თბილისელი მძღოლების აგრესიაზე და საერთოდ, მართვის და მოძრაობის კულტურაზე ყოველდღე ბრაზი მივლის და მინდება,დავწერო. აქ მთელ ქალაქს ვერ მიმოვიხილავ, ჩემს მიკროსამყაროზე ვიწუწუნებ. ჭავჭავაძის და ატენის გადაკვეთაზე აბსოლუტურად აუტანელი სიტუაციაა, განსაკუთრებით დილაობით. ატენზე ორივე მხარეს მანქანები დგას, ფეხით მოსიარულეს გზის შუა ნაწილი რჩება, სადაც ორი კი არა,სამი მხრიდან მოდიან მანქანები. სიფრთხილე და მოთმინება ამ დროს კარგი იარაღია. რამდენიმე წამითაც კი არ შეუძლიათ მოთმენა. გაბეზრებული სახეებით გიყურებენ, რომ დროზე გაიარო, უმეტეს შემთხვევებში "ვერც გამჩნევენ". ისეთ სიტუაციას ქმნიან,ვინმესთან რომ სტუმრად ხარ,ხალხმრავალ ოჯახში და დილით რომ მორიდებულად მიდიხარ აბაზანისკენ.(იოსელიანის ფილმშია ასეთი ეპიზოდი, "იყო შაშვი მგალობელი": საიდანღაც რუსი ცოლ–ქმარი მოადგებათ წერილით, ამის და ამის ნათესავები ვართო და დილაობით პირსახოცით და კბილის ჯაგრისით მიიძუძგებიან ტუალეტში.)თითქოს, მთელი ქუჩები მათია და შენ როგორმე უნდა მოასწრო და გაიარო. ჭავჭავაძის ტროტუარი მთლიანად ათვისებული აქვთ. როცა მათ შორის გზას მივიკვლევ,წარმოვიდგენ ხოლმე რაიმე გიგანტურ, გოძილასნაირ არსებას, რომელიც ამ გარდიგარდმო დაყენებულ მანქანებს მიფანტ–მოფანტავდა. ამ მანქანების პატრონები, როგორც წესი, ბღენძი ტიპები არიან,როცა დაყენებული მანქანა გამოჰყავთ, სიგნალს მაძლევენ. წარმოიდგინეთ, მივდივარ ტროტუარზე, უკნიდან კი მანქანა მოდის და უნდა, რომ გზა მივცე, თანაც მაშინვე! ამ დროს ყველაზე მეტად მინდება, ვუყვირო ან მანქანას ფეხი ვკრა (ქუსლიანი ფეხსაცმლით აჯობებს).
ასე ერთბაშად ამოვთქვი ბრაზი, უაბზაცებოდ. არ მოვიყვან ბანალურ შედარებებს და არ გავიხსენებ, ევროპაში ფეხით მოსიარულეს როგორ უთმობს გზას ავტოც და ველოც, ავტო როგორ უთმობს ველოს და ბავშვებისთვის რომ სპეციალური ველო–შუქნიშნებია. არც საქართველოში მყოფი უცხოელების შთაბეჭდილებებს მოვყვები ქართველ მძღოლებზე. ისედაც ვიცი, რომ ჩვენთან ყოველთვის drivers' world იქნება.
|
newscafe.ge |
ერთ გერმანელ ელექტრონშიკთან მქონდა ადრე ინტერვიუ, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავდა და თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. ხოდა, მაშინ მითხრა: უცნაური ხალხი ხართ ქართველები, - როდესაც ჩემი პატარა ქუჩაში გამყავს ყველა ეფერება, უცნობები ლოცავენ და რაღაცეებს ჩუქნიანო, მაგრამ როცა ქუჩაზე გადასვლა მჭირდება, არც ერთი მანქანა გზას არ მითმობსო. ჩვენთვის ეს ალბათ ჩვეულებრივია, მარა იმ გერმანელს ძალიან გაუკვირდა.
ReplyDeleteკარგი პოსტია! :) )
<3 miu
Delete