Tuesday, November 24, 2015

გიორგობა. ქართლი.

"შარავანდედია ჩანგების
თუ დიადემაა განგების"

ზვიად გამსახურდია
"ქვაბთახევის ელეგია"

ასეთი დაგვხვდა ქვათახევის მონასტერი. სიჩუმისგან ყურებში ხმაური გვედგა.


ასეთ გზებზე ვიარეთ. შემოდგომაში. კვამლის სუნში. გზაზე ცხენიანი კაცი შეგვხვდა. სახლის წინ ჩამომჯდარი ბებოები. მე რეზო ინანიშვილის ქალები მახსენდებოდა. შაბათ-კვირას ავტობუსს ჩამოყოლილი შვილები დედებთან, კარტოფილის ჩაყრის დროს და გაბრიაძის მესკიელა ჩიტი წვიმიან დღეს.


"შემოდგომის ჩალისღერები" და ხელგაწვდილი ბელადი :)))



როცა ამ ტაფობს ჩრდილი უვლიდა, ჩვენ ერთ ტკბილ ოჯახში ღვინოს შევექცეოდით, აგუგუნებულ ბუხართან, თან მათ მოყოლილ ამბებს ვატანდით.

8 comments:

  1. როგორი მშობლიურია ჩემთვის ეგ ოღრო-ჩოღრო გზა, ხე და ბუჩქი.
    მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფესვები მანდედან არ მოდის, მაინც უზომოდ მიყვარს ეგ მხარე.
    ქვათახევის მონასტერი, რომელიც ჩემს ბავშვობაში არ იყო მოქმედი და არც ასე მოვლილ გალამაზებული. ის რაღაცნაირი, ლანშაფტური კონტრასტი, რომელსაც ქვათახევამდე აწყდები. ყავისფერი, კლდოვანი სერები და უეცარი სიმწვანე ამ თითქოსდა ხრიოკ სივრცეში. ოაზისი. გაშლილი სივრცის დაუსრულებელი შეგრძნება, გამჭირველე ჰაერი, ტოროლების ხმა და მოთიბული ბალახის სურნელი. ყველაფერი ეს მაბრუნებს ბავშობაში. ალბათ ამიტომაც, სხვისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება მომწონდეს ეს გადახრიოკებული გზა, ქვათახევამდე.
    მადლობა თიკო, რომ დამაბრუნე იქ სადაც ასე ძალიან მიყვარს ყოფნა.

    ReplyDelete
    Replies
    1. თამუნიკო! ჰო, მეც დავმუნჯდი ამ გზაზე. ზოგან ბალახებში ჩუმად ზუზუნებდნენ მწერები. კარგი დღე იყო. <3

      Delete
  2. რაღაც-რაღაცები დაუმატებიათ ტაძრის ირგვლივ, ეს ხიდი არ მახსოვს.
    ბავშვობაში მანდ ერთი ბერი იყო, იმან მოგვიყვა ქვათახევის ისტორია, რაღაცნაირი უცნაური ხმა ქონდა, სახელი აღარ მახსოვს.

    ReplyDelete
    Replies
    1. კარგი მოგონება გქონია.
      მე პირველად ვიყავი. :)

      Delete
  3. "სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო" ნაწილობრივ სულ მეუცნაურებოდა :) და მსუბუქად "ვაპროტესტებდი" :) და შენც ყოველთვის შემოგაქვს საკუთარი, დასრულებული (ლამაზი თითების წყალობითაც) ევროპული ტონები და სიმყუდროვე და აუცილებლად იმერული სითბო და სიტკბო.

    ReplyDelete
    Replies
    1. ელენე :* :* იმერეთი სულ ჩემთანაა.

      Delete
  4. თინი ვისიამოვნე ამ ფოტოებითი, ამ ემოციებით. მადლობა მათი გაზიარებისთვის .

    ReplyDelete
    Replies
    1. :) მადლობა შენ, ასე რომ მიიღე. :*

      Delete