ჯენის იენი (Janis Ian) ლაშას აღმოჩენილი მომღერალია, ვუდსტოკის და ბოჰო სტილის დროინდელი. რამდენიმე დღე მის ერთ სიმღერას ვუსმენდი - 'ჯესის' (Jesse). ყველაზე მეტად ამ სიტყვებმა ამაღელვა: "კიბეზე შუქს ვტოვებ. არ მეშინია, რადგან შენ გელოდები. სახლში დაბრუნდი." მგონია, რომ ხშირად უნდა გაგვახსენდეს ეს შუქი, თუ ვერ დავინახავთ, უნდა გვახსოვდეს მაინც. ხანდახან ვიღაცას ჩვენს აბურდულ მოლოდინებზე და გულგატეხილობაზე მეტად ვუყვარვართ. სპარსულ პოეზიაში ხშირად მხვდება სინათლე გაპიროვნებული სახით. სოჰრაბ სეფეჰრიმ დამახვედრა თავისი "სველი შუქურა". "ხილვის სარკმელი გამოღებულიყო და ის, როგორც ნიავი, შიგნით იჭრებოდა." (თარგმანი გიორგი ლობჟანიძის)
პოეტი ჩივის, შუქურა ნაპირის გვერდით გამავალ გზას დაადგაო. ამ სიტყვებმა ერთი იდილიური სურათი გამახსენა, სოხუმის ომამდელი; სიცხე რომ შემაწუხებელი არ იყო და ვერანდაზე ჩართული იაპონური მაგნიტოფონიდან მთელ ქუჩაზე ისმოდა Phil Collins-ის Another Day in Paradise. მერე იქაური კაცები დიდხანს დარაჯობდნენ მიტოვებულ სანაპიროს. შუქურა ისევ ანათებდა და ხედავდნენ, როგორ წვიმდა ღამით, შავად, შავ ზღვაში.
ნეტში სოჰრაბ სეფეჰრის რამდენიმე ნახატი ვიპოვე და აქ ვინახავ.
პოეტი ჩივის, შუქურა ნაპირის გვერდით გამავალ გზას დაადგაო. ამ სიტყვებმა ერთი იდილიური სურათი გამახსენა, სოხუმის ომამდელი; სიცხე რომ შემაწუხებელი არ იყო და ვერანდაზე ჩართული იაპონური მაგნიტოფონიდან მთელ ქუჩაზე ისმოდა Phil Collins-ის Another Day in Paradise. მერე იქაური კაცები დიდხანს დარაჯობდნენ მიტოვებულ სანაპიროს. შუქურა ისევ ანათებდა და ხედავდნენ, როგორ წვიმდა ღამით, შავად, შავ ზღვაში.
ნეტში სოჰრაბ სეფეჰრის რამდენიმე ნახატი ვიპოვე და აქ ვინახავ.
სოხუმის გახსენება რა სასიამოვნო იყო თინი...
ReplyDeleteმართლაც, უფრო ვუყვარვათ ვიდრე გვგონია, ეს დიდი შუქია, ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი იმ ადამიანების სახით, ვისი გახსენებაც გულებს გვინათებს.
რა კარგი სიტყვებია " არ მეშინია, რადგან შენ გელოდები. სახლში დაბრუნდი"
ახლა მეშინია, ცოტა მეშინია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, რომ სახლში ბრუნდებიან, მაშინ არ უნდა მეშინოდეს :)
ძალიან საინტერესო ჩანახატებია და კიდე , ამ სიმღერას მეც მოვუსმენ :)
ReplyDeleteჩვენს ცხოვრებაში ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ დავდივართ ხოლმე თითქოს სიბნელეში და ამ დროს ყოველთვის არის ვიღაც, ერთი ან მეტი, ვისაც ჩვენთვის შუქი აქვს დატოვებული კიბის თავზე. <3 <3
ReplyDeleteბავშვობაში ერთმა ქალმა დამლოცა ,,მზით გაძეხი შვილოო"!
ReplyDeleteპატარა ვიყავი და ვერ მივხვდი რამხელა სიბრძნე იყო ამ ლოცვაში.
ახლა ვხვდები.დამნდობი და არა სასტიკი მზე, რომლითაც არ ვიცი რამდენხანს უნდა იცოცხლო, რომ გაძღე, სინათლე შენს სულში და გარეთ, სურნელი, რომელიც მეხსიერებაში ღრმად მიძინებულ მოგონებებს გიცოცხლებს, მელოდია, რომელიც შენთვის უძვირფასეს ადამიანს გაგონებს იმიტომ, რომ მას გავს, კიდე რამდენი რამე, რაც შენს გულში სხვის გულებს ატარებს.
ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ხვდები, რომ სახლში ხარ და არ უნდა გეშინოდეს და რომ შენი გულიც ისევე ცოცხლობს სხვის გულში, რაღაც მელოდია შენ გგავს, კონკრეტული სურნელი ვიღაცას შენს თავს აგონებს და კიბის თავშიც ვიღაც შენთვის აუცილებლად დატოვებს სინათლეს!
მადლობა თიკო, რომ კიდევ ერთხელ შემახსენე ეს ყველაფერი. მიყვარხარ!
რა კარგად დაულოციხარ და აგიხდა კიდეც <3 ბევრი გქონოდეს და გყოლოდეს მზე(ები). ერთი გზაშია... ხო ? :)
Delete<3 <3
კი, გზაშია და მე მას კიბის თავში სინათლეს დავახვედრებ!
ReplyDeleteამ პოსტზე გული დავდე თითქოს, ისე, როგორც ბნელ სანაპიროზე თავისი თვალები დატოვეს იმ კაცებმა სანთლად,მეხსიების იმედად დაგროვილ და გაღებულ სითბოდ. ეს არაჩვეულებრივი ნახატებიც ჯიუტად სიკეთის მქადაგებლებივით გამოგვცქერიან... სიმყუდროვე, სიძველე და ახლის მოლოდინი ერთად ჩანს.
ReplyDeleteElen <3
Delete