Saturday, October 4, 2014

სკოლისფორმიანი ბიჭი

დღეს გამახსენდა ლაშას მოყოლილი ამბავი:

გვიან შემოდგომაზე და ზამთარში სკოლაში ადრე უყვარდა წასვლა. სახლიდან რომ გადიოდა, ჯერ კიდევ ბნელოდა. მის ქუჩაზე სულ კერძო სახლები იყო, სკოლამდე ფეხით მისვლას სულ რამდენიმე წუთს უნდებოდა. სპეციალურად ისეთ ქუჩებს ირჩევდა, რომ გზა გაემრუდებინა. ეგონა, ასე სულ უცხო ქუჩაზე გავიდოდა, სათავგადასავლო წიგნების გმირებივით, სადაც არასდროს ყოფილა. ჰოდა, მიდიოდა ასე, სკოლის ფორმით, მაღალი და გამხდარი ფეხებით, დიდი, ცნობისმოყვარე თვალებით, იჭყიტებოდა ღობეებში, უყურებდა, როგორ ინთებოდა შუქები, როგორ ფხიზლობდნენ ძაღლები, როგორ იდგნენ ხეები ბნელში. კლასში ყველაზე ადრე მივიდოდა, კარს დარაჯი უღებდა, დაჯდებოდა და ინტერესით ელოდა, მისი კლასელებიდან ვინ შემოვიდოდა პირველი. 

ახლაც ასეთია, ასეთი დამოკიდებულებით აღმოაჩენს სიახლეებს და საოცრებებს და ჩვენი წიგნის ფურცლებს თავგადასავლებით ავსებს.

რეზო გაბრიაძის ილუსტრაცია: "ვარსკვლავები წრიულად მოძრაობენ"


7 comments:

  1. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ <3

    და იმედია შენ არ გეწყინება, თუ ლაშა სულ ოდნავ მეტად. 7 წელია ვიცნობ და იმიტომ. აი იცი როგორია ჩემთვის??? ბუზებს რომ დასდევდა ბუზისაკლავით და ამ ბუზისაკლავით ხელში სურათებს უღებდა ვიღაც. წარმოიდგინე ეგ დიდრონი თვალები და ბუზისაკლავი.
    არა რა, ეს ფორუმი დღეს კი არის ძალიან ბანძი, მაგრამ მისი მაინც მადლობელი ვარ, რომ ასეთი მეგობარი მყავს. რამდენი საერთო ნაცნობი გამიცნია და სულ ვაქებთ, სულ ვესიყვარულებით. რაღაცნაირი ტიპია რა... მიმტეველი, შემწყნარებელი, კეთილი. და წარმოიდგინე 20 წლის ბავშვისთვის ასეთი უფროსი მეგობარი რა მაგარი იყო. ის პერიოდიც მქონდა, როდესაც მისი დიდრონი თვალების მეშინოდა ბუასავით :D :D :D :D
    რა მალე გადის დრო :D

    ReplyDelete
  2. ძალიან საყვარელი წყვილი ხართ, თიკო<3

    ReplyDelete
  3. და მე ბედნიერად მეღიმება <3

    ReplyDelete
  4. მადლობა ყველას :) :)

    ReplyDelete
  5. დამოკიდებულებები- შენი მასთან და მისი - სამყაროსთან :) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. და ამ პოსტის მკითხველის - ამბისადმი :) :) :*

      Delete