Monday, April 1, 2013

ჩანთა: მაშინ და ახლა

ჩემი პირველი ჩანთა ჩვენმა ახლობელმა, უძვირფასესმა გურამ ბიძიამ მაჩუქა. სკოლაში შევდიოდი. მოსკოვიდან ახალთახალი ტყავის ჩანთები ჩამოგვიტანა მე და მის შვილებს, ნინიკოს და ნიკუშას. ახლაც მახსოვს, როგორ იდგა ღია კარში საჩუქრებით. ზურგზე მოსაკიდებელი, რკინის ბალთა-შესაკრავიანი ჩანთა იყო, რვეულებისთვის ცალკე განყოფილება ჰქონდა. ხელში დაჭერაც შეიძლებოდა. ორი წელი ვატარე.

ცოტა რომ წამოვიზარდე, დიდი ქალების ჩანთების ცქერა და იმის წარმოდგენა მიყვარდა, რამდენი ბრჭყვიალა და მიმზიდველი ნივთი იდებოდა შიგ. ჩვენთან ხშირად მოდიოდა დედას მეგობარი ნანა, რომელიც სულ მაძლევდა კევებს. მისი ჩანთაც საღეჭი რეზინის, პომადების და კიდევ რაღაც ლამაზ-ლამაზების საცავად წარმომედგინა. როცა მეორე ოთახში გავიდოდნენ ყავის დასალევად, ნანას ჩანთას ხარბად ვუცქერდი და ველოდებოდი, როდის ამოიღებდა იქედან მარწყვის კევს და მომცემდა. მასწავლებლების ჩანთებიც მომწონდა, ყველასი არა, ვინც ჩემს თვალში ლამაზი და გაპრანჭული იყო, იმის. 

როგორც ყველას, დიდობა მეჩქარებოდა და სულ ვამბობდი, როდის იქნება, რომ ჩემს ჩანთაში წიგნების გარდა სხვა რამეებიც გაჩნდება-მეთქი. ის დროც მოვიდა...

ჩემი თავი ბავშვობაში მაშინ გამახსენდა, როცა ჩემმა ნათლულმა ელენემ ჩემს ჩანთას ნაღვლიანად გახედა, ამოიოხრა და თქვა: "სულ არა მაქვს... (პაუზა) პომადები!" ამას რომ ამბობდა, უსაშველოდ საყვარელი და არტისტული იყო. დედამისმა თვალები დაუბრიალა: აბა, ჭკვიანადო. ელენე მალე სტუდენტი გახდება და ალბათ, მასაც ექნება ჩანთაში დიდი გოგოს რაღაცები.

ახლა ბევრი ჩანთა მაქვს, ყველა სიტუაციისთვის, მაგრამ მაღაზიებში მაინც ჩანთების განყოფილებისკენ გამირბის თვალი. ლაშას თქმით, ამ დროს მტაცებლის მზერა მაქვს. მე ყველა ჩანთას ხელით ვსინჯავ, ის კი ამ დროს მიყურებს და იცინის.

ჩემი ჩანთის "მუდმივი შემადგენლობაა": საფულე, კოსმეტიკის ჩანთა, სუნამო, სათვალის ბუდე, საღეჭი რეზინი, ბლოკნოტი, კალამი, ფრჩხილის ქლიბი, ქაღალდის ცხვირსახოცების შეკვრა, აიფოდი. 

თქვენ რა ისტორიები  გაქვთ ჩანთებთან დაკავშირებით და ყველაზე ხშირად რა ნივთები გიდევთ ხოლმე თქვენს საყვარელ ჩანთაში?

