ეს ფოტოები 2008 წლის სექტემბერში, კუნძულ ტექსელზე გადავიღე. იქაურმა მეგობრებმა ქართველი მეომრების სასაფლაოზე წამიყვანეს. მაშინდელი აგვისტოს კოშმარი ახალი დასრულებული იყო. იმ პერიოდში მუშაობა არ შემეძლო, ბანკიდან ადრე გამოვდიოდი, ქუჩაში უაზროდ დავდიოდი და ხმამაღლა ვღრიალებდი. დილით თვალს გავახელდი თუ არა, ყველაფერი მახსენდებოდა, ჩვენი უმწეობა ჭკუიდან მშლიდა და ისევ ტირილს ვიწყებდი. მაშინდელი ჰოლანდიური პრესა სავსე იყო სტატიებით საქართველოზე. ბანკის კოლეგები გვერდით დამიდგნენ: ფსიქოლოგთან ვიზიტი დამინიშნეს. ქუჩაში არავინ მეკითხებოდა, რაზე ვტიროდი: ჩემს პრივატულობას უფრთხილდებოდნენ. პატივს იმით მცემდნენ, რომ არ მიყურებდნენ და უხერხულში არ მაგდებდნენ. ქართულ საიტებზე ვკითხულობდი ერთსა და იმავე ნიუსებს. ჩემი ჟურნალისტი მეგობარი - ეკა მიგზავნიდა დაჭრილ ჯარისკაცებთან გადაღებულ ფოტოებს...
ტექსელის სასაფლაოზე ჩვენი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გამოვიტირე. ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ მაშინაც გვხოცავდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს და ახლაც... ჩვენს უბედურებას ყველაზე მეტად ის ამშვენებს, რომ სულ ფეხებზე ვკიდივართ ბებერ ევროპას და ახალგაზრდა ამერიკას. მგონი, უკვე იციან, საქართველოს და უკრაინის შემდეგ მორიგი მსხვერპლი ვინ იქნება.
როდემდე გვძიძგნიან? Is there redemption for us? Definitely or maybe?
წარწერა: "ქართველთა სასაფლაო" |
წარწერა: "კორნელია ბოონ-ფერბერგს მისი ქართველი ვაჟებისგან." ამ ქალბატონმა ამბოხებული ჯარისკაცები შეიფარა, გადამალა და სიკვდილს გადაარჩინა. |
ჩვენებს ტექსელზე ეკლესიის აშენება უნდოდათ, მაგრამ ჰოლანდიის მთავრობამ არ მისცა უფლება. უნდა მოეტყუებინათ, მეჩეთი შენდებაო და მაშინ არათუ ლიცენზიას მისცემდნენ, თვითონ მოზელდნენ ცემენტს. ფილმი კი გადაიღეს, 2010 წელს, "ყაზბეგელი მფრინავი".
მოკლე ინფო ვიკიდან:
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი იყო და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და “ქართული ლეგიონის” რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა. აჯანყება 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო ქართველი ჯარისკაცების თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
guli shemekumsha...tvalebi damisivda...mec imave gadavitane mashin.verc gamovtkvam sitkvit am tkivils.is mudmivad aris chemshi,gulishi samudamod daisadgura da albat arasdros gakreba. pativs mivageb dagupul gmirebs...madloba ugrmesi am postistvis Tin, Nanuka
ReplyDeleteარ ვიცი, ნანუკა, სულ გადარჩენის პრობლემა როგორ უნდა გვქონდეს :( kiss
ReplyDelete