Monday, September 26, 2016

Chovendo Na Roseira




- Chovendo Na Roseira  "აწვიმს ვარდის  ბუჩქსბოლო პერიოდის აღმოჩენაა. ელის რეჟინა მღერის ტომ ჟობიმის სიმღერას. ალბომსაც "Elis and Tom"  ჰქვიაისე თავისუფლად, სწორი აქცენტებით და ზუსტად მღერის, გეგონება, რომ ეს წუთია, სტუდიაში შემოვიდა და  ნოტის ფურცელი მისცეს. ისიც დადგა და გადმოსცა ის, რაც პირველად იგრძნომსუბუქი ვალსია, საკმაოდ რთული გადასვლებით და არაპროგნოზირებადი მელოდიის ხაზითროცა პირველად მოვისმინე და ტექსტის თარგმანი მოვიძიე, ვიფიქრე, რომ წვიმა ვარდის ბუჩქზე ძალიან კარგი პოეტური სახეავარდის ბუჩქი  თავის ფერით და სურნელებით და ახალი, სუფთა წვიმის წვეთები, სილამაზის გასაორკეცებლად. მელოდიაში მაჟორული და მინორული ტაქტები ერთმანეთს ენაცვლება და ზუსტად ხატავს პეიზაჟს: ვარდისფერ ყვავილის ფურცლებს და  ნაცრისფერ ცას. ამ დროს ტომ ჟობიმი კეთილი დირიჟორია, სილამაზის მეხოტბე, რომელიც  წვიმის რიტმს აყოლებს  სიტყვებს: ეს ლუიზას, ეს პაულინიოს, ეს ჟოაოს, ეს არავისვარდის ფურცლები ქარს მიაქვს. თან მიჰყვება ჩემი ფიქრები წმინდა სიყვარულზე. წვიმა ასველებს ვარდის ბუჩქს, ასველებს სამყაროს, ავსებს მდინარეებს, აკრიალებს ცას...  რბილი წვიმაა, პორტუგალიური სიტყვასავით (chuva).



- იტალიაში სხვა ტრადიციებს შორის შემორჩენილია .. "აროტინოს", (l'arrotino) ანუ დანების მლესავის ჩვეულება. დილაობით ეზოებში ჩამოივლის ხოლმე  ველო, ან ზუზუნა ფურგონი, რომლიდანაც რუპორით გაჰყვირიან:  "მოვიდა დანების მლესავი. ქალებო! მოვიდა დანების მლესავი და ქოლგების შემკეთებელი. ვლესავთ დანებს, მაკრატლებს, აბრეშუმის საჭრელ მაკრატლებს, პროშუტოს დასაჭრელ დანებსშევაკეთებთ ქოლგებსგაზქურებს. გვაქვს გაზქურის ყველა სათადარიგო ნაწილი. თუ გაზი აპარებს, თუ სამზარეულო გაკვამლულია, ჩვენ შევაკეთებთვმუშაობთ სწრაფად."  ერთი სიტყვაც რომ არ გესმოდეს, ხმის ტონი  სუფთა სამხრეთულია, ჩვენი საყვარელი ნეორეალიზმის პერიოდის ფილმებიდან: ფამილარული და ოდნავ ზედაპირული, გადაჭარბებისადმი ტოლერანტული, ისეთი, საერთო ხარხარი რომ უნდა მოჰყვესუსმენ და ელოდები, როდის მიაძახებს ვინმე: შე ასეთო და ისეთო, კვირაა, მაცალე ძილიარ ძინავთ დიასახლისებს. მათ სამზარეულოებში ყველაფერი ძველია, მაგრამ ტკბილი, ემოციურად მიმჯაჭველი. წინსაფარი ოჯახის რომელიმე უფროსი ქალის შეკერილია. თმას აღარ იღებავენ: შავგრემან სახეზე ჭაღარა უხდებათ. ყოველდღე იმ  ძველ სამზარეულოში, ათასჯერ ნახეხ ტაფებსა და ქვაბებში ნაირ-ნაირებს ამზადებენ, სურვილით, მოუღლელად. მათთან მისულ აროტინოს ნივრის სუნი დახვდება: კერძის მომზადებისას ერთ კბილ ნიორს ტაფაზე  ჯერ დააგდებენ, შემდეგ მალევე უკან იღებენ, არომატი კი რჩება.


