Tuesday, December 9, 2014

მინი-დოსიე სერიიდან "გამორჩეული ადამიანები"



სახელი: ნანუკა
დაბადების ადგილი: ვარდი მაისი (რა მიხვედრა უნდა);
საცხოვრებელი ადგილი: ზამთრის ზღაპარი (ფოტოდან ისედაც იშიფრება);
პროფესია: რამდენიმე, ამჯერად საერთაშორისო პოლიტიკა;
მუდმივად დაკავებულია: ერთდროულად სწავლით და მუშაობით, თავის სამშობლოზე დარდით.
სხვა დროს: მოგზაურობს. ნანახი აქვს ზუსტად ნახევარი მსოფლიო, მაგრამ მაინც აქაურობაზე ელევა სული.
განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები: გრძელი, ხვეული თმა და დიდი კავკასიური თვალები;
ჩაცმის სტილი: დასავლეთევროპული პოსტ-ჰიპი; ხარისხი, ფერი, პრაქტიკულობა.
საყვარელი გადაადგილების საშუალება: საკუთარი ველოსიპედი;
შინაური ცხოველი: მაილო (ძაღლი არა, ძაღლოი);
საყვარელი ადგილი სახლში: სამზარეულო, სადაც უყურებს/უსმენს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ან ქართულ ფილმებს და ამზადებს რაიმე გემრიელობას;
ბავშვობა და ოჯახური გარემო: უაღრესად ჰარმონიული;
ხასიათის გამორჩეული თვისებები: ადამიანებისადმი სიყვარული, ცნობისწადილი, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ზომიერება.
უყვარს: წიგნები, ბუნება, ინტერიერის დიზაინი, დაკვირვება და ანალიზი, იუმორი, სეირნობა, შრომის და დასვენების კარგად შეთავსება, მეგობრებზე ზრუნვა, მათი უზომო გახარება და სიურპრიზებით განებივრება;

ვერ იტანს: მატრაკვეცობას, ორი ბატონის მსახურებას, სნობიზმს, ტყუილს.
მასთან კომუნიკაციის სიხშირე: დღეში ასე ხუთჯერ;
ერთდროულად განსახილველი თემების რაოდენობა: განუსაზღვრელი;
სიახლეების და აღმოჩენების გაზიარების მაჩვენებელი: უცვლელად მაღალი.

დღეს იუბილარია, გულით ვულოცავ და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ!



10 comments:

  1. „ძაღლოი“ რა მაგარია! :D მეც ვულოცავ ნანუკას! :))

    ReplyDelete
  2. Tin, es ra siurprizi mogimzadebia chemtvis!!! amaze sauketeso sachukari ar mimigia sadabadebisdgeod da verc mivigeb albat! rogori ucnauria ase rom vkitxulob sakutar tavze, shen dacerils, sasiamovnoc. ra bevri tbili sitkva,ra uxvad gaimete chemtvis! madloba, madloba,madloba!!! lashasac agretve, dzagloiii :-) da dzagladze dzagliiii :-))) gkocni uamravs,momoval saubramde ;-)

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 <3
      სრულ სიმართლეს ვღაღადებ. ამ ყველაფერს იმსახურებ და მეტსაც.
      ძაღლაძეს მოკითხვა :)))

      Delete
  3. ვულოცავ ამ საინტერესო ადამიანს დაბადების დღეს...
    კინაღამ პატრონზე მეტად შეგვიყვარდა ძაღლოი მალოი :)

    ReplyDelete
  4. ugrmesi madloba bolo komentaris avtors, mokitxvebi Mailosganac ;-)
    Nanuka

    ReplyDelete
  5. თინი, არაჩვეულებრივი მეგობარი გყავს , ზამთარში მაისის ვარდი, ხომ ნანატრი ამბავია და მართლაც გამორჩეული თვისებებია ,, ადამიანებისადმი სიყვარული, ცნობისწადილი, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ზომიერება." ასევე ,, მეგობრებზე ზრუნვა, მათი უზომო გახარება და სიურპრიზებით განებივრება"
    წარმატებები შენს მეგობარს და დიდი მოკითხვა პირადად ჩემგან :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, ზუსტად ასეთია: სავარდო და სამაისო ქალაქში დაბადებული ახლა ზამთრის ზღაპარ დოიჩლანდში ცხოვრობს :)

      ჩვენი განებივრება მართლა ისე იცის, მრცხვენია ხოლმე! :)

      Delete
  6. Madloba ugrmesi kidev da kidev, ar daviglebi :-) Tinitas da Irinas, gkocnit gogoebo, Nanuka

    ReplyDelete