Sunday, November 6, 2016

შემოდგომის დღე

შემოდგომის ამ დღეს გვიან გაღვიძებულები სახლიდანაც გვიან გავედით, თუმცა, მაინც მოვასწარით: ორი ერთმანეთზე საინტერესო გამოფენის ნახვა, სადილი საყვარელ კაფეში, ყავა ნელ მზეში და შემდეგ ბუნებაში დიდხანს სეირნობა.

მე და შემოდგომა ლაშას თვალით:




                                       "პოემას უვრცესს დაერქმევა ალვა და სურო"


"სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა,
მოვიდა ნელი ქარვის ფერები.
მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა
გაყვითლებული ალვის ღერები.
სულში სიმშვიდე არის ისეთი,
თითქო დროებით ართმევს დროებას,
ამ შემოდგომის სიმაისეთი
მოცემულ სითბოს და მყუდროებას."
 "დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს"


"მე მომაქვს, მე მომაქვს ყვითელი სანთლები,
ყვითელი ვარდების ლივლივი ელვარე"



"ჩამავალ მზის ფერადების მორევს
იგი ცეცხლი შორით უამბორებს!"




"ეს უბადლო საღამოა მთაში,
მართლა ცეცხლი რომ დაინთოს, მაშინ?"



ლაშა ჩემი თვალით:

აბრაგი ლაშა გაბუნია :)


სად გადავსახლდეთ ისეთ მხარეში, სულ რომ შემოდგომა იყოს? :)

"მაგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი,
სიყვითლე, ნება ხეთა კვდომისა,
მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,
დღე იყო ისევ შემოდგომისა."

10 comments:

  1. თქვენი ფერადი სული
    ნაზი, ლამაზი გრძნობა..
    ძველ არისტოკრატული
    ხელკავი, ნავარდობა.
    ევროპა-იმერული
    ტრადიციების ხმობა,
    გალასთვის დანთებული
    ოქროს სანთლებზე თბობა.

    ReplyDelete
    Replies
    1. მდაბლად თავს გიხრი, პოეტო! :*
      <3 <3
      ეს რა იყო!!! გაგიჟებული ვარ.

      Delete
  2. რა ლამაზი ხარ თინი საყვარელი კაცის ნამზერიდან,
    ფოტო ალბომი გამოგივიდათ შემოდგომასავით ელვარე,
    ზედ კიდევ შენ ცეცხლად წაუკიდე ლექსის სტრიქონები
    წითელი ჩანთა კი დასვი მრავალწერტილად...

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერიკო! <3 <3
      მე კიდე შენი ფოთლებიანი ფოტოები მომეწონა დღეს!
      პ.ს. ჩანთა ერთ-ერთი მანიაა ჩემი, მგონი, შენც გიყვარს, ასე მახსოვს. :)

      Delete
  3. კურთხეული იყოს ჯერ ხომ თქვენი დასი,

    მერე ვინც იცოდეს, ქვეყნად თქვენი ფასი!

    <3

    ReplyDelete
  4. ძალიან ლამაზია , შემოდგომის ფერთა გამა...
    და ულამაზესი გოგო ფოტოებზე <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ოჰოჰო :)))
      მადლობა, ირი! :*

      Delete
  5. ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენე თიკო. ულამაზესი ფოტოებია და კიდევ უფრო ლამაზი - განწყობაა შენს ლექსებში. რაღაც სრულიად არაკონკრეტული და არამატერიალური წამოტივტივდა წარსულიდან შემოდგომის თბილი ნიავივით და გაათბო სული. მადლობა საყვარელო <3

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგია, უზომოდ მიხარია! :* <3

      Delete