Friday, October 21, 2016

მგონი, ისევ მესმის

"ვარსკვლავების გამჭვირვალე შუქში, მგონი, ისევ ვხედავ მას, 
 ღამის ნიავში გრძელი ვუალით მიდის."

Want to add a little magic to your daily life?  როგორი სტანდარტული სარეკლამო ფრაზაა. 

ეს მეჯიქ მართლა სულ ახლოს გვაქვს, ხელის გაწვდენაზე.  ვერ ვპოულობ სიტყვებს იმ განცდის გადმოსაცემად, რომელსაც ხელოვნებასთან მორიგი სიახლოვე მანიჭებს.  მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ  როცა გინდა, კარს  გააღებ და უკვე იქ ხარ. 

ასეთმა  piece-ებმა თვითონ იციან, როდის მოვიდნენ ჩვენთან. ეს piece  იმ უთვლადის, მუდმივის ერთი ნაჭრის გამოსახატად იდეალური სიტყვაა.  თქვენც ინებეთ ეს ნაჭერი!

ლაშას გადაცემა არიის, ოპერის და შემსრულებლების შესახებ ინფორმაციით:


"ო, ჯადოსნურო ღამევ,
ღვთაებრივო აღტაცებავ,
ძვირფასო მოგონებავ, გიჟურო ეიფორიავ და ტკბილო ოცნებავ!"

კრიტიკოსები წერენ, რომ ბოლო ორი ფრაზა ბენიამინო ჯილიმ მიამატა, "ღვთაებრივი აღტაცების" გასახანგრძლივებლად. სხვა მომღერლებმაც სიხარულით დაამატეს თავიანთ ვერსიებში.

ამ ნაჭერს თან გატანთ შემოდგომაში. 

8 comments:

  1. რა კარგად შემოგვთავაზე თინი, ძალიან სასიამოვნო იყო მოსასმენად, წასაკითხად! ისე უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს ლაშას ეს გადაცემები, სრული, ინფორმაციული, ძალიან საინტერესოებია.

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგია, მიხარია! :* <3

      Delete
  2. tinas da lashas mudmivad, mteli saukune sheudzliat gascen udzvirfasesi, yvelaze sasurveli nachrebi, magla, lamaz adgilebshi napovni mravalferovani samyarodan. madloba gmerts martlac Tinatin da madloba shen!

    ReplyDelete
    Replies
    1. შენთვის სულ გვექნება, ძვირფასო! <3 :*

      Delete
  3. ესე იგი, ჯერ ხომ უაზროდ გიჟი კვირა დღე მქონდა და აღმა–დაღმა დავქროდი, მერე ხმას ვერ ვიღებდი ყელის ტკივილისაგან (შენ ჯვარი გეწეროს ყველაფერ ცუდისგან, როგორც ჩვენთან იტყვიან თინი)
    " ღამის ნიავში გრძელი ვუალით მიდის" – ლაშას როგორი ხმა აქვს, თან ძალიან მამაკაცური და თან ძალიან რითმული, რას კითხულობს ტექსტებს, ეს გადაცემა რა მაგარი იქნებოდა მხოლოდ რადიოსთვის რომ არ იყოს გამიზნული...
    ჩავწექი გუშინ საღამოს საწოლში, ჩავირთე ჩემს ყურებში ეს ფრანგული სიტყვების სიტკბოება (2:33) და დიდხანს ვისმენდი, ვფიქრობდი... ათას რამეზე ვფიქრობდი, მათ შორის იმაზეც, როგორ შემახვედრებს ღმერთი შენს თავს სადმე ქუჩაში, დაუგეგმავ დაუბარებლად :) რა მაგარი იქნებოდა არა?!
    ხანდახან მინდა უბრაოდ ვინმე მყავდეს ვინც იმას კი არ მომწერს როგორ ვარ, როგორ მიდის ჩემი რემონტის საქმეები, როგორ არის სკოლასა და სამსახურში საქმე, როგორ სჭირდება დედაჩემის თაფლის ტორტის რეცეპტი და ა.შ. არამედ ასე უბრალოდ მოიწერება ან მოუსმინე, ან წაიკითხე ან უყურე, შენც შეიგრძენი, შენც განიცადე... და ამ ზემოთხსენებულ ცხოვრების პრაქტიკულობასა და ყურადღებიანობას ისე ჩაატევს ამაში თავადაც რომ ვერ მიხვდება... რა უცნაური სურვილია არა?!
    ერთმა ძალიან, ძალიან ახლობელმა მეორეს უთხრა ჩემზე პრაქტიკული გოგო არააო :( დღემდე ვერ ვხვდები რა იგულისხმა, მეც მასავით ვამზადებ და ვაკეთებ, ვაცხობ და ვაუთავებ, ვალაგებ და ამ ყველაფერთან ერთად სახლში ჯდომის ნაცვლად ვმუშაობ კვირაში იმაზე მეტს ვიდრე წესია, უბრაოდ მე მარტო დარჩენა მიყვარს ხოლმე ჩემს თავთან, რაღაც განცდების ამოლაგება და გამზეურება, იმ პატარ–პატარა "მეჯიქ–ების" ძიება, ასეთი მელოდიებისა და რომელიღაც წიგნიდან ამოფრენილი ტექსტების გახსენება... ეტყობა ამ ყველაფერს თან რომ ჩემს ჩანაწერებში ვამზეურებ არაპრაქტიკულობაც ესაა...
    ჰოდა წარმოიდგინე როგორ ცრემლებამდე სითბო ვიგრძენი შენი მესიჯის მიღების შემდეგ...

