სხვადასხვა თაობებს რომ განსხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ, გასაკვირი არ იქნება. ისიც ცხადია, რომ რამდენიმე ძირეული ღირებულება ყველა ერის, კულტურის და თაობისთვის საერთო და მისაღებია. ჩემი მშობლების თაობისთვის წიგნიერება ყველაზე დიდი ღირებულება იყო. ახალგაზრდები თავშეყრისას აუცილებლად განიხილავდნენ ახალ ფილმს ან რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს. ალბათ, ვინმე შემედავება, მაშინ ინტერნეტი და ინფორმაციის შეუზღუდავობა არ იყო და რაც ხელთ ჰქონდათ, იმას იხილავდნენო. ირაკლი ჩარკვიანის მსჯელობამ ("მშვიდი ცურვა") მისი თაობის პრობლემების შესახებ დამანახა, რომ ინტელექტუალური განვითარებისკენ სწრაფვას გარკვეულწილად საბჭოთა კავშირში გამოკეტილობამაც მისცა ბიძგი. ამჯერად ვითარება და მიზეზები დროებით დავივიწყოთ. ირაკლის და მასზე უფროსი თაობების მთავარი ინტერესი და ღირებულება ცოდნის შეძენა იყო. მოდურად ჩაცმა, გარეგნობაზე ზრუნვა, "ბოჰემური" ცხოვრების სტილი - დიახ, აინტერესებდათ, მაგრამ ცხოვრების მიზნად არ იხდიდნენ. მათთვის "გოიმი" უგემოვნოდ ჩაცმული კი არა, უწიგნური ადამიანი იყო.
ჩემს სტუდენტობას 90-იანებმა მოუსწრო, ასე რომ, ჩვენი ღირებულებათა სისტემის პირველი საფეხური ელემენტარული საჭიროებები იყო. ამის მიუხედავად, დიდი სივრცეების (არა მხოლოდ გეოგრაფიული) და განვითარებისკენ სწრაფვა მაინც გამძაფრებული გვქონდა.
ახლა კი, ყველაფერი პოზაა. (ეს სიტყვა გაგა ნახუცრიშვილს ვესესხე) პოზა და მარათონი: ახალი ფილმის ნახვა სხვებზე ადრე და მერე დასტატუსება, ვიღაცის კონცერტზე წასვლა და იქედან ტელეფონით "რეპორტაჟი", ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ჭკვიანი სახით ჯდომა, ავტორთან ფოტოს გადაღება და მერე წაკითხული ანოტაციის მიხედვით მსჯელობა. ახლა ყველა ესწრაფვის სადღაც ზედაპირზე (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია) დაწერილ რაღაც ცხოვრების სტილს, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია: ცხოვრებისგან მატერიალური მაქსიმუმის მიღების დაუძლეველი სურვილი, პროგრესის და წარმატების დემონსტრირება ყველგან (პოზა+მარათონი=ბარსელონაში წასვლა, პიარის და ბუღალტერიის კურსების გავლა, ახალი მოდელის მანქანის ყიდვა და ა.შ.), ყველაფრის "აზრზე" ყოფნა (წყარო: სოციალური ქსელები, ჰა-ჰა, რაღაც სტატიები ინტერნეტში) და მთავარი: "ლუქი" და "ფეშენი".
ახლა კი, ყველაფერი პოზაა. (ეს სიტყვა გაგა ნახუცრიშვილს ვესესხე) პოზა და მარათონი: ახალი ფილმის ნახვა სხვებზე ადრე და მერე დასტატუსება, ვიღაცის კონცერტზე წასვლა და იქედან ტელეფონით "რეპორტაჟი", ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ჭკვიანი სახით ჯდომა, ავტორთან ფოტოს გადაღება და მერე წაკითხული ანოტაციის მიხედვით მსჯელობა. ახლა ყველა ესწრაფვის სადღაც ზედაპირზე (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია) დაწერილ რაღაც ცხოვრების სტილს, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია: ცხოვრებისგან მატერიალური მაქსიმუმის მიღების დაუძლეველი სურვილი, პროგრესის და წარმატების დემონსტრირება ყველგან (პოზა+მარათონი=ბარსელონაში წასვლა, პიარის და ბუღალტერიის კურსების გავლა, ახალი მოდელის მანქანის ყიდვა და ა.შ.), ყველაფრის "აზრზე" ყოფნა (წყარო: სოციალური ქსელები, ჰა-ჰა, რაღაც სტატიები ინტერნეტში) და მთავარი: "ლუქი" და "ფეშენი".
ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამხელა ზეგავლენა იქონია მედიის პროპაგანდამ ადამიანთა სურვილებსა და მისწრაფებებზე. ეს ტენდენცია თანდათან საშიშ მასშტაბებს იღებს. ბრიტანულ პერიოდულ გამოცემაში ერთი გამოკითხვის შედეგებზე წერდნენ. მოზარდების უმეტესობამ კითხვაზე, თუ რა უნდათ გამოვიდნენ, როცა გაიზრდებიან, უპასუხეს: When I grow up, I want to be skinny. თუ სწორად მახსოვს, ბრიტანელი იყო ის ქალიც, რომელსაც თავისი სამი თუ ოთხი წლის გოგონა სოლარიუმში დაჰყავდა. მარტო მედიაა ის "უხილავი ხელი", რომელიც მილიონობით ახალგაზრდას უთითებს, აი, შენი გზა, აქეთ წადიო? არ ვიცი. ფაქტია, რომ გარეგნობაზე, სხეულზე გადამეტებული ზრუნვა, სხეულის დემონსტრირება უთვალავი საშუალებით და საერთაშორისო მოდის სახლების ნაკარნახევი ტენდენციების კოპირებით ჩაცმა ბევრი ახალგაზრდის მთავარი საქმე და საზრუნავია.
