ამ ქარიან დღეებში, სამსახურის დაძაბულ სიტუაციაში გამახსენდა ჩემი დეიდაშვილის, მაიკოს ნაჩუქარი ბრასლეტი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ერთხელ ისე სულელურად, შემთხვევით გამიტყდა. განიერი იყო და სპილოები გქონდა ამოტვიფრული, - მწკრივად მიდიოდნენ, - თვითონაც სპილოსძვლისფერი იყო. ერთ ფოტოზე უნდა იყოს შემორჩენილი. სოხუმში ვარ, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ასაკისთვის შეუფერებლად მაღალი. მაშინ უკვე დაწყებული მქონდა ბლოკნოტებში ნაწყვეტების და ლექსების ამოწერა. როცა ბლოკნოტი შეივსებოდა, ახალში გადამქონდა ის აზრები, რომლებიც ძალიან მომწონდა. მაშინ სულიერ ტკივილებზე ვწერდი. ახლა მეცინება: ნეტა, მაშინ რა მეგონა ტკივილი? რა ვიცოდი, რომ ძნელი, ძნელი ცვლილებების შუაგულში გაივლიდა წესით ყველაზე მხიარული წლები. ბოლომდე არც ახლა ვიცი, როგორ ადამიანად მაქცია იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე, ან ნაკლები ტრაგიზმის პირობებში როგორ განვვითარდებოდი.
ახლა ცრუ ღირებულებების ხანაში ვარ გადმოსროლილი. ჩემი ტრავმები მიძინებული მაქვს. უბრალოდ, ხშირად ვიხედები უკან, როცა რაღაცები თავისით ლაგდება და ცხადად მენახვება. სიბრალულის დრო არც მაქვს, რადგან სულ თავზე მემხობა დღევანდელი რეალობა, მრავალგვარი გამოვლინებით.
როცა ლანა ღოღობერიძემ ეს ფილმი გადაიღო, ხალხი შედარებით უბრალოდ ცხოვრობდა. კარგი იყო, ახალგაზრდებზე და სინდისზე რომ იღებდნენ ფილმებს. ეს ნაწყვეტი ლაშამ გამიკეთა. ჩემთვის სულ გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო იქნება.
ახლა ცრუ ღირებულებების ხანაში ვარ გადმოსროლილი. ჩემი ტრავმები მიძინებული მაქვს. უბრალოდ, ხშირად ვიხედები უკან, როცა რაღაცები თავისით ლაგდება და ცხადად მენახვება. სიბრალულის დრო არც მაქვს, რადგან სულ თავზე მემხობა დღევანდელი რეალობა, მრავალგვარი გამოვლინებით.
როცა ლანა ღოღობერიძემ ეს ფილმი გადაიღო, ხალხი შედარებით უბრალოდ ცხოვრობდა. კარგი იყო, ახალგაზრდებზე და სინდისზე რომ იღებდნენ ფილმებს. ეს ნაწყვეტი ლაშამ გამიკეთა. ჩემთვის სულ გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო იქნება.
ასეთია გაზაფხული თბილისში. წარმოგიდგენთ ამ სიმბოლოებით. ბუნების და ადამიანის ბრძოლა.
არ ვიცი, ჩემი თავი ისეთი პატარა როგორ დამამახსოვრდა: ღამით, როცა ქარი უბერავდა, ჩვენს ძველ სახლში, იტალიურ ეზოში სახლის წინ კიბეებზე დავდგებოდი რამდენიმე წამს, სახლში შესვლამდე და მეორე ეზოში მდგარ მაღალ ალვის ხეს ვუყურებდი. სიბნელეში იდგა. ტოტები მისტიკურად ეხლებოდნენ ერთმანეთს. მაშინ იმ განცდას სახელს ვერ ვარქმევდი, ვიდექი და ყურს ვუგდებდი, ვუყურებდი. იქნებ, იმ დროს ის ადამიანები მელაპარაკებოდნენ, ვინც უკვე დავკარგე და აღარ მყავდა.
