Friday, January 6, 2017

ქარი არხევდა იტალიანურ შობის ხეს ტრიპოლისში

Christmas Angel; +Iren m 
გზას დაადექით, იოსებ და მარიამ,
გაიარეთ გაყინული პამპასები, 
ნარშავის და ჭინჭრის მდელოები.

აქ არც სასტუმროა, არც სხვა თავშესაფარი.

მინდვრის ყვავილო, ჰაერის მიხაკო,
თუ არავინ შეგიფარებს, სად უნდა დაიბადო?

სად დაიბადები, პატარა ყვავილო? 
უკვე იზრდები, შემკრთალო მტრედო, უძილო ჭრიჭინავ.

იარეთ გზაზე, იოსებ და მარიამ,
მალულად ღმერთი მიგყავთ, რომელსაც არავინ იცნობს.

იარეთ გზაზე, მომლოცველებო,
დამითმეთ პატარა ქოხი ჩემი შვილისთვის.

ველზე მდგომო პატარა სახედარო, წითელო ხარო,
ჩემი შვილი მოდის, ცოტა ადგილი დაუთმეთ.

იარეთ გზაზე, იოსებ და მარიამ,
ბევრი მზე და მთვარე გაიარეთ,
ნუშის თვალები, ზეთისხილის სახე.

მხოლოდ ისლის ქოხია ჩემი თავშესაფარი;
ახლოს ორი სუნთქვა - ხარის და სახედრის.
მთვარე - კრიალა. 

("მომლოცველობა" მუსიკა: არიელ რამირესი, სიტყვები: ფელიქს ლუნა, არასრული თარგმანი ჩემი)

ჩვენთვის დაბადებულო, მომკუდარო და მკვდრეთით აღმდგარო, მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელო, დიდება შენდა! მადლობა ცხელი გულისთვის, ცხელი ცრემლებისთვის, ამ ჯადოსნური ღამისთვის. მადლობა ჩვენთან მყოფობისთვის და იმ სიყვარულისთვის, შენ რომ გვაჩვენებ და ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვსწავლობთ, შენს მცნებებს ვარღვევთ და ვოხრავთ, თუ როგორი ძნელია შენი შვილობა. 

მთვარე - კრიალა, 
ნარშავები - გაყინული,
ბაგა - თბილი,
ნათელი მხიარული.

6 comments:

  1. საოცარი დღე, საოცარი ბლოგერი, საოცარი პოსტი, საოცარი მუსიკა, საოცარი თარგმანი...და ისევ საოცარი დღე

    ReplyDelete
    Replies
    1. და საოცარი მეგობარი <3 <3

      Delete
  2. რა ლამაზი სიტყვევბია, როგორ უხდება შობას, ვკითხულობდი და თან ამ მუსიკის ფონზე ცრემლები თავისით მომდიოდა ... ,,მხოლოდ ისლის ქოხია ჩემი თავშესაფარი "

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 <3 მეც, რაღაც განსხვავებული საშობაო სიმღერაა.
      მეც ვტირი ყველა სიტყვაზე, განსაკუთრებით ამაზე -
      იარეთ გზაზე, მომლოცველებო,
      დამითმეთ პატარა ქოხი ჩემი შვილისთვის.

      Delete
  3. რას გვერჩი თიკო??? მეც ამატირე. მიყვარხარ და ვამაყობ შენით

    ReplyDelete