Thursday, December 24, 2015

Clarins-ის საიდუმლო ინგრედიენტი


სადღესასწაულო სეზონი ნაძვისხის შუქების, ციმციმა სანთლების და თოვლის მოლოდინისაა. 

კიდევ სილამაზის. 

აუცილებლად.

Clarins ძვირფასმა მაიკომ შემაყვარა, წლების წინ, როცა თბილისის უნივერმაღი არსებობდა და "ლუტეციას" მაღაზია მის პირველ სართულზე იყო, ჩემს მაშინდელ სამსახურთან ახლოს. ახლაც,  ყოველი ვიზიტისას მაიკოს ვეკითხები, რა სიახლეების შესახებ შეიტყო Clarins-ის ბოლო ტრენინგზე პარიზში. მიყვება ლაბორატორიებზე, კვლევების შედეგებზე, ნოვატორულ მიდგომებზე, ექსპერიმენტებზე...

მისი მონათხრობიდან ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ Clarins კომპანიაა, რომელიც ქალებს უსმენს. დიალოგის ეს კულტურა ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა. კომპანიის ექსპერტები ყურადღებით უსმენენ პროდუქტის ტესტირებაში მონაწილე ქალების პირად გამოცდილებას, შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს. ადრე ბიზნეს-სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ წარმატებული კომპანიის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა R&D (research and development)კვლევა და განვითარება. სწორედ R&D მეცნიერთა გუნდია, რომელიც წლებია მუშაობს ჩვენი ცხოვრების უფრო მეტად გალამაზებაზე.




source: Pinterest 

გასული საუკუნის 50-იან წლებში კომპანიის დამაარსებელმა ჟაკ კლარანსმა განაცხადა, რომ კეთილდღეობა და ბედნიერება განუხრელად უკავშირდებოდა სილამაზეს. მისი ცნობილი გამონათქვამი, "დიახ, თქვენი ლამაზები ხართ!" დღესაც აქტუალურია, რადგან კომპანია გაცილებით დიდი მასშტაბებით, თუმცა იმავე ფილოსოფიით მუშაობს - მსოფლიოს ქალებს (სხვათაშორის, მამაკაცებსაც) კანის მოვლის უსაფრთხო, ნატურალურ და მაღალეფექტურ საშუალებებს სთავაზობს. ჩემი გამოცდილებით, პროდუქტი ასრულებს ყველა დანაპირებს, რაც ანოტაციაშია მოცემული.


source: Clarins pinterest page
როცა ფრანგი ქალების უნიკალურ სტილზე ვკითხულობ, ყველა წყაროში ვხვდები ერთსა და იმავე პრინციპს: არა დეკორატიული კოსმეტიკის სიჭარბე, არა ნაკლის დაფარვა, არამედ კანის სისუფთავე, ასაკის შესაბამისად მოვლა და ჯანმრთელობა. Couldn't agree more! :) Clarins, როგორც ჭეშმარიტად ფრანგული ბრენდი, ამ ოქროს წესს იცავს და პროდუქციაში 250-ზე მეტი მცენარის ექსტრაქტს იყენებს.

როგორც სოციალური პასუხისმგებლობის პროფილით მომუშავე, აღტაცებული ვარ ფილანტროპიული მიმართულებითაც: კომპანია აქტიურადაა ჩართული ბუნების და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებში, მხარს უჭერს პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივ თემებს და ნედლეულის შესყიდვისას ხელმძღვანელობს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპით.

"ზღაპარი" ის უცვლელი ეპითეტია, რომელსაც Clarins-ის მორიგი პროდუქტის დახასიათებისას ვიყენებ. 

კანის მოვლის საშუალებები

სახის დასაბანი გელი: ღრუბელზე დამაქვს ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქტი და სახესა და ყელზე ვანაწილებ. სქელი ტექსტურისაა, სუსტი, სასიამოვნო სურნელით. ასუფთავებს ფორებს, აშორებს მაკიაჟს, კანს ტოვებს გლუვს და დატენიანებულს. ვიცი, რომ წესით, ჯერ პროდუქტი თითის წვერებით უნდა შევათბო და შემდეგ დავიტანო კანზე, მაგრამ ამ წესს ხშირად ვარღვევ. რამდენადაც მაკიაჟის გაკეთება მიყვარს დილით, იმდენად მსიამოვნებს საღამოს ამ საშუალებით მოშორება და კანის გასუფთავება.

სახის სკრაბი: უწვრილესი ნაწილაკებისგან შედგება, არაა უხეში და საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ტექსტურას. შეიცავს მიმოზას ექსტრაქტს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიყენებ.

სახის კრემ-ნიღაბი: სკრაბის შემდეგ პროცედურის თანახმად საჭიროა ნიღაბი. ამ საშუალებას უფრო ზაფხულში ვიყენებ, რადგან დატენიანებაზე ორიენტირებული პროდუქტია. კვირაში ორჯერ ოპტიმალური სიხშირეა.

თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე: ჯერ არ მიყიდია, ყოველთვის საჩუქრად მოჰყვება ხოლმე სხვა პროდუქტს. პატარა ზომის შუშაა, მაგრამ სხვა პროდუქტებივით ეკონომიური, რადგან ერთ ჯერზე საკმაოდ მცირე ოდენობის მჭირდება. იოლად, ყოველგვარი მასირების გარეშე აშორებს მძიმე მაკიაჟს, თვალის ირგვლივ კანს ტოვებს დატენიანებულს ისე, რომ კრემის წასმაც აღარ მოგინდება.

source:escentual.com 


ღამის კრემი: მსუბუქი ტექსტურის, ადვილად შეიწოვება, შეიცავს უამრავ სასარგებლო და გამამდიდრებელ ნივთიერებას. როგორც ყველა სხვა პროდუქტს, გრილი, ხარისხის სუნი აქვს. კანი მადლობას მეუბნება და დილით გაღიმებული იღვიძებს. :)

დეკორატიული კოსმეტიკა

თვალის ჩრდილის პრაიმერი: აშრობს ცხიმს ზედა ქუთუთოზე და კანს ამზადებს ჩრდილის და ლაინერისთვის, რომელიც შედარებით დიდხანს ძლებს და არ იზილება.
source: Pinterest
ე.წ. ერთწუთიანი პრაიმერი: სულ მცირე რაოდენობა დამაქვს ცხვირზე, ნიკაპსა და შუბლზე, ე.წ. T ზონაზე, ცოტაც ლოყებზე. ფორებს ავიწროებს, კანს აგლუვებს და ამზადებს ტონალურისთვის, რომელიც უფრო მდგრადია და ერთგვაროვანი.

source: thenotice.net

ლოყის ფერი: რამდენიმე თვის გამოყენების შემდეგაც ახალივითაა, - არ აქვს უსწორმასწორო ზედაპირი ფუნჯის ხშირი გასმის შედეგად. შეიცავს კანისთვის სასარგებლო მინერალებს და გამოყენებისას კანს აძლევს ჯანსაღ ფერს, რომელიც არ ქმნის მკვეთრ კონტრასტს დანარჩენ ფერთან. სულ მახსენდება სიტყვა sun-kissed.

წამწამების ტუში: არც ისე გრძელი და დაბლა დახრილი წამწამები მაქვს. ამიტომ, ტუში ჩემი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ორი მოდელი გამოვცადე: Wonder Perfect და Be Long. ორივე აგრძელებს, მაგრამ არ ასქელებს და ერთმანეთზე არ აწებებს წამწამებს. კომფორტი და სიხარულია.

source: thebeautyclub.com.au 


ფხვიერი პუდრი: თხელი და მსუბუქი ტექსტურის. შეიცავს მინერალებს. კანს ედება სასიამოვნოდ და არ ხდის მას ნამცხვარივით (cakey). სასიამოვნო სურნელი აქვს. მოჰყვება ხავერდოვანი ღრუბელი ან (ახალ მოდელს) ფუნჯი. ოცნება ფაიფურისებრ, გლუვსა და სუსტად მბრწყინავ კანზე სულაც აღარაა ოცნება. :)

ძალიან გამიგრძელდა. აქ გავჩერდები.

მთავარი არ მითქვამს. პოსტის სათაურზე პასუხი ბოლოსთვის შემოვინახე: 

Every Clarins product has a secret ingredient:


LOVE.

13 comments:

  1. Every blog written by you also has a secret ingredient: LOVE

    ReplyDelete
  2. ნატიფი, გემოვნებით აღსავსე და მადის აღმძვრელია ეს შენი მონათხრობი.
    კარგია , თუ ვიღაც კიდევ უსმენს ქალებს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადისაღმძვრელი :) :)
      :* :*

      Delete
  3. იფ, თინი ნადმვილი ქალური ამბებია, აუცილებელ სილამაზეზე და შესაშური პროფესიონალიზმით დაწერილი.
    რა კარგი გამონათქვამი ქონია "დიახ, თქვენი ლამაზები ხართ!"

    ReplyDelete
    Replies
    1. ფრანგი მეცნიერი რომ ამას გეტყვის, ხომ კარგია :)
      :* :* მადლობა, ირი.

      Delete
  4. <3... clarins მეც მიყვარს,თუმცა ისე ლამაზად შენ როგორც მოახერხე, ამ სიყვარულს ვერაფრით ავხსნიდი...thanks for this real pleasure!

    ReplyDelete
    Replies
    1. thank YOU! :* :*
      არ გაგეცინოს ახლა და მე ის მახსოვს რუსეთის არხებიდან პირველად რომ გაუშვეს "ელსევის" რეკლამა. ჯერ კიდევ რეკლამით ვიყავით გაოცებული, შენ რომ თქვი, მე ვხმარობ და მომწონსო :)

      Delete
  5. ძალიან კარგი პოსტია, ინგრედიენტიც ეგაა და შედეგიც -რასაც გრძნობ ამ ბრენდის მიმართ ხმარების შემდეგ :)

    ReplyDelete
  6. ძალიან კარგი პოსტია, ინგრედიენტიც ეგაა და შედეგიც -რასაც გრძნობ ამ ბრენდის მიმართ ხმარების შემდეგ :)

    ReplyDelete