- სტუდენტობის დროს საქალაქთაშორისო მატარებლით ვმგზავრობდი. შუა შემოდგომა იყო. მთელი დღე ფეხით ნაწანწალები თბილად ვიჯექი. გარეთ უკვე ბნელოდა. მატარებელს ამსტერდამიდან ჩემს ქალაქამდე  ორსაათნახევარი  მაინც სჭირდებოდა, ამიტომ უნივერსიტეტის წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. ჩემს პირდაპირ სავარძელზე აზიელი ქალი იჯდა. ცოტათი ჩემზე უფროსი იქნებოდა. გოგენის ნახატებივით მრგვალი თვალები და მბზინავი შავი თმა ჰქონდა. გამიღიმა და მანიშნა, გადმოჯექიო. მთელი ყუთი მარწყვი ჰქონდა. ცალკე გადმომიღო და გამეცნო, ტაილანდელი ვარო. პატარა, კოხტა ტანის იყო, მოკლე სახელი ერქვა - მელ. როცა გაიგო სტუდენტი ვიყავი, მითხრა, აქაც წიგნი რად გინდა, ჯობია, ვილაპარაკოთო. ბავშვობაზე მოყოლა რომ დაიწყო, ვაგონში ყავა ჩამოატარეს. ორივესთვის გამოართვა. ბავშვობა გაჭირვებაში გაეტარებინა. განათებულ ვაგონში, უცხო და საყვარლად მოტიკტიკე ქალის გვერდით იოლად წარმოვიდგინე გაცრეცილი აგურისფერი სახლები, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული. პატარა მელს ფეხსაცმელი არ ჰქონია. ერთხელ ღამით კინოში მიდიოდა. მეზობლის კართან დაწყობილი ფოსტლები დაინახა, უცებ ჩაიცვა და კინოში გაიქცა. ბილეთების რიგში დასცინოდნენ: ფოსტლები ძალიან დიდი ჰქონდა. მეორე დღეს მამამ მეზობელთან მიიყვანა, ბოდიში მოახდევინა და ფეხსაცმელი დააბრუნებინა. ახლა ამსტერდამში ცხოვრობდა, სტილისტის საქმე შეესწავლა და სალონში მუშაობდა. ამბობდა, სალონის მეპატრონე ძალიან კარგი კაცია, როცა სადმე წასვლა მინდა, ყოველთვის მიშვებსო. თავის საქმროსთან მიდიოდა, მშობლების სახლში. ამსტერდამში კერძი მოემზადებინა და თბილად, ტილოში გახვეული ჭურჭლით მიჰქონდა მათთან. ტაილანდში თავის ოჯახის წევრებს დიდი სახლი შეუძინა და კარგად აცხოვრებდა. როცა იქ ჩავდივარ, ყველას დიზაინერების ტანსაცმელს ვჩუქნიო. ტელეფონი ჩამაწერინა: როცა ამსტერდამში იქნები, შევხვდეთო. თმა გამაშლევინა, ასე უფრო გიხდებაო; ოღონდ მშრალი თმა გაქვს და ნიღბები მიაშველეო. ჩემს სალონში მოდი, ბევრნაირი მაქვს და შეგარჩევინებო. ხელისგულზე მიმკითხავა, მოკლედ მიმოიხილა ჩემი სიცოცხლის ხაზი. მინდოდა, მაგრამ სულელური მორიდების გამო იქ ცხოვრების დროს ერთხელაც არ დამირეკავს მისთვის.

მატარებლის ფანჯარაში არეკლილი გამოსახულება. ლუანას ფოტო. 2008. 

- მოსწავლეობის დროს შეგნებული მქონდა, რომ ჩემი პასუხისმგებლობებისგან არავინ გამათავისუფლებდა, არც შეუსრულებლობას მაპატიებდა. რაც მევალებოდა, მომწონდა თუ არა, უნდა მეკეთებინა. ამის ფონზე სხვისი ცხოვრება იოლი მეჩვენებოდა. ადრეც ვწერდი, როგორ ვერ ვიტანდი მუსიკის გაკვეთილებს. სკოლიდან მოსული უცებ ვისადილებდი და მუსიკაზე გავრბოდი. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი გულშემოყრილი, ის დღეები ყველაზე მძიმე და ცუდი მეჩვენებოდა, როცა მუსიკაზე უნდა წავსულიყავი. გაჩერებიდან მთელი კორპუსი კარგად ჩანდა. ფანჯრებიდან ხმები გამოდიოდა: ბაბინებიანი მაგნიტოფონის, ფირსაკრავის, ტელევიზორის. ჩემი რუსი მეზობლები უსმენდნენ ვიქტორ ცოის, წვავდნენ ძეხვს, კედლებზე პლაკატები ჰქონდათ გაკრული. მე სრულფასოვანი, ჯანსაღი სადილი მქონდა მირთმეული და კლასიკური მუსიკის გაკვეთილზე მივდიოდი. ჩემი მეზობლები კიტჩურ ინტერიერში ძეხვს შეექცეოდნენ 80-იანების პოპის ფონზე. მაინც მათი ყოფა მიმაჩნდა კარგად, რადგან მოვალეობებისგან თავისუფალი მეგონა.