როცა დღის საზრუნავი თავის ჭკუაზე არ გადამრთავს, ხან რომელი დარდი ჩაივლის გონებაში, ხან კიდევ ზღაპრის წიგნის ფურცლებივით ვშლი ლექსების სტრიქონებს და ძვირფას სახეებს. ერთი დღემდე არ ვიცი, მესიზმრა თუ მართლა იყო: საზაფხულო კინოთეატრი, უხილავი ღრუბლის ქულასავით შემოჯარული დამდგარი სიცხე, ცაზე ბევრი ვარსკვლავი, ეკრანზე ფილმი, მაყურებლებს შორის დეიდა, დედა და მე. ყველა მიწაზე ვიყავით, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მარწევდა, მშვიდი სრულყოფილების. ნეტა, ის ფილმი იტალია-საფრანგეთის ერთობლივი წარმოება თუ იყო, როგორც მაშინ იცოდნენ და მე ის სპილოებიანი ბრასლეტი ხომ არ მეკეთა.
უნიჭიერესი ადამიანი ხარ თიკო. მალამოსავით ედება შენი ნააზრევი სულს.
ReplyDeleteროგორი ჩემეული და ახლობელი ეგ ყველაფერი.
ReplyDeleteჩემი ნუგეში ასეთ დროს ადამიანებია, რომლებიც უსიტყვოდ, ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე ხვდებიან სატკივარს. ხელს ჩაგკიდებენ, წინ გაგიძღვებიან, განუგეშებენ, გზას გაგიკვალავენ. ერთად და ერთმანეთისთვის, აი რა არის ჩემთვის ცხოვრებისეული დასაყრდენი.
რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს ჩემო უნიჭიერესო ადამიანო!
მიყვარხარ!
ასე სათუთად როგორ ახერხებ მოიტანო ჩემამდე შენი მოგონებები? თითქოს, მე განმეცადოს და არა შენ... "შეგრძნება მშვიდი სრულყოფილების"... შენნაირი ბლოკნოტი მეც მქონდა :-)
ReplyDeleteKate, Tamar, A, LOVE YOU ALL!!!
ReplyDeleteრა ვიცოდი, რომ ძნელი, ძნელი ცვლილებების შუაგულში გაივლიდა წესით ყველაზე მხიარული წლები......... პაწაწინა ნაწარმოებებს წერ თინი...
ReplyDeleteპატარა რომ ვიყავი და ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობების წაკითხვა დაგვავალეს სახლში მისულმა წიგნი რომ მოვიძიე, გადავშალე და ნახევარ გვერდიან ერთ ფურცლიან მოთხრობებს შევხედე, მეთქი რა მოთხრობა ესაა ანდა რა უნდა ჩაატიო ორ აბზაცში თქო?! ერთი ამოსუნთქვაც არ სჭირდება ისე იკითხება მაგრამ მერე საერთოდ სუნთქვა გაგიჭირდება ადამიანს ისე განიცდი...
ასე ორ ამ აბზაცში ზღვა ემოციებისა და განცდების ჩატევა ძნელად ეხერხება ადამიანებს... ისიც ძნელია მზის სინათლეზე გამოიტანო შენი დარდები და ფიქრები მაგრამ როცა ასე ვწერ და ვკითხულობ მე ჩემსას ან სხვისას მზეზე გამოფენილი ბალიშები მახსენდება სულ ის სითბო და სურნელი იმ ბალიშებში თამაშისას რომ ვგრძნობდი ბავშვობაში, იქვე ეზოში...
ჰოდა მეც მთელი არტილერია მაქვს ბლოკნოტების ხან სიმშვიდე სუფევს იმათ ფურცლებზე ხან ომის ქარცეცხლებია...
<3 საკუთარი ეზო !!! და მზეზე გაფენილი ბალიშები !!!!!!!!!!! აჰ !!!!