ჩემი საყვარელი მწვანე ნატის ჩანთა







11 comments:

  1. განსაკუთრებით მომეწონა ლაშას შენიშვნა "მტაცებლის მზერაზე" :D არადა, მართლა ასეთები ვართ ალბათ, გარშემო ყველაფერი არსებობას წყვეტს და ზედმეტად კონცენტრირებული გამომეტყველებით ვეძებთ იმ ერთადერთ ნივთს, რომლის გარეშე აქამდე როგორ ვცხოვრობდით, გაფიქრებაც კი არ გვინდა. (რეალურად კი სულ რომ არ გვჭირდება) :D
    ჩანთა ჩემი "სუსტი წერტილია", შენი არ იყოს. რამდენიც არ უნდა მქონდეს, მაღაზიაში მაინც ჩანთების განყოფილებისკენ მივდივარ დაგიპნოზებულივით :D
    ეს მწვანე ჩანთა უმაგრეს! :) სუნამოს და კოსმეტიკის ჩანთას მე თან არ ვატარებ, დანარჩენი შემადგენლობა იდენტურია :) ნ.ლ.

    ReplyDelete
    Replies
    1. welcome to the club! So, when are we going purse-shopping? :))))

      Delete
  2. mec igive ragatseebi damakvs chantit plus kidev bevri sxva sachiro tu arasachiro ram.
    saertod didi chantebi mikvars,aucileblad namdvili tkavis unda ikos. patara chantebic momcons, magram ramdenjerats vikide ver movixmare, zemot chamotvlil nivtebtan ertad kidev atas sisuleles davatareb tan:-),romelic sheidzleba sul ar mchirdeba,magram datsknarebuli var chantashi tu makvs.magalitad aucileblad unda mkondes ckali, tsveni an smoothie,chocoladi:-),xvelebis satsinaagmdego kanpetebi(sul maxvelebs lektsiebze) kidev cigni an jurnali transportshi an sxvagan sadats dro gamomichndeba casakitxad,nachris chanta sakidlebistvis,velikis shukebi,aspirini,dzalian bevri sxvadasxva kalmistrebis,pankrebis,markerebis krebuli etc.etc.
    axla xvdebi albat ratom mikvars didi chanta:-)amdeni ramis tareba ukve chemi sisustea:-) Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. ნანუკა, ზუსტად დაასრულე, რისი თქმაც მინდოდა. მეც სულ დიდი ზომის ჩანთებით დავდივარ, შაბათ-კვირის გარდა, ასევე შვებულების და მოგზაურობის სიტუაციების გარდა. ახლა იმ ნივთებს, რასაც ყოველდღე არ ვიყენებ, მაგრამ მაინც მჭირდება, სამსახურის უჯრაში ვტოვებ. ასე ჩემი ჩანთა უფრო მსუბუქდება. გამეცინა ნაჭრის ჩანთაზე. მეც ვატარებ დაკეცილს :)) სითხეებზე სულ ვნერვიულობ, არ დაიღვაროს, ამიტომ არ ვდებ. ველოს შუქები!!! გამახსენდა... მეც ასე მქონდა სტუდენტობისას.
      ისე, ჩანთა ხომ თურქულადაც "ჩანთაა" :))) სასაცილოა, არა? "საათიც".

      Delete
  3. ჩემი ჩანთა მსუბუქი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ბევრი რამე დამაქვს და მხარი მტკივა ხოლმე :) ზოგი ჩანთა ცარიელიც კი მძიმეა, იმდენი დეტალი აქვს. ბოლო წლებია, დიაგონალზე გადასაკიდ ჩანთებს ვატარებ – ასე გაცილებით ადვილია სიმძიმის გადანაწილება და ისეც მომწონს. თითქმის სულ დამაქვს წიგნი, კამერა, რაც ჩამოთვალე – თითქმის ყველაფერი, კიდევ რაღაც წვრილმანები :) ზაფხულობით ნაჭრის ჩანთები მიყვარს, ისე კი, ბევრი ჩანთა არ მაქვს :)

    შენი ჩანთა ძალიან ლამაზია, თინიტა – ფერიც და ფორმაც

    ReplyDelete
  4. მეც უზომოდ მომწონს დიაგონალზე გადასაკიდი ჩანთები! წიგნი არ დამაქვს სამუშაო დღეებში, აზრი არ აქვს :)

    მადლობა! :)

    ReplyDelete
  5. რა კარგი პოსტია, ტინიტა, "შენებური", რაღაცანაირად სიმღერებივით რაკრაკა პოსტების წერა იცი, სასიამოვნოდ იკითხება, რაზეც არ უნდა დაწერო :)

    მოკლედ, ახლა თემაზე გადავიდეთ, ჰოლდენ კოლფილდ!