- ერთხელ ჩემმა რუსულის მასწავლებელმა იხმარა ტერმინი дешевый шик. სიამოვნებით ვაკვირდები ხოლმე ევროპის ქალაქებში თინეიჯერ გოგოებს. მეტროში, ქუჩაში, სერიოზულად, მიზანმიმართულად მოძრაობენ. ოდნავ უხეში გამომეტყველება მათი "უსაფრთხოების ბადეა". ხაზგასმული თავდაჯერებულობით დადიან და სადღაც შორს იყურებიან, ირგვლივ არასოდეს, თითქოს მუდმივად "თავისი წილი" რესურსების მისაღებად მიდიან, ინფორმაციის, ჩასაცმელის, გასართობის. მათი ბიუჯეტის შესაფერისი, ახალგაზრდული ბრენდების ტანსაცმელი აცვიათ და ტრენდული აქსესუარები უკეთიათ. მათი ჩაცმულობა სტანდარტულია: გამოხატული პრინტებით, ვარსკვლავებით, ჩონჩხის თავებით, ნეონით და იაპონური პოპკულტურის ელემენტებით. შექმნილია სკოლის კიბეებზე წამოსაწოლად, ფასტ ფუდის ლაქების ასატანად, მეტროს ვაგონში იატაკზე ჩასაჯდომად და რაც მთავარია, იაფფასიანთან ერთად თავისებურად მიმზიდველია. ასე ჩაცმული ახალგაზრდები, ერთიანობაში აღქმული, ძალიან მიზიდავენ, ალბათ იმ ახალი ენერგიის გამო, რაც მათშია და იმ უსასრულო მომავლის გამო, რომელიც წინ აქვთ.

- როცა დედას ბაღიდან მოვყავდი, ალვის ხეების ხეივანი უნდა გაგვევლო. არ მახსოვს, ვარდის ბუჩქები იყო თუ არა, ალბათ იყო, ბაღის ეზოში და ხშირად სველდებოდა წვიმაში. მე სველ ასფალტზე მიკრულ ყვითელ ალვის ფოთლებს ვუყურებდი უსასრულოდ. სუნიც მათი იდგა, სველი ფოთლების. მინდოდა, ეს ჩანაწერი სილამაზისთვის მიმეძღვნა. მაშინდელივით, ახლაც მარტო სილამაზეს შევხედავ.


12 comments:

  1. თინა <3 ყველა ჩანაწერი რა კარგი იყო. განსაკუთრებით მაინც იტალიური, მელი და შენი მუსიკის გაკვეთილების მომეწონა :)

    ReplyDelete
  2. MARIKA

    Only 2 things I want to say right now:
    1.The world is full of beautiful things like U.
    &
    2.I feel beautiful after reading.

    <3

    ReplyDelete
    Replies
    1. 1. you ARE beautiful!
      2. we have beautiful friendship
      <3 <3

      Delete
  3. ვგიჯდები დეტალებზე, რომლებითაც ყოველთვის სავსეა შენი მონათხრობი. ისე აღწერ, რომ მეც იქ მგონია თავი სადაც შენ ხარ. მწერალი ხარ და უნა სერიოზულად მოკიდო ხელი ამ სფეროს.
    წარმატებებს გისურვებ ჩემო თიკო!

    ReplyDelete
  4. თინა, შენი სიფაქიზე, სინატიფე , დახვეწილი გემოვნება ყოველ წინადადებაში იკითხება და ისე ლამაზად შეგიძლია წერა რო სულ გინდა იკითხო და იკითხო.

    ReplyDelete
  5. სულ როგორი ემოციურია შენი ნაწერები, აწმყოსა თუ წარსულზე :)

    ReplyDelete
  6. "mzrunveli inteleqti" :) shen momarte ase da gachnda kidec amgvari termini. es musika...shemodgoma da fotlebi, ukve xmeli. sevda-marto sheni ara, yvelastan napovni, mogrovili marcvlebi.. oqro martla striqonebs shorisaa shentan :) da sheni wynari, feradi, gungula ambebit iolad gadamaqvs es oqrosperi, cotyati mkacri sezoni ;) madloba Tina lamazo, ketilo, dzvirfaso.

    ReplyDelete
    Replies
    1. შენ ხარ ღუნღულა :*
      აწი დატკბება, გაივლის ეს ციკლონი დროებითია ... გპირდები :)

      Delete