Tuesday, December 16, 2014

"პარიზი. ელვა. აკადემიკოს დიშელს."

ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ასე ზეპირად როგორ გახსოვს ფილმების ტექსტებიო. ამჯერად უცხოურ ფილმებს თავს დავანებებ და რამდენიმე ქართულ საყვარელ ფრაზას გავიხსენებ. რაც არ უნდა ხდებოდეს, ამ ფრაზებზე სულ გიჟივით მეცინება...

- ჩვენ გავგუდეთ, თუ? (ერთაოზი, "შერეკილები")

- ამოიღე ხმა, კანონი გელაპარაკება! (ხუტა ციხე)

- არ მოკლა, ბიძია, მაი, კაი ქათამია! (ერთაოზი)

- უთხარი, გამიშვას!
კარანტინია ჩვენთან, კარანტინი! (კასტილიანი კაცი)

- პარიზი. ელვა. აკადემიკოს დიშელს. ძვირფასო მასწავლებელო და კოლეგავ! ფრენოლოგებმა განაცხადეს, რომ ხვალ გაფრინდებიან. იდეის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს შოკს! მზადყოფნაშია თქვენი საშხაპო აპარატურა, ბროწეულის წვენის ოყნები და აბი გლუკოზა. მუდამ თქვენი იდეების ერთგული, ნოშრევან კუჭუხიდზევი.



- ეგ ცხოვრება ეგრეა. ვივლით, ვივლით და გადავივლით. კარგის მეტი რა შეგვრჩება. (თამადა, "სიყვარული ყველას უნდა")

- გამოსასვლელი კოსტუმი,
ჟილეტიც თავის ფერი,
გინდა სტუმრად, გინდ ქორწილში
მოწონება ელის. (ყვენწაშვილი მაყვალა)




- რა არის სიზმარი, რა ქვეყანაა? საიდან მოდის და სად მიდის? ("ადამიანთა სევდა")

- თუ უნერგავთ ბალღებს ჩვენი გვარის მორჩილებას?
  კი, ვუნერგავთ.



- აფთარი განთქმულია ცხოველთა სამყაროში თავისი გაიძვერობით. (პიპინიას მოსწავლე, "არაჩვეულებრივი გამოფენა")

- ცოცხალი კაცის ძეგლი ვის გაუგია! (აგული)
  ხომ მოკვდება, როცა იქნება! (პიპინია)

ამ მატარებლით აგული ერისთავი მიდის ომში.
- თქვენ ბოდლერის სულის ქალიშვილი ბრძანდებით. თქვენი ბუნება ახლოსაა ექსტრავაგანტული ფრანგის პოეზიის სულთან. ("გასეირნება თბილისში")


- მშვიდობით, ჩემო შვილო, აწ მოღალატევ, მამის მკვლელო ეკა! (იპოლიტე, "მხიარული რომანი")

- სად შენ და სად - მე. მშვიდობით სამუდამოდ! (იპოლიტეს შეთხზული წერილი)

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში ვარ! (ღინტუ, "რეკორდი")

- კოჩიას ჩვენება ნათელს მოჰფენს ჩვენს საქმეს. (ხუტა წულეისკირი)

- ეს როგორ გაბედა დურუ მათხოვარმა, რომ შვილიშვილი გამილახა? სად ჰყავს თეოფილე გაბუნიას დურუს გასალახი შვილიშვილები? ცხვირით მიწას ვათხრევინებ მაგ მაწანწალას! (თეოფილე გაბუნია)

- მიდიხარ, ხომ? გიბარებს, ხომ, ძეგვეს ვაჟი, რომან თურქია? ემზადები, ხომ? წამოგყვე, გინდა? მე და მამამისი ძეგვე ერთად ვიპარავდით ცხენებს. ნამდვილი ვაჟკაცი იყო! (მოხუცი კაცი)

- "ნოიეს დოიჩლანდი" გაქვთ? (ნიკო, "არასერიოზული კაცი")

- დღეს ჩვენ სადილად გვექნება ნაზავი ცომის ღვეზელი ხორცით. (ნიკო კითხულობს რეცეპტების წიგნს)

- დღეს ჩვენი ფისუნიას დაბადების დღეა. (ნიკო მოხუც ქალს)

- მოვდიოდი ქუჩაში ჩემთვის, პატარა, საწყალი. არ მახსოვს, თქვენ, თუ თქვენმა ამხანაგებმა ... გადამიარეთ. (ნიკო უცნობ კაცს)

- ზინა დეიდას გამარჯობა! (ნიკო მაღაზიაში)

- თითო სადღეგრძელო ხომ უნდა დავლიო ყველა ოჯახში? ტემპი ხომ კლებულობს? (პაჭუ ბაბუხადია, "კუჩხი ბედინერი")

