დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები,
იფერფლება ხელნაწერი, ნუ ჩამიქრები…
და იქაც, შიგნით, სულში…თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…"
ამ სრულიად ჯადოსნურ სიტყვებს კითხულობდა თავისი თბილი და უშუალო მანერით. წლებს არ შეუცვლია, ისევ ისეთი ღიმილი აქვს. მისი ყველა მოძრაობა მადლიერებას გამოხატავდა. დასავლეთევროპელის თავმდაბლობა და და მორიდება ჰქონდა.
ლიტერატურის მუზეუმის დარბაზში, მუქი ფარდებით სადად გაწყობილ სცენაზე იდგა, ზუსტად პოეტის შესაფერ გარემოში. იქ არც კომფორტული სავარძლები იდგა, არც ტორშერი და თანამედროვე განათება, არც გათბობა და ახალი რემონტის სუნი... პირიქით, ყველაფერი თითქოს სპეციალურად იყო წლების მერე შეუცვლელი და ხელშეუხებელი, შეხვედრის შინაარსის მხარდასაჭერად.
"გურიის მთები" ისეთი ემოციით წაიკითხა, მომერიდა და სახეზე ვერ ვუყურებდი. თავი ლაშას მხარზე მედო და მარტო ხმას ვუსმენდი.