარდისფერი ურევიათ და მოკლედ, არ ვიცი, თუ ხვდები როგორ გოგოებს ვგულისხმობ და სულ მგონია, ჭუჭყიანები არიან და ხელებს არ იბანენ. პარანოიკი ვარ, გეუბნები, არ ვიცი, რატომ და სულ ასე მგონია "ჰელოუ კიტის" გოგოებზე და კიდევ აი შენს სურათზე ვიწროჯინსიან და ქონებამოშვებულებზეც :/ ბლაჰ :დ
ReplyDeleteსულ პირველ ფოტოზე, ნასკი და სალაშქრო სანდალი, აბსოლუტური ნორმაა ბოდიალისას :დ
ReplyDeleteმაშინ, ო, არა კი არა ო, დიახ ყოფილა :)))
Delete