საყვარელო ადამიანებო!
გილოცავთ ახალ წელს!
ვისურვოთ, რომ მთელი წელი ისეთი იყოს, როგორიც სადღესასწაულო დღეებია. ვიყოთ გახვეული შუქების ციმციმში, სითბოსა და სინათლეში, გემრიელ სურნელებში, გვესმოდეს უდარდელი კისკისი. ყველაფერი ახლოს და იოლად გვქონდეს: ნაძვისხის სათამაშოებს, ძველ სიმღერებს და ფილმებს ჩვენი ბავშვობა მოჰქონდეს, ღვინის მდიდარ გემოს - ყველა ახლობლის გვერდით ყოლის და მათი კარგად ყოფნის სურვილი, ზამთრის ცივ ჰაერს - ახალი ენერგია, სიმრთელე და ძალა. ვიყოთ კიდევ უფრო მომთმენნი, ვიდრე შარშან და ღმერთს და წმინდანებს ბედნიერი ახლო და შორი მომავალი ვთხოვოთ.
განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ: ანი, სანდრო და ვერიკო.
გილოცავთ! შესანიშნავი სურვილებია <3
ReplyDeleteმეც გილოცავ, როდე!
Deleteჰოდა, აგვიხდება! :)
თინა, ბედნიერ და ძალიან საინტერესო 2020-ს გისურვებ! <3 და უფრო მეტ პოსტს ამ ბლოგზე :)<3
ReplyDeleteმადლობა, ნატალია! <3 ვეცდები!
Deleteშენც ბევრი ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილება ამ წელს!
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete