2015. თვით მე. შევცქერი დაისს. ფოტო ლაშასი. წიგნის საკითხად სინათლე აღარ მყოფნიდა და სანამ ბოლო სხივი არ გაქრებოდა, ვუყურებდი. |
"ქარი დაცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
ჩამავალ მზეს, ჩამავალს..."
ალბათ რამდენიმე წუთში დაწერა იმ დიდმა კაცმა. ხატები, სურათები და დღეები დაშიფრა სიტყვების უკან, როგორც ექსელის ცხრილში, უჯრების შიდა შრეებში შიფრავენ ინფორმაციას. ალბათ ჩვენი დღეებიც იცოდა, როგორი იქნებოდა. თუნდაც, ეს აღდგომის დღეები: სიახლის და მადლიერების გრძნობა, დღესასწაულის სიდიადის და ელვარების რიდი და იმქვეყნად მყოფების გახსენება.
გოდერძი ჩოხელმა მგონი სადიპლომოდ გადაიღო ის ფილმი, "აღდგომა". მისი სოფლის მკვდრებს ჩამოუვლის და ელაპარაკება. ერთი ქალი ჩამოურაკრაკებს, ასე ვიშრომე, ამდენი ჩავაბარე. გოდერძი ეკითხება, ისე ხომ კარგად ხარ, ქარი ხომ არსაიდან გიქშუტუნებსო. ქალი პასუხობს, ამინდის მესვეურები რაც შეიძლება ყველა ღონეს ხმარობენ, რომ კარგი ამინდი იყოსო.
ზაზამ მითხრა, დარდი სპარსულადაც "დარდიაო". გოდერძის დარდების შემგროვებელს ერთი თანასოფლელი ეუბნება, მე ის მადარდებს, დარდი რომ არ ილევაო.
მგონი, ოსკარ უაილდიც ამ აზრის იყო. ნანუკამ გამახსენა მისი მოთხრობა "ვარდი და ბულბული". მეოცნებე სტუდენტი პროფესორის ქალიშვილზეა უიმედოდ შეყვარებული. ზოგჯერ თავს ეკითხება, მისთვის ვინ ვარო, მაგრამ უმეტესად მაინც მასზე ტირის. გოგოსთვის მთავარი ღირებულება ძვირფასეულობა და ვიღაც ჩემბერლენის ძმისშვილის ვერცხლისბალთიანი ფეხსაცმელია. ბიჭს ერთხელ უთხრა, თუ წითელ ვარდს მომიტან, შენთან ვიცეკვებო. ვარდის ბუჩქი ბიჭის ფანჯრის ქვეშ იდგა, ოღონდ უვარდებოდ, ყინვისგან იყო დამზრალი. ბულბულმა იფიქრა, კაცის გულთან შედარებით ფრინველის გული რა არისო. მთელი ღამე მღეროდა ვარდის ბუჩქთან. მკერდი ეკალზე ჰქონდა მიბჯენილი. მისი გულის სისხლი გადავიდა ვარდის ძარღვებში, გააცოცხლა და ყვავილი გააშლევინა. გულის ბოლო ფეთქვამ ყვავილის ფურცლები წითლად შეღება. მერე რაც მოხდა, ადვილი მისახვედრია... ყველაზე მეტად ის მეტკინა, არავინ რომ არ იცოდა, ვინ გაიღო მსხვერპლი. წითელი ვარდი ეტლის ბორბალმა გათელა, გოგო თავის ბრჭყვიალა სამყაროში დარჩა, გულგატეხილი და ჭკუანასწავლი ბიჭი წიგნებს მიუჯდა, ბულბული უსულოდ ეგდო. ერთნი - ჩუმი თავგანწირვისთვის, მეორენი - ყველაფრის არდანახვისთვის, სხვანი - შეცდომებზე სწავლის და წვალებისთვის. მწერალი ამ სიტყვას ხმარობს: "სასიცოცხლო სისხლი" (life's blood). "გულიდან სისხლის წვეთები". ეს გრანელისაა. იმ დარდის გაგრძელება.
ნეტავ, შეიძლებოდეს ჩვენი მკვდრებისთვის წერილის გაგზავნა. აი, ის იქნებოდა, თუ იქნებოდა დარდების მატიანე. და იქედან მიღებული პასუხი რაღა იქნებოდა ?
სხვების მოყოლილ ამბებში სულ იმას ვეძებ, ცხოვრებისადმი როგორი დამოკიდებულება აქვთ, ეს გააზრებული და დადგენილია, თუ თვითნაბადი და რა შეიძლება მათგან ვისწავლო. იმ კარგმა მწერალმა ძალიან გულწრფელად თქვა, ჩემი ცხოვრება სულ დაძაბულობა და პასუხისმგებლობის ტვირთი იყო და რომ არა ბებიას სათნო დამოკიდებულება და მისი ღიმილი, იმ პერიოდიდან ლამაზად მოსაგონებელი არაფერი მექნებოდაო. ჩემთვის უჩვეულო ტალღაზე გადასართველად აფხაზეთი მქონდა და რამდენიმე მხიარული ადამიანი მყავს(და).
ვისაც ისეთი დამოკიდებულება აქვს, გააზრებული პასუხისმგებლობებით, მისგან, როგორც წესი, მოლოდინებიც ძალიან მაღალია, ბავშვიც რომ იყოს მაინც. ასეთ დროს დიანიტა მანერულად იტყოდა ხოლმე: PORQUEEE??? (რატომ? ესპ.) ერთხელ თქვა, იქნებ დედაჩემმა იცოდესო და მერე მას ვეკითხებოდით რიტორიკულად: Porque, doña Estellita?
აღდგომა და მაისი მაინც თეთრი დარბაზების და სასახლეებისკენ მიწვევს, სადაც "სამაიით ფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება." "ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოში და ხელსახოცთა ქრიან ზღაპრები."
ლაშას ფოტო. 2015. |
"- ზემოთ რა დაგრჩა ?
- მთელი ქვეყანა.
- აღდგები. ხმალიც გექნება და ცხენიც."
თინა გადაჭარბებაში ჩამითვალე თუ გინდა, მაგრამ ყველა მწერალზე მაგრად წერ. ისე -ეხები ყველაზე ფაქიზ გრძნობებს.
ReplyDeleteოჰ, ქეთო :)) <3 <3
Deleteoh,Tinita... ar vici rogor shegidzlia ase cero, ase sheexo suls...da me marto ar var vinc ase pikrobs...Kates vetanxmebi.
ReplyDeletebavshvobashi dachemebuli mkonda kitxva,rato mere? :-) scoradac ver gamovtkvamdi, lato mele? michndeboda xshirad kitxva. bolos majavrebdnen ukve imdenjer gavidzaxodi. bavshvobashive mtanjavda etkoba cnobismokvareoba :-) kitxvebis didi nacili dgemde pasuxgaucemelia...da mainc erti ram namdvilad vici, araamkvekniuri nichi da unari gibodza gmertma, chveni gulebis gatbobis unari, sheni guliscemit...gkocni, forever yours, Nanuka
პატარა რატომელა იყავი, ხომ ? :)
Deleteასეა, ბევრი კითხვაა და სულ იქნება ალბათ.
ძალიან მიხარია, თუ ამ ჩანაწერებით ჩვენს საერთოს გამოვხატავ ცოტათი მაინც <3 <3
შენს ჩანაწერებს რომ ვკითხულობ მერე ცოტა სვანაირად ვიწყებ ცხოვრების ყურებას. მადლობა!
ReplyDeleteრა კარგია, კახა! :) მიხარია. მადლობა შენ, თუ კაია! :)
Delete<3
ReplyDeleteპ.ს საოცარი ფოტოა.