Deleteდა იქვე მოჟრიამულე ბავშვები <3 <3 სრულყოფილებაა :)
ჩემშიც ნოსტალგიასავით არი წარსული, ბაშვობის მოგონება, ადრე გაზაფხულები და დღეს, მიუხედავა იმისა, რომ გვაქვს ყველაფერი ის, თითქოს, რასაც უნდა გაეზარდა ურთიერთობების ხარისხი თუ რაოდენობა, მაინც უფრო მეტად მარტო ვგრძნობთ თავს, მეტად გვენატრება ერთმანეთი, რადგან ეს თანამედროვე ყოფა მეტად გვაშორებს ერთმანეთს!
ReplyDeleteბედნირი გაზაფხული მინდა გქონდეს, ბევრი ღიმილიანი დღით!
<3 <3 ხო რა საოცარია არა ? მართლაც ასეა ....... მეტად გვაშორებს.
Deleteშენთან ერთად. ბევრი ბედნიერი დღე.
ცრუღირებულებები, აბსურდების ხანა..დროის სრბოლა და მაინც., ეს დრო ცხვირწინ ყრის და სახეშიც გვცემს შესაძლებლობებს.. იმ, თითქოს და დალაგებული წარსულიდად გამორჩენილ აქცენტები, სხვისი ტკივილი, გაუცნობიერებლად გაშვებული შესაძლებლობები კარგის თამამად კეთებისა. ჩვენი მაშინდელი ტრამვები სწორედ ამ დროში გადმოსროლილი შანსებით იკურნება.
ReplyDeleteთინა... შენს საბლოგეს, შენს სამყოფელს რომ მოვაშურებ და მხვდება ლამაზი ავტობუსი და მოგზაურობისას დიდი ფანჯრებიდან თავისუფლად ვათვალიერებ საუკეთესო ადგილებს, შენ რომ მოამზადე ჩვენთვის ლურჯი, ვარდისფერი, წითელი, მწვანე, ყვითელი...გულღია ფერებით.
ეს ფერები ძვირფასი ქვებივით დაგდევს... როგორი მზრუნველი ხარ ბუნებით,. ტკივილს, სიხარულს, მუქს, ღიას ნაზად, ჩახუტებით გვიზიარებ..რომ ვიცოდეთ, გვახსოვდეს ადამიანობა. ორი და სამი კიარა, მთელი დედამიწის ბავშვები შეგიძლია შენი ყვავილებმოჩიტული კალთით გაათბო.
"ჩვენი მაშინდელი ტრამვები სწორედ ამ დროში გადმოსროლილი შანსებით იკურნება."
Delete<3 <3 რა ხარ!
"...ან ნაკლები ტრაგიზმის პირობებში როგორ განვვითარდებოდი"
ReplyDeleteბოლო წლებში, როცა საკუთარი თავის მიმართ შებრალების სურვილი მიჩნდებოდა, მაშინვე ამ აზრს ვახვედრებდი ხოლმე და ყველაფერი ლაგდებოდა. ამასობაში ისე მოხდა, რომ სიძნელეებისთვის თვალებში შეხედვა ვისწავლე. არ ვიცი, როგორი ადამიანი ვიქნები წლების მერე, მაგრამ მაინც მგონია, რომ სირთულეების გადალახვის გარეშე აზრი არ აქვს ცხოვრებას.
ეგ ნაწყვეტი მართლა როგორი კარგი სიმბოლოა გაზაფხულის <3
რასაკვირველია, ასეა. განსაცდელი აყალიბებს ადამიანს საბოლოოდ. წმინდა მამები განიცდიდნენ, როცა ღმერთი განსაცდელს არ მოუვლენდათ, რადგან ამას წყალობად მიიჩნევდნენ, მათი გაძლიერებისკენ მიმართულ მოვლენად და ღვთის სიყვარულის გამოხატვად.
Deleteჩვენმა თაობამ მაინც სასწაულ რამეებში გამოიარა - სამ (?) სხვადასხვა წყობილებას მოვესწარით :) და კიდევ მათ თანამდევ მოვლენებს.
კიდევ ერთი ასეთი აზრი მოვისმინე ამასწინათ ინტერვიუში - ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მას აქვს განსაკუთრებული რთული სიტუაცია და სხვა დროში იოლი იქნებოდა ცხოვრება.
:* :*