    ReplyDelete
  4. ცოტა წუწუნი გამომივიდა, მაგრამ არ შეიმჩნიო :)

    ReplyDelete
  5. იცი, ისე ახლოსაა ჩვენი აზრები, განცდები და ძიებები ერთმანეთთან, რომ სულ მგონია, ჩემი ასაკის ხარ, ჩემთან ერთად გაიზარდე იმ ლამაზ ქალაქში და ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. ამიტომაც მინდება ხოლმე, შენ გაგიზიარო თუ რამე ლამაზს წავაწყდები. ზუსტად ვიცი, რომ იმას დაინახავ იმ რაღაცაში, რაც მე დავინახე და რის გამოც მომეწონა. ზუსტად ვიცი, იმას გაგახსენებს, რასაც მე მახსენებს და ასე უსასრულოდ. ხომ დიდი საჩუქარია ეს დღევანდელ დროში?

    მეც დიდი იმედი მაქვს, რომ როცა იქნება, შევხვდებით <3 <3

    კარგი მომენტი გამოყავი, მეც ასე ვარ: შეიძლება, ადამიანზე, რომელიც ახლობლად მიმაჩნია (სულიერ ახლობლად) არ ვიცოდე ბიოგრაფიული ფაქტები, არ ვიცოდე ჩვეულებრივი რამეები, რასაც ადამიანი პირველად იკითხავს, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცოდე, რას ეძებს, სულიერი თვალი რაზე აქვს ახელილი და შინაგანი სამყარო როგორი აქვს. რაა მისთვის მნიშვნელოვანი: ხულიეტა და კარმენ მაურა, ალბერტო იგლესიასის მუსიკა თუ "ლუდოვიკოს სპალნა და "სტენკა" :))))

    ვინც შენ "შეგაფასა" ზეპირად ეცოდინება "სტენკები", ასე რომ სათვალავში ჩასაგდებადაც არ ღირს. პირიქით, შენ აქაც მყარად ხარ და "მეჯიქის" სამყაროშიც. ამას ბევრი მოახერხებს? ;)

    ლაშაზე რაც თქვი, ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა! ადრე ტელევიზიაშიც მუშაობდა, თუმცა, თვითონ რადიო უფრო უყვარს.

    <3 <3 კარგი კვირა შენ! მეჯიქებიანი!

    ReplyDelete
    Replies
    1. მე და ლაშასაც დაგვერია გრიპობა, ზუსტად ყელის ტკივილით რომ იწყება, ჯერ მე და ახლა ლაშას :( :( სადაა ტკბილი და ჩაშაქრული შემოდგომა? სადაა მზეი ? ზამთარი მოვიდა ვირუსებით.

      Delete