Monday, February 3, 2014

დაორთქლილი სველი მინები, ანუ რაზე მოსთქვამენ ბლოგერი ქალები


მგონი, ცხელსასმელიანი ჭიქის ფოტო საჭირო აღარ არის. ისედაც გასაგებია...

მანამდე:

  • დავიღალე. ისეთი ამინდია, სახლში რომ უნდა იყო, პლედმოხვეული თბილად იწვე, წინ ლეპტოპი, საყვარელი წიგნი, ერთი-ორი კარგი ფილმი, გვერდით ყავა და სასუსნავები.
  • ეს სამსახურიც მომბეზრდა. კარგი სამსახური მინდა. შვებულება მინდა.
  • ზღვა, ზაგარი, მთა, თხილამური.
  • როდის მოვა გაზაფხული.
  • სულ ვაპირებ ვარჯიშის დაწყებას. არა, ჯერ ცივა.
  • სად არის ის ერთადერთი? როგორ შეიცვალნენ ადამიანები. უკვე არაფრის იმედი არ მაქვს. თუ მარტო უნდა ვიყო, იმდენი მაინც მქონდეს, ვიმოგზაურო.
  • მარტო ვარ, ვაი. 
  • რაღაც ხდება, ჯერ არაფრის თქმა არ მინდა. ერთი ჭიქა სასმელი არ მაწყენდა. ჰო, ახლა წავალ, ეს ვიდეო განწყობისთვის.
მერე:

  • ვაიმე, იმდენს ვმუშაობთ, ერთმანეთისთვის ცოტა დრო გვრჩება. რა არის, რა.
  • რა რთული ყოფილა ორსულობა! ნეტა, სულ ასე ვიქნები? აუ.
  • რაღაც საიტებს ვკითხულობ, გამაგიჟა.
  • სუფთა ჰაერზე მინდა გასეირნება და დრო არ მაქვს. აღარაფერი აღარ მიხდება.
  • რა კარგი იყო ის დრო, ერთკვირიან მოგზაურობაში რომ ვიყავით! იმ დღეებს დავაბრუნებდი.
  • ეს მტკივა, ის მტკივა. არავის ნახვა არ მინდა. ყველა რაღაცას მიჩიჩინებს.
  • მუდმივად მეძინება და დაღლილი ვარ.
  • დაღლილი ვარ. არავინ არ მეხმარება. რა ყოფილა დედობა. ჯერ ორსულობა, მერე დედობა. ვაი. 
  • სრულიად იზოლირებული ვარ გარესამყაროსგან. თავი არასაჭირო და უვარგისი მგონია. აღარავის ვახსოვარ. არადა, ჯერ ძალიან პატარაა.
  • როდის დავუბრუნდები საქმიან სამყაროს. ვაი. 
  • ისევ ვერ დავიკელი. სულ მეძინება, რომ არ ვჭამო, ენერგია არ მაქვს. მუშაობა მომენატრა. ვაი. 
  • რამე ახალი იწერება? ახალი ფილმი მირჩიეთ, რა. ყველაფერს ჩამოვრჩი. შუა ფილმზე მეძინება. როდის გავალ სამსახურში.

BORING!!!

What's wrong with you, guys?



10 comments:

  1. :)) საქმე ისაა, რომ ქალები წერენ მაინც :დ კაცების პოსტებიც კი არ მოიძებნება, რომ გააშარჟო :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, აი, ზუსტად :)

      და რეალური ემოციებია. სამწუხაროდ არ გვაქვს სათანადო პირობები ბედნიერება ვაფრქვიოთ სულ, თუმცა მე პირადად არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც საჯაროდ წუწუნი უყვარს :)

      Delete
    2. Sofiko, madloba komentaristvis :) gamikharda tqveni stumroba. mec zustad amis tqma mindoda, rom amdeni cucuni mosackenia, chveni araidealuri cxovrebis miuxedavad :)

      Delete
  2. :-) namdvilad boring aris :-) Tin, adamiani tavadac rom ar ikos cud xasiatze rom caikitxavs aucileblad moickens. sheidzleba tavad blogis mkitxvelebic vart aset xasiatze, magram scored imitom gvchirdeba gogoebo tkveni blogebis kitxva rom tundac uketes ganckobaze davdget, ragac axali viscavlot an tkven lamaz sulier samkaros gavecnot, romelic chvenc upro gagavamdidrebs sulierad...adre ramodenime blogs vkitxulobdi,tavi davanebe, vpikrob zogierti(da ara kvela) blogeristvis sakutari mkitxveli kargi psikologis magivrobas cevs, an kargi megobris.romelic sul mogismens, shegakebs(virtualurad, am sazgvars ar unda gavcildet, ra ici da mainc ra imaleba im mkitxvelis mier mocerili ketili survilebis iket :DDD). sheidzleba zedmetad kritikuli var, magram chemi azria. ai tinitas blogs imitom vkitxulob rom koveltvis sxva samkaroshi amomakopinebs tavs, tundac cota xnit...modis sul pozitiuri energia, daxvecilad gvaxedebs tavis cxovrebashi, gvandobs tavis emociebs. ar minda marto tinitas shevako, imatac vakeb vinc aseve kargi da nichieria, vis blogsac jer ar vicnob da imatac vis blogze tundac erti saintereso an sasargeblo posti kopila. Nanuka

    ReplyDelete
  3. ნატალია, ესეც მართალია! :)))

    ნანუკა, მადლობა! :) ჩვენ იმიტომაც გვიყვარს ხელოვნება, წიგნები, რომ იქ პერსონაჟები იმ პირობებში ცხოვრებას სწავლობენ, რომელ პირობებში ან გარემოებებშიც ხვდებიან.

    ქეთრინ, აჰა! ბიენ სურ ;)

    ReplyDelete
  4. მე მაგალითად ჩემი ბლოგი 2 წელი ისე მქონდა სულიერმაც კი არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ამით იმის თქმა მინდა, ასრულებდა და ასრულებს დღიურის ფუნქციას, რომელსაც მომავალში შვილებს წავაკითხებ. მკითხველი მეტსაც გეტყი: მძაბავს. ვწერ რასაც მინდა, როცა მინდა. ვწერ ისე როგორც რვეულში მე-8 კლასში.

    პ.ს დაგავიწყდა ,,ფეშენისტები" :)))))))

    nobodyt.

    ReplyDelete
    Replies
    1. somebodyt, :) უცებ ასე გიწოდე. ფეშენისტებს თავისიც ეყოფათ :)))

      შენს ბლოგს სიამოვნებით ვკითხულობ და ისიც მესმის, რომ ის პერიოდი ანონიმური იყო. სირთულეებზე საუბარი ბუნებრივია, სხვებისთვისაც საინტერესოა, როგორ და რით უმკლავდები, თუმცა, ისიცაა, რომ შენს ტექსტებში დაუნახავობა და რაც გაქვს, იმის დაუფასებლობა არსად ამომიკითხავს :)

      Delete
  5. yvelas tavisi satqmeli aqvs. madloba gmerts aravin gvdgas tavze da gvaidzulebs imis kitxvas rac ar gvinda.

    ReplyDelete
    Replies
    1. :) თუ მკითხველი არ გვინდა, ვაწარმოოთ დახურული ლოგბუქები. არც კომენტარის დატოვებას გაიძულებდათ ვინმე :)

      Delete