:* :*
Deleteარ ვიცოდი, თუ იღებდა :)
აი ის რამდენიმე წუთი მენანება ხოლმე, როცა ზღვაზე ვარ და ბნელდება. მინდა გაგრძელდეს დიდხანს დიდხანს :)
გილოცავ აღდგომას თინი კიდევ ერთხელ :) სულ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მინდა რომ წერილების გაგზავნა შეიძლებოდეს "იქ" და ერთხელ მაინც აგზავნიდნენ "აქ"... ფანტასტიკაა ვიცი მაგრამ ჩვენს ფანტაზიას საზღვრები არ აქვს ხომ იცი?! ისე იცი ხოლმე ადამიანის გულში და ტვინის ყველა კუნჭულში შეპარვა შენდაუნებურად რომ უკვე აღარც მიკვირს, ეს ხომ შენ ხარ!
ReplyDeleteმე ხშირად ვფიქრობ, ცნობილ და დიდ მწერლებზე, ვკითხულობ მათ შემოქმედებას და ვეთანხმები რომ მათ გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა განვითარება ჩვენ კაცობრიობას, მაგრამ ხანდახან რა მაფიქრებს იცი, ნეტავ რამდენი სულით მწერალი დაკარგა ამ სამყარომ სოფლებსა და ორღობეებში, მუხლჩაუხრელ შრომაში ანდა დიქტატურის მარწუხებში, ნეტავ რამდენი დაკარგა მხოლოდ იმიტომ რომ წერა არ იცოდნენ, კითხვა არ იცოდნენ, მაგრამ გულში ყოველდღე ქმნიდნენ რაღაცას, ლამაზსა და გასაზიარებელს...
მე ხშირად ვფიქრობ რომ შენნაირი ადამიანები მწერლები არიან... სულით მწერლები...
ლაშას ფოტოები ყოველთვის მამშვიდებს, შენი პოსტები კი როგორც ყოველთვის მაფიქრებს და გულს მიფრთხიალებს...
წერე რა ხშირად მეგობარო....
:) ვერიკო, რა ზუსტად აგრძელებ ჩემს სათქმელს, ყოველთვის თანაც.
Deleteკი ბევრია ასეთი ადამიანი და მათ უნდა ვუსმინოთ ხშირად ასე მგონია ... შრომით, საკუთარი დაკვირვებებით და სწორი ცხოვრებით დიდი სიბრძნე ეძლევა ადამიანს.
მადლობა და მადლობა :)
თინა, ეს ის ბლოგია... ის გრაფიკული ნიშნებია, სადაც მართლა დავმუნჯდი.. frown ემოცია კი, შენი მისიაა და ხარ დარდების შემგროვებელი, ოღონდ მებრძოლი smile ემოცია რაღაც ძალა დაგატარებს, არ გასვენებს ეძიო და იპოვო... გეშინია არ გამოგრჩეს ვინმე უხმო, ან მთლად ენაწართმეული, კიდურების გარეშე, ხერხემალგადამტვრეული, უმეგობრო და უთვისტომო... ეს შენი დიდი ძალაა მოზიდო აზრები, იპოვო სულები, ჩაავლო ხელი და ყველას უჩვენო თავისი ადგილსამყოფელი. შენ თანამედროვე დარდების შემგროვებელი ხარ ძლიერი, თავდაჯერებული, მაღალი, ლამაზი ხმიანობით, დიდი სითბოთი მოსული. და მადლობა შენ ჩემო თინათინ ნადირაძე!
ReplyDeleteჩემო ელენე, ნეტა ამის მეათედი ძალა მომცა, რაც შენ მისურვე, გენაცვალე :)
Delete<3 მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის.
თინი, ეს რა კარგი დაგიწერია. მე კიდე ახლა ვნახე და გავბრაზდი ჩემს თავზე, ეს სიამოვნება აქამდე რომ გამომრჩენია.
ReplyDelete,,სასიცოცხლო სისხლი", ზოგჯერ როგორი საჭიროა თავგანწირვა და რა დასანანია რომ ძირითადად ეს ყველაფერი შეუმჩნმეველია, თუ უშედეგოა, მით უფრო ცუდი.
ირი :)
ReplyDeleteხო, ზუსტად მიხვდი ჩემ გულისტკივილს... შეუმჩნეველი...