მოდის სიახლეები და თავის მოვლის საშუალებები მეც მაინტერესებს და რამდენიმე საყვარელი საიტიდან შესაბამის ინფორმაციასაც ვიღებ. თუმცა, პერსონალურ საიტებსა და ბლოგებზე სასაცილო ერთგვაროვნებაა: ოთხმოციანებით შთაგონებული გაშეშებული და თვლებით გადატვირთული მოკლე მძივები, პატარა, ოთხკუთხედი, მკაცრი ფორმის ჩანთები, გიპიურის, პიჟამის მსგავსი (barely-there) შორტები, თეფშზე რაიმე გემრიელი კერძი, დეტალი: მაჯა სამაჯურებით ან ფეხი „ორიგინალური“ სვირინგით, კოქტეილის ჭიქა და მაგიდის კიდეში „შემთხვევით“ დადებული რომელიმე სმარტფონი, ასევე „შემთხვევით“ კადრში მოხვედრილი გარუჯულ-ნავარჯიშები მკლავი, პერანგის მოკლე სახელოზე ტანსაცმლის ბრენდის ლოგო და მაჯა საათით, საცურაო კოსტუმით სასტუმროს აივანზე დგომა, სხეული უკანა ხედით, წინ - ზღვის პეიზაჟი. და ასე გაუთავებლად. „ასე ვცხოვრობ, ასე გამოვიყურები, ასე მაცვია, ასეთ კაფეებში ასე გაფორმებულ კერძებს გეახლებით, ტექნოლოგიის ეს სიახლე მაქვს (თქვენზე ადრე შევიძინე), აქ ვიყავი, ეს ვიყიდე“. სულ ესაა.
ერთი ამერიკული კომედიაა, მოქმედება მომავალში ხდება. ცხოვრების წესის, აზროვნების, გადაწყვეტილებების გამარტივების ტენდენციაა ჰიპერბოლიზებული. ადამიანებმა წერა-კითხვა არ იციან, საჭიროებისას პიქტოგრამებს იყენებენ. ტელეშოუებს უყურებენ, თან უაზროდ ჭამენ. შოუებში კი ვიღაცას თავში ურტყამენ და ესაა სასაცილო. კომედია კია, მაგარამ წინასწარმეტყველური არ გამოვიდეს...
ძალიან საინტერესო აზრებია! გეთანხმები მედია პროპაგანდას უწევს რაღაც რაღაცეებს მაგრამ მეორეს მხრივ სოციალურმა ქსელებმა, ფორუმებმა, ბლოგებმა აშ ხელი შეუწყვეს ბევრ რამეს, თუნდაც ის რომ ყველას შეუძლია დაწეროს რაზეც უნდა, გააპროტესტოს, გაახმოვანის თავისი აზრი, შეკრიბოს თანამოაზრეები. თუნდაც მახსოვს რაღაც თვისება მაინტერესებდა, რომელიც მეგონა რომ მხოლოდ ჩემი წიკი იყო და მეგონა მხოლოდ ერთი კინკილა გახლდით, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით დავადგინე რომ არაფერი არ არის და მარტო მე კი არა მილიონობით ადამიანია იგივე დღეში:) ეს გადახვევა იყო. რაც შეეხება პოზა ხალხს, ბევრს მართლაც აქვს პირველის სინდრომი, რაც მე ვთვლი, რომ მაინცდამაინც ცუდი არ არის ჯანსაღი დოზით გარკვეულ სიტუაციებში, (სწავლა განათლებაში, რაიმე ხელობის დაუფლებაში, საქმეში), თუმცა როდესაც ეს მოჩვენებითია და მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული, გეთანხები "აქ ვიყავი, იქ ვიყიდეს" ამბებია მხოლოდ და სასაცილოა.
ReplyDeleteამერიკული კომედია რომელზეც ბოლოში წერ კომედია კი არა საშიში ფილმი ჩანს:) რა ფილმია თინითა?
ანო, მადლობა კომენტარისთვის! ამიტომაა კარგი asking around. ამ დროს გაიგებ, რომ რაც გაწუხებდა და მარტო შენი პრობლემა გეგონა, თურმე სხვასაც გამოუცდია. იმაშიც გეთანხმები რომ ჯანსაღი ამბიცია საჭირო და აუცილებელია, მიხარია, რომ სწორად გაიგე, რასაც ვგულისხმობდი.
Deleteაი, ის ფილმი: Idiocracy
http://www.imdb.com/title/tt0387808/
ჯერ მარტო პოსტის სათაური რად ღირს. ღირებულებები? მიუხედავად იმისა, რომ მგონი, დღეს უფრო ბევრს საუბრობენ ამაზე, მით უფრო ნაკლები ღირებულება გააჩნიათ.
ReplyDeleteბევრი რაღაცის დაწერა მინდოდა და ყოველთვის დაღლილი და თანაც გვიან ვკითხულობ ბლოგებს, ისე რომ, ჭკვიანური რაღაცების წერის თავი აღარ მაქვს :დ
i understand :)
ReplyDeleteზედმეტად უცებ გადავედით წიგნების თაობიდან ჩექინების თაობაში. მოქმედებს გარემო. საკუთარ თავსაც ვამჩნევ ხოლმე მსგავს "ზამაშკებს" და მეშინია ერთხელაც ტუჩებამობრუნებული სურათი არ დავპოსტო, სარკეში მე თვითონ რომ გადავიღებ...
ReplyDeleteBling ring თუ ნახე სოფია კოპოლასი, ზუსტად ჩექინის და ბრენდების თაობაზეა. :)
Deletear minaxavs, aucileblad vnaxav :)
Delete