- გუდ მორნინგ, მაი ფაზერ!
რაო, რა თქვი, შვილო?
- ჩაო!
ჩაის მოგცემ მე შენ! ("ჩარირამა")

- ის ანა რაღაცნაირი ცოცხალი ბოვში იყო და ეს საწყალი ლენჩია, ლენჩი.  (მასწავლებელი, "იმერული ესკიზები")

- ა, ოლია, იქნება ჭადი გესიამოვნოს.
კი, კი. (ბებია და ოლია მათხოვარი)

- მიბაძეთ გოგიტა კვერნაძეს. ("საბუდარელი ჭაბუკი")

ასე ალბათ უსასრულოდ შეიძლება ჩვენი მდიდარი კინოარქივიდან ფრაზების ამოკრება. თქვენი საყვარელი ფრაზები აქვე მიამატეთ!

10 comments:

  1. თინი ,იცი, როგორ მამოგზაურე საოცარ სამყაროში, ეს ბავშვობის გახსენებაც იყო, სიყვარულიც, ქართული კინოს მიმართ, შუდარებელი სახეებისა და კადრების გახსენება , ჩემი გამორჩეულად საყვარელი კინოებია:
    ,, არაჩვეულებრივი გამოფენა ", ,, შერეკილები"; ,,მონანიება" მართლაც და ,, რა საჭიროა გზა , რომელიც ტაძართ არ მიგვიყვანს"
    ,, სამოთხის გვრიტები" , ,,რეკორდი " ,
    ახლა კი, იმედია გამოსწორდება ქართული კინო, გაგრძელდება ფთიანი ფრაზების ამოკრება ფილმებიდან, გამოჩნდება სამახსოვრო და სახასიათო სახეები, გვყავს კიდეც ასეთები , მაგრამ ფილმებით უფრო პოპულარულები გახდებიან , რასაც გინებით და უწმაწური სიტყვებით ნამდვილად ვერ შეძლებენ.

    ReplyDelete
  2. დავეთანხმები ირინას და მეც ვიმოგზაურე შენი პოსტით იმ საოცარ "ქვეყანაში" რასაც ქართული კინო ინდუტსრია ქვია. ვგიჟდები იპოლიტე ხვიჩიას ფილმებზე, "ფეოლა", "მხიარული რომანი" და მრ. სხვა :) "შერეკილები", "იმერული ესკიზები", ვგიჟდები რაჭველებზე გადაღებულ ფილმებზე, ერთი ციტატა გამახსენდა, როცა სოფელშჲ გააზავნიან "იცით თუ არა ამა და ამ ქალის მისამართი" და ისინი რომ მოიწრებიან "ვიცით" :) მოკლედ, ქართული ფილმები მართლაც საოცარია და განუმეორებელი :) იმედია დღევანდელი გადაღებული ფილმებიც იტყვიან თავიანთ სათქმელს, მიხარია ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" გლობუსის ნომინატად, რომ დასახელდა :)

    ReplyDelete
  3. ირი, რა კარგია, მიხარია! :) ეს სიტყვები და საერთოდ, მთელი სცენა უკვდავია. ქუჩა, ვერიკოს ფიგურა, როგორ აცვია, როგორ მიირხევა, მუსიკა... რა ზუსტად თქვი, ჩემზეც ისე ცუდად მოქმედებს ეკრანიდან გინების მოსმენა. მოწამლულის შეგრძნება მაქვს მაგ დროს.

    ხატია, როგორ გამაცინე! :) გამახსენდა ეს ეპიზოდი. ძაღლზეა კიდევ სასაცილო. მოკვდა ძაღლუკაო და ისინი რომ პანიკაში ჩავარდებიან. :) "გრძელი ნათელი დღეებიც" ძალიან მომეწონა ბოლო პერიოდის ფილმებიდან. მეც იმედი მაქვს, გავა წლები და ახალი ლეგენდები გაჩნდებიან.



    ReplyDelete
  4. "მე პირადად მარხვა უნდა შევინახო. ასე 1-2 თვე ან წელი. გააჩნია საქმე როგორ წავა" :) - "არასერიოზული კაცი"

    ReplyDelete
  5. ყველა მიყვარს და ვისიამოვნე გახსენებით.
    აი, ამ ფილმის სახელი არ ვიცოდი - 'გასეირნება თბილისში', ადრე მაქვს ნანახი და ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მაგარი უცნაური ფილმი კია :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. xo :) kaleidoskopivitaa gaketebuli :))) mand erti epizodia kidev sasacilo, operis momgeralze.

      Delete
  6. Защищаися несчастный Немцович... (Пипиния) :))

    ReplyDelete
    Replies
    1. კიდე ეს მომწონს: გლაშა, გახედე ერთი რას წკნავის პერი! :)

      Delete
  7. :DDDD uh, kargi iko

    ReplyDelete