Thursday, September 27, 2012

Makeover Session at Estée Lauder's

Estée Lauder–ის მოტრფიალე 21 წლის ასაკში გავხდი, როცა შტატებში მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი. ოჯახის დედა, Marlene, თვითონ იყენებდა ამ ბრენდის პროდუქციას და მეც მანებივრებდა კოსმეტიკის ჩანთებით, ფრჩხილის ლაქებით (ლაქების მანია აქამდე მომყვა), სასინჯი სუნამოების ნაირსახეობით, პომადებით, თვალის ჩრდილებით, მაკიაჟის ფუნჯებით... როცა საქართველოში დავბრუნდი, იქედან ჩამოსულებს ჩემთვის სასაჩუქრე პაკეტებს ატანდა, რომლებშიც ისევ ვპოულობდი Estée Lauder–ის პროდუქციას... ინტერნეტის ერამდე ჟურნალებში ვკითხულობდი ესტეს კომპანიის ისტორიის შესახებ სტატიებს, ახლა კი ელექტრონული ფოსტით რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას ერთმანეთზე უკეთესი ახალი პროდუქტების შესახებ.  როცა სტოკჰოლმში სოფომ ერთ დიდ უნივერმაღში წამიყვანა, რასაკვირველია, დაუფიქრებლად მივაშურე "მშობლიურ"  Estée Lauder–ის განყოფილებას. კონსულტანტმა მკითხა, რაიმე კონკრეტულს თუ ეძებთო, დამსვა და დაიწყო...

სახეზე წამისვა შრატი, შემდეგ დღის კრემი და ტონალური, თვალის ირგვლივ – კონცენტრატი, კრემი და ილუმინატორი. მკითხა, ეს თქვენი ბუნებრივი სახის ფერია თუ არაო. მიხვდა, რომ ნამზეური არ მქონდა, მაგრამ მაინც ბოლომდე დარწმუნდა. ტონალურის ფერზე საერთოდ არ დაფიქრებულა, ისე შემირჩია. ტონალურზე ზემოდან თხლად გადამისვა პუდრა და რუჟი. რასაც იყენებდა, დეტალურად აღწერდა, მიხსნიდა, რატომაა სასარგებლო და როგორ უნდა გამოვიყენო. ფუნჯებს გამოყენებამდე სპეციალური სითხით წმენდდა და ხელსახოცით ამშრალებდა. წაკითხულიდან გამახსენდა, თუ როგორ დადიოდა თვითონ ესტე თავის სალონებში და კონსულტანტებს გაკვეთილებს უტარებდა. ჩემი კონსულტანტის პროფესიონალიზმიც ამ ტრადიციის ანარეკლი იყო. პომადისთვის, ჩემდა გასაკვირად, ვარდისფერის საინტერესო ტონალობა შეარჩია. ფერს pink riot ერქვა. დამოუკიდებლად ამ ფერის შეძენას ალბათ ვერ გავბედავდი, მითუმეტეს, რომ მაღაზიებში სასინჯი პომადებით არასდროს ვსარგებლობ. ხელის ზუსტი მოძრაობით, სწრაფად და მქრქალად შემოხაზა კონტური, შემდეგ პომადა წამისვა, ბოლოს კი გლოსი გადაუსვა.

ტაქტი და პროფესიონალიზმი სესიის შემდეგაც შეინარჩუნა. პირდაპირ არ უკითხავს, აბა, რას შეიძენთო. მე ჯერ კიდევ საკუთარ სახეს ვათვალიერებდი სარკეში, სოფო და ლაშა კი კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ. კონსულტანტს მადლობა გადავუხადე, ვუთხარი, რომ ტონალურს ავიღებდი, სხვა პროდუქტებისთვის კი ვიზიტის ბოლოსთვის შევივლიდი.

ასეთი იყო ჩემს საყვარელ ბრენდთან კიდევ ერთი სასიამოვნო შეხვედრა.

8 comments:

  1. კარგი ფირმია და საკმაოდ ძვირიც.
    სხვათა შორის, მე ვსწავლობდი რონალდ ლაუდერის სკოლაში, ბერლინში ;) ესტეს შვილის :დ რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლა პარფიუმერიისგან შორს იყო :ლოლ:

    ReplyDelete
    Replies
    1. რა საინტერესოა! დედაზე თუ ჰყვებოდა რამეს? მის ბიზნეს-უნარებზე ... :)

      Delete
    2. სიმართლე გითხრა, არ შევხვედრივარ ბატონ რონალდს :) რამდენჯერაც ბერლინში იყო ჩამოსული, მე სხვაგან ვიყავით და ასე ავცდით...
      :)))

      Delete
  2. შესწორება: "ფირმიში" ვგულისხმობდი ფირმას :დ

    ReplyDelete
  3. ტაქტი და პროფესიონალიზმი... და რა სასიამოვნოა, როცა შენ მიმართ ამჟღავნებენ :)

    პომადის ფერი მომწონს!

    ReplyDelete
  4. ჰო, ასეა! სამწუხაროდ, ამ სიამოვნებას ხშირად ვერ ვიღებთ...
    მადლობა, ქეთი! :)

    ReplyDelete
  5. რა კარგია როცა ასე დაჯდები და დაელოდები თუ ვიზაჟისტის სასაწული ხელები რას ჩაატარებენ, მითუმეტეს თუ Estée Lauder კონსულტანტ-ვიზაჟისტზეა საუბარი!
    ღმერთო ჩემო, როგორ მომწონს პომადის ფერი და როგორ გიხდება! არც ძალიან მყვირალაა და არც ძალიან ნაზი! fresh!
    შენ ხომ ილუმინატორი გაინტერესებდა, მოგეწონა როგორც წაგისვა და როგორც დაჯდა სახეზე?
    უი, არ ვიცოდი თუ ამერიკაში ცხოვრობდი. რა სასიამოვნოა! რა ჯობია Hostmother-ს რომელიც Estée Lauder-ით განებივრებს<3<3<3

    ReplyDelete
    Replies
    1. სარკეც ბრენდირებული იყო, ოქროსფერი! სულ მინდოდა დავკვირვებოდი, როგორ მუშაობდა, სახეს შეხედავდა და დაუფიქრებლად არჩევდა ყველა ფერს...
      ილუმინატორი წამოსვლის წინ ვიყიდე, იქ აღარ მივბრუნებულვარ, ლანქომის ავირჩიე. იქაც მომასინჯეს ერთი დამფარავი და მეორე გამანათებელი. დამფარავმა აჯობა. ძალიან მომწონს. ფუნჯიც მივაყოლე პუდრისთვის. აქცია ჰქონდათ და ძალიან ბევრი საჩუქარი მოჰყვა ამ შენაძენებს, ასე რომ, მოგებული დავრჩი. მანდ გამოჩნდა ლანქომის ახალი სუნამო, ჯულია რობერტსია კამპანიის სახე, სუნამოს ჰქვია la vie est belle ?

      ჰო, ჩემი ჰოუსტ ოჯახი ვირჯინიის შტატში ცხოვრობდა, დისისთან ახლოს, ისთ ქოუსთს არ გავცილებივარ. :) :) :)

      Delete