    მე სტუდენტობისას მქონდა ბევრი ჩანთა, ლამაზებიც და ისეთებიც, ლექციებზე ბევრი წიგნი და რვეული რომ ჩატეულიყო (დღემდე მძულს საქართველოს უნი–ში გოგოები რომ პატარა purse–ებით დადიან). ამ ბოლო დროს ჩანთა საერთოდ აღარ მაქვს, ეზრას "კალიასკის" დიდ ჩანთაში მიწყვია ყველაფერი და ერთიც ნაჭრის ჩანთა, როგორებიც, ხომ იცი, დასავლეთ ევროპაში მოდაშია, eco-friendly & etc, სადაც საფულეები და სხვა აუცილებელი ნივთები "ყრია".

    მიუხედავად იმისა, როგორი საშინელი სოციალისტი ვარ, მილანში ვნახე პრადას ჩანთა, ფასი იმხელა იყო, აღარ მახსოვს, სამაგიეროდ არასოდეს დამავიწყდება, როგორი ვიდექი მაღაზიის წინ და სასწაულად მინდოდა ყიდვა. არც მიფიქრია ყიდვა, სოციალიზმს რომ თავი დავანებოთ, ანგარიშზე მხოლოდ იმ ჩანთის საფასური თანხა მედო, მგონი :| :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. შენ თვითონ ხარ მორაკრაკე! :)

      ალბათ იმ პატარა ჩანთოჩკებში პომადის ადგილი იქნება და თუ რამე ალბათ ფლეშკა ეტევათ :)))) მეტი რა უნდათ :))) ამერიკაში ამბობენ ასეთი კატეგორიის სტუდენტებზე "იარმარკა ნევესტს" აწყობენო (ძირითადად რუსები), უნიში ყოველდღე ქუსლებით დადიან და სუნამოში ბანაობენო :)))

      მომენატრა ევროპის სადა სტილი...

      მმმმმმმმმ, რა იქნებოდა ის პრადას ჩანთა!!! :) წარმოიდგინე, პარკში რომ წახვიდე ეზრასთან ერთად მის ეტლზე ამაყად შემოდებული პრადას ჩანთით! :)))

      Delete
  6. Amaswinat tanakurseli shemxvda da gamaxsena- gaxsovs, ertxel qusli rom momtyda fexsacmelze da chantidan lursmani da... qva rom amoigeo?!!!:) ar maxsovda... tumca shampuns rom vatarebdi ,, dlya vsex tipov volos" maxsovs: xshirad moulodnelad gavvardebodit xolme morigi kurselis romelime sopelshi da xom yvelas tmas unda misadageboda.:)) atasi "shiga momwesrigebeli" damatebiti chanta ujrebi chavamate chems chantashi, magram mainc iseti domxalia shig, eshmaki kisers moimtvrevs. Amitomac mdzuls chantebis cvla.erti didi mownili kalata maqvs wesit sarecxisatvis sapatio kutxeshi dadebuli sawol otaxshi da sul chantebit savse... da maqvs. Xom maqvs, rac mtavaria!!! :)))

    ReplyDelete
  7. Ho, ert eshmakobas gaswavlit brenduli chantebis moyvarult: stambolshi, lalelize chantebis ramdenime seriozuli magaziaa. Brenduli chantebis zust da dzaalian xarisxian aslebs amzadeben mesamed fasad. Ukmayofilo ar darchebit! :)))))))

    ReplyDelete
  8. შამპუნი რა კარგი იყო! :))) შენ კი იზამდი მაგას!

    გამოუშვი ლალელიდან პირდაპირ აქ! :)

    ReplyDelete