Monday, February 27, 2017

Fuchsia



ფუქსია ზამთართან დამშვიდობების ფერია. ამ დღეებში ფანჯრიდან გავხედავდი ქარიან და ნაცრისფერ პეიზაჟს და მერე ისევ ამ პიონებს ვუბრუნდებოდი.

MAC -ის Flat Out Fabulous წინა სეზონზე მივიღე საჩუქრად. ეს ფერი პირდაპირ ყვირის გაზაფხულს და ძალიან უხდება ლურჯ პულოვერებს, მუქ თმას და ფერმკრთალ სახის კანს. Retro Matte სერიიდანაა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერია ჩემთვის. იდეალური პიგმენტაცია, მდგრადობა - დაუჯერებელი. მიხარია, რომ ამ ფერს კიდევ რამდენიმე თვეს ვატარებ, ზაფხულის ცხელი დღეების დადგომამდე.



ამავე გრადაციიდან Clinique-ის Mod Pop დავამატე კოლექციას. მდგრადია და კრემოვანი ტექსტურის, მატია, მაგრამ ტუჩებს არ აშრობს, რადგან ფორმულაში ტუჩის პრაიმერიცაა ინტეგრირებული.


პიონი და ფუქსია ლაქის გარეშე არ იქნებოდა. ამ ლაქმა - Orly Neon Heat - თვითონ დამიძახა თაროდან. მაღაზიიდან უცებ გამოვედი, - გარეთ ლაშა მელოდებოდა. ხელით გაზაფხულის მაუწყებელი ფერი დიდი განძივით მომქონდა.


რამდენიმე დღეში Aguas de Março-ს მოვუსმენ და ვიტყვი: Fuchsia spring is here!

8 comments:

  1. kvela/pers shen uxdebi Tin!

    ReplyDelete
  2. მეც ველოდები მოუთმენლად სითბოს , მზეს და ჩიტების ჟღურტულს. ვეღარ ვუძლებ განაცრისფერებულ გარემოს.
    ჭეშმარიტი მოდის ექსპერტი ხარ თიკო.
    ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ასეთია! გამოგდის ბუნებრივად ყველაფერი რაც შენი ინტერესის სფეროშია.

    ReplyDelete
    Replies
    1. გენაცვალე! <3
      ექსპერტი თინა

      Delete
  3. როგორ მიყვარს გაზაფხული და ყოველთვის ასე მგონია თავიდან ვიწყებ ცხოვრებას :) შენ უკვე "მოგიყვანია" გაზაფხული ფერადოვანი ქალური წვრილმანი "სიხარულებით" <3 მზიან და ნათელ გაზაფხულს გისურვებ ძვირფასო <3 პ.ს. ბორდოსფერი პომადაც უზომოდ გიხდება!

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ზუსტად ეგ იყო იდეა :)
      ამ კვირაში ამინდებიც გვიმართლებს.
      მადლობა <3 შენ გიხდება ყველაფერი.
      ბორდოსფერი პომადის და შავი სვიტრების სეზონი მთავრდება.... მგონი :))) მარტი წინაა.

      Delete
  4. ეს ორი ფერი მართლა რა ლამაზია ერთად , ოღნდ აქამდე არასოდეს დავკვირვებივარ, ძალიან მომეოწონა!

    ReplyDelete
    Replies
    1. სცადე, მოგიხდება აუცილებლად :) <